კარატე
Slide background
Slide background

კარატე

china-asian-games-karate

თანამედროვე იაპონური კარატე სინამდვილეში მოვიდა რიუკიუს არქიპელაგის უდიდესი კუნძულ ოკინავადან, რომელიც მდებარეობს სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, კიუშიუდან 500 კმ-ზე, ტაივანიდან 600 კმ-ზე და სამხრეთ ჩინეთის სანაპიროდან 800 კმ-ზე.
იაპონიიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ძალიან ბევრი ლტოლვილი ეძებდა რიუკიუს კუნძულებზე ხსნას პოლიტიკური დევნისაგან. XII საუკუნეში, როდესაც მინამოტოს ჯარებთან, უკანასკნელ ბრძოლაში დარბეული ტაირის სამურაების რაზმები უწესრიგოდ მიდიოდნენ სამხრეთისაკენ, ბევრი გადავიდა ოკინავაზე და გააცნო ადგილობრივ მცხოვრებთ

სამხედრო ხელოვნება. რიუკიუს პირველი მეფე შიუნტენი (XIII ს.) დიდ ყურადღებს აქცევდა სამხედრო საქმეს. მის დროს აქტიურად შენდებოდა კოშკები და სიმაგრეები, იზრდებოდა მამულები, მიმდინარეობდა ჯარისკაცთა სწავლება. ოკინავას მოსახლეობა, რომელსაც ეთნიკურად იაპონელებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და იაპონური ენის რიუკიუს კილოკავზე ლაპარაკობდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდა თავისი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მაგრამ 1372 წელს რიუკიუს მეფე საცუდომ აღიარა ჩინეთის ქვეშემდოვრობა და მასზე დამოკიდებულება. მინის იმპერატორმა ოკინავაზე გააგზავნა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიდი ამალით. დროთა განმავლობაში სამოქალაქო წარმომადგენელი შეიცვალა სამხედროთი. 1372 წლის აქტის ხელმოწერისთანავე, კუნძულის დედაქალაქ ნახუში ჩამოვიდა ჩინელ კოლონისტთა საგანგებო მისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებში გაევრცელებინა სხვადასხვა ხელობათა ცოდნა. 1392 წლიდან ჩინეთის კოლონია დაფუძნდა ნახის გარეუბანში კუმემურა, შემდეგ კი ქალაქებში შიურიში და ტომარიში. თუმცა ჩინეთის სათვისტომო განცალკევებით ცხოვრობდა, სწორედ იქიდან გამოჟონა ხალხში ცნობებმა კემპოს შესახებ. თანამედროვე კარატეს ტერმინთა უმეტესობა ძველი ჩინურისგან წარმოდგება. რა თქმა უნდა, ჩინეთის დამსახურება კემპოს დანერგვაში არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან XIV საუკუნიდან ოკინავას კარატე ვითარდებოდა თავისი გზით და შექმნა მრავალი ახალი, თავისებური ფორმა, სტილი, მიმართულება. სამწუხაროდ, XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში არ შემორჩენილა ცნობები ოკინავას კარატეს შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ ის არსებობდა.
   1429 წელს მეფე შიო ჰა-შიმ საბოლოოდ გააერთიანა თავის მმართველობაში ოკინავას სამი ოლქი – ჰოკუ-ძანი (ჩრდილოეთი მთა), ნან-ძანი (სამხრეთი მთა) და ტიუ-ძანი (შუა მთა). ჰა-შის სურდა აღეკვეთა აჯანყების მცდელობები და განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება, და ამიტომ აუკრძალა იარაღის ტარება ყველას (კინ-ბუ), სამეფო რაზმისა და უმაღლესი ფეოდალების გარდა. ხალხი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მოხელეებისა და ჯარისკაცების თვითნებობისაგან კუნძულის ტყიან მთებში. ამ ღონისძიებებმა მრავალი გლეხი აიძულა ხსნა კემპოში ეძება, რათა იარაღისათვის ნებისყოფა, სულის სიმტკიცე და ფოლადის ჯავშანად ქცეული ნავარჯიშევი კუნთები დაეპირისპირებინა.
XVII საუკუნის დასაწყისმა ოკინავას ხალხი მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც რიუკიუს სამეფომ უარი თქვა კორეაში ტოიოტომი ჰიდეიოშის შეჭრის მხარდაჭერაზე (1592 და 1597-1598 წწ.), იაპონიას მიეცა არქიპელაგზე თავდასხმის ფორმალური მიზეზი. შიოგუნატი ტოკუგავას ცენტრალიზებული მმართველობის დამყარების შემდეგ, პატარა სამეფოს ბედი გადაწყვეტილი იყო. თავდასხმა განახორციელა შიმაძუს კლანის სამი ათასმა სამურაიმ ასი ხომალდით. კუნძულის უიარაღო მოსახლეობა თითქმის არ უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო ნაჰის გარნიზონის პატარა რაზმი, შია მეიას მეთაურობით, დაშოშმინებული იქნა იაპონური მუშკეტების ცეცხლით. ოკინავა გახდა იაპონიის იმპერიის პროტექტორატი; მოსახლეობას დაეკისრა გადასახადები და ის განიცდიდა სასტიკ ჩაგვრას.
კარგად შეიარაღებული არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა გლეხებს არ შეეძლოთ, მაგრამ რამოდენიმე გათავხედებული მოძალადის ერთობლივად მოგერიებისათვის, კემპოს ორი-სამი ოსტატიც საკმარისი იყო. ოკინავას მოსახლეობამ დაიწყო საიდუმლო საზოგადოებებში გაერთიანება და სოფლებსა და დაბებში თავდაცვის კავშირების შექმნა. მაგრამ კემპოს გავრცელების ცენტრები მაინც დიდი ქალაქები იყო.
karate   რიუკიუს კუნძულებზე კემპოს მაშინ უბრალოდ ეწოდებოდა ოკინავა-ტე (ტე იაპონურად არის „ხელი“), ე.ი. „ოკინავას ხელჩართული ბრძოლა“ ან ტო-ტე („ჯადოსნური ხელი“). თვით ოკინავაზე ტე-ს სტილები განსხვავებული იყო ქალაქების მიხედვით. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში ტე-ს სკოლები მოქმედებდა ძალიან გასაიდუმლოებუ-ლად. ყველა მოსწავლე სისხლზე დებდა ფიცს, რომ შეინახავდა საიდუმლოს.
   ოკინაველებს სამურაებთან გამკლავება ძალიან უჭირდათ, ვინაიდან ისინი თავიანთი საქმის უბადლო ოსტატები იყვნენ. საჭირო იყო მათზე გამარჯვების მცირე შანსის სრულად გამოყენება. მაშინ გამოჩნდა მოწოდება „ერთი დარტყმით დაგდება“ (იკენ ჰისაცუ). წლების განმავლობაში გულმოდგინე ვარჯიშების შედეგად ხელები და ფეხები იქცეოდა საშინელი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღად. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ხელებისა და ფეხების გამოწრთობას, რადგან ჯავშნისა და სამურაის მუზარადის გაპობა, მხოლოდ ჭეშმარიტად ფოლადივით ძლიერ ხელს თუ შეეძლო.
   მომზადებისას, ძირითადად გამოიყენებოდა ძველი ჩინური მეთოდები, თუმცა მათ ბევრი ახალიც დაემატა. მაგალითად, თითების გასამაგრებლად მოსწავლე ვედროში ყრიდა ლობიოს და გულმოდგინედ, დღეში რამდენიმე ათასჯერ თხრიდა ამ ვედროში მოკუმულ და გაშლილ თითებს, სანამ ფრჩხილებიდან სისხლი არ წასკდებოდა. მას, ტკივილის მიუხედავად, უნდა გაეგრძელებინა ვარჯიშები კვირაობით და თვეეობით, სანამ თითების დაბოლოებანი არ დაკარგავდა მგრძნობიარობას და რქოვანი არ გახდებოდა. ამასთან ერთად უნდა გაზრდილიყო დარტყმის ძალაც, რათა საბოლოოდ ძირამდე ჩაეხვრიტა ლობიოს მთელი სისქე. ზუსტად ასეთივე მოქმედებები მეორდებოდა ქვიშით, წვრილი კენჭებით, ხრეშით, ზოგჯერ ტყვიის ბურთულებითაც კი. რამდენიმე წლის გულმოდგინე ვარჯიშების შემდეგ ძნელი არ იყო „ხელი-შუბის“ (კან-სიუ) დარტყმით ცხენის მუცლის ამ ხარის გვერდის გახვრეტა და შიგნეულობის ამოღება.
მუშტი იწრთობა ჯერ უბრალო მაკივარაზე – ოკინავაში გამოგონებულ ჩალის მჭიდროდ გადახვეულ ძნაზე. მაკივარა მაგრდებოდა დრეკად ჯოხზე ან ფიცარზე და გამოიყენებოდა დარტყმების სიზუსტის დასამუშავებლად, აგრეთვე ხელებისა და ფეხების გასაძლიერებლად. ჩალიდან ისევ გადადიოდნენ ლობიოზე, შემდეგ წვრილ კენჭებზე, ხრეშზე და ბოლოს გავარვარებულ რკინაზე. სასურველი იყო აგრეთვე მუშტების ჩაყოფა მონაცვლეობით მდუღარე და ყინულივით ცივ წყალში. ბუნებაში მაკივარას როლს ასრულებლდა ნორჩი ხეები, რომლებიც იდრიკებოდა დარტყმის დროს. დაახლოებით ასევე იწრთვნებოდა ფეხებიც და ნაწილობრივ თავიც. ბოლო წლების მონაცემებით ფეხის დარტყმის ძალა 1 ტონაზე მეტია. შესაძლებელია, რომ ძველი ოსტატები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ვარჯიშში ატარებდნენ, მეტსაც აღწევდნენ. კიდურების წრთობა ერთდროულად ემსახურებოდა სწორ, ზუსტ და კონცენტრირებულ დარტყმის დაყენებას. აქედან იწყებს დამკვიდრებას, ციუან-შუში და თანამედროვე კარატეში, ტამეში-ვარი – მყარი საგნების დამტვრევის ცდები. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის შუა წლებში, ვინმე საკუგავა აკატელიდან, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ჩინეთში, სადაც ვარჯიშობდა შაოლინის ციუან-შუს, აგრეთვე ბო-ჯიუცუს, დაბრუნდა სამშობლოში და ქალაქ შიურიში დააარსა კარატე-ნო საკუგავას კერძო სკოლა. ეს იყო სკოლის სახელწოდებაში სიტყვა „კარატეს“ გამოყენების პირველი შემთხვევა. მაგრამ არსებობს სხვა გადმოცემაც, სადაც ნათქვამია, XVI საუკუნის ბოლო წლებში, სოფელ ტიატანის მცხოვრების, დაუმარცხებელი მებრძოლის – იარას შესახებ. სოფლის მამასახლისის შვილი იარა ჯერ კიდევ მოზარდი გაგზავნეს ჩინეთში, სადაც გულმოდგინედ სწავლობდა ციუან-შუს, („შინაგანი მიმართულების“ სკოლები ცინ-ი და ცი-გუნი). ოკინავაზე დაბრუნების შემდეგ, მან გახსნა ტეს პატარა სკოლა და შთამომავლობას მემკვიდრეობად დაუტოვა შესანიშნავი ვარჯიშების ნაკრები კვერთხითა და სამკაპით – ტიატან იარა ბო-კატა და ტიატან იარა ცაი-კატა.
XX საუკუნემდე სიტყვა კარატე იწერებოდა ორი იეროგლიფით: კარა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტანის დინასტიის მმართველობის დროინდელი ჩინეთი“, მაგრამ ზოგჯერ გამოიყენება უფრო ფართო გაგებით – „დიდი ჩინეთის“ ცნების გადმოსაცემად, და ტე – „ხელი“. სიტყვა ტე ადრეც გამოიყენებოდა „ხელჩართული ბრძოლის“ მნიშვნელობით. არსებობს მეორე ვერსიაც. IV საუკუნეში იაპონელებმა დაიპყრეს კორეის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი, სადაც წარმოიქმნა პატარა დომინიონი მიმანა (ფეოდალური სამთავრო კარაკი), რომელიც შემდეგ შთანთქა დიდმა სახელმწიფოებმა პეკჩემ და სილამ. სახელწოდება „კარაკ“ მოგვიანებით, სამთავროს დაშლის შემდეგაც, ხშირად იხსენიებოდა კორეაში და თან ერთვოდა კორეულ საქონელს, რომელიც უხვად შედიოდა იაპონიის კუნძულებზე და დიდადაც ფასობდა. ითვლება, რომ სიტყვა „კარა“, რომელიც ჟღერადობით ჰგავს სიტყვა „კარაკს“, შეიძლება უკავშირდებოდეს კორეული კემპოს რომელიმე სახეობას. მაგრამ აშკარაა, რომ ამგვარი დასკვნა მცდარია. ჯერ ერთი, ზედსართავი სახელი „კარაკ“ ხმარებიდან ამოვარდა არა უგვიანეს VII-VIII საუკუნეებისა, როდესაც იაპონიაში, ჯერ კიდევ არ არსებობდა, არც სამურაის ცნება და არც კლასიკური ბუ-ჯიუცუ. მეორე, თვით იაპონელებს, წინა ასწლეულამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სიტყვა „კარატეზე“, რადგან იგი ჩაისახა ოკინავაზე, ხოლო ოკინავას ადრეულ ისტორიას, ცოტა რამ აქვს საერთო იაპონიის ისტორიასთან. ე.ი კარა ნიშნავდა „ჩინეთს“. XX საუკუნეში, თანამედროვე სპორტული კარატეს მამამთავარმა გიჩინ ფუნაკოშიმ, სიტყვა კარას ძველი იეროგლიფი („ჩინეთი“) შეცვალა ახალი იეროგლიფით („სიცარიელის“ ან „ცის“ მნიშვნელობით), მან ახალი ტერმინი შესანიშნავად შეარჩია. ამის შესახებ გიჩინ ფუნაკოში თავის „დარიგებები კარატეში“ წერდა: „ტრადიციულად წარსულში მე თვითონ ვიყენებდი იეროგლიფს „კარა“ („ჩინეთი“), მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი ერთმანეთში ურევდა კარატეს და ჩინური კემპოს, აგრეთვე იმის გამოც, რომ ოკინავას საბრძოლო ხელოვნებები, ახლა შეიძლება საერთო-იაპონურად ჩაითვალოს, მცდარი და რაღაცნაირად დამამცირებელიც კი იქნებოდა გაგვეგრძელებინა კარატეს სახელწოდებაში იეროგლიფის „ჩინეთი“ გამოყენება; და ამიტომ, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ძველ იეროგლიფზე და შევცვალეთ იგი ახლით – „სიცარიელით“. ამასთან ერთად, იგივე გზით გასწორდა კატას ბევრი, ფორმალური ვარჯიშების კრებულთა სახელწოდებები, რომლებიც უკავშირდება ჩინელი ოსტატების სახელებს“.

მიუხედავად ამისა, ოკინავას კარატეს ფესვები აშკარად იღებს სათავეს ჩინეთის კონტინენტური კემპოს წიაღში.

Okinawa

    კარატე  (空手道 იაპ.კარატე-დო, "შიშველი ხელის გზა") - იაპონური საბრძოლო ხელოვნება. ასეთი დამწერლობა იყო  მოგონებული 1929 წელს გიჩინ ფუნაკოშის მიერ ძენ-ბუდიზმის იდეის ზემოქმედების ქვეშ, მანამდე წერდნენ როგორც 唐 手, რომელიც ნიშნავს "ჩინურ ხელს". იეროგლიფი 唐 ნიშნავდა ტანის დინასტიას ჩინეთი, და გახდა ჩინეთის სინონიმი იაპონიაში. ჩინეთიდან იაპონიაში აქტიურად გადმოჰქონდათ კულტურის სხვადასხვა შტოები იმ დროისთვის. სწორედ მაშინ ჩინური უშუ მოხვდა იაპონიაში და მიიღო სახელწოდება "ტანის ხელი".


XIX საუკუნე

იაპონიაში კარატე მოხვდა კუნძულ ოკინავადან XIX საუკუნის ბოლოს. ოკინავა იმ დროს იყო დამოუკიდებელი სამეფო რიუკიუს ცენტრი, რომელსაც ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და იაპონიასთან.  XVII საუკუნეში რიუკიუს სამეფო დაპყრობილი იქნა სამურაების სამთავრო საცუმას მიერ და გახდა მისი ვასალი. ამჟამად დასავლურ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ოკინაველები ეწეოდნენ გამუდმებით პარტიზანულ ბრძოლებს იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, და ამ ბრძოლისთვის შექმნეს ხელოვნება კარატე. ამ ვერსიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სამას ათასიანი მოსახლეობის მქონე კუნძულზე განლაგებული იყო იაპონური გარნიზონის მხოლოდ ერთნახევარი ათეული სამურაი, რაც მიუთითებს ოკინაველების ლოიალურობაზე. საბრძოლო ხელოვნებით დაკავებულნი იყვნენ ძირითადად იქ ჩასახლებულ ჩინელთა შთამომავლები, რომელთაგანაც თანდათან გადაეცა სხვა მაცხოვრებლებს.

ისტორია

 XIX საუკუნის დასასრულს, ადმინისტრაციული რეფორმების დროს იაპონიაში, ლიკვიდირებული იქნა რიუკიუს, როგორც ვასალი სახელმწიფოს სტატუსი და ოკინავა გადაიქცა იაპონიის იმპერიის კიდევ ერთ პრეფექტურად. ჯარში გაწვევების დროს ექიმებმა მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ოკინაველები განსხვავდებოდნენ კარგი ფიზიკური განვითარებით; აღმოჩნდა, რომ ისინი ვარჯიშობდნენ ადგილობრივ საბრძოლო ხელოვნება ტოტეს. ეს გახდა არგუმენტი იმისა, რომ ტოტე ჩაერთოთ ოკინავის სკოლებში უმცროსი კლასების პროგრამაში ფიზიკური განათლების განხრით და გამოიწვია მისი ფართო გავრცელება. ამ პროცესის მეორე მხარე მდგომარეობდა იმაში, რომ კარატე კარგავდა საბრძოლო ხელოვნების ნიშანთვისებებს და გარდაიქმნებოდა მილიტარიზებულ ტანვარჯიშად.

XX საუკუნე

YokoTobi Dietl

 XX საუკუნის დასაწყისში ოკინავაზე იყო ძალიან რთული ეკონომიკური ვითარება და ოკინავის მოსახლეობა მასიურად გადავიდა იაპონიის მთავარ კუნძულებზე სამუშაოს საძებნელად. მათთან ერთად იქ მოხვდა კარატე. თუმცა, იაპონელები კარატეს არ აქცევდნენ ყურადღებას მანამდე, სანამ 1920 წელს ოკინაველმა ოსტატმა მოტობუ ტოკიმ არ გაიმარჯვა საჯარო ბრძოლაში დასავლელ მოკრივეზე, და სანამ ჟურნალმა "კინგუმ" არ დაბეჭდა ამის შესახებ გახმაურებული რეპორტაჟი. მაგრამ, რადგანაც ოკინავური დიალექტი ძალიან განსხვავდებოდა  კლასიკური იაპონური ენისგან, იაპონელები უფრო მეტად მიდიოდნენ მათთან, ვისაც შეეძლო ესწალებინა კლასიკურ იაპონურ ენაზე, ესენი კი იყვნენ ძირითადად ხალხი ოკინავის სკოლებიდან, რომელთაც შესწავლილი ჰქონდათ კარატე უკვე მოდერნიზებული პროგრამით.  ამრიგად, იაპონიაში კარატემ დაიწყო გავრცელება ძირითადად "ფიზკულტურული" ვარიანტით, არსებობს მრავალი გამოთქმები 1920-40-წლების ოკინაველი ოსტატებისა, რომ იაპონიაში კარატე ძალიან დამახინჯებულია  "ტრადიციულ" იკინავურ ვარიანტთან შედარებით .

სასწავლო ცენტრები

 რთ-ერთ ძირითად ცენტრებად კარატესი იყვნენ კლუბები უნივერსიტეტებში. რადგანაც, სტუდენტი უნივერსიტეტში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობს, რათა მოეზიდათ ისინი ამ კლუბებში სასწავლო პროგრამა  ძალიან შეიცვალა ოკინავურ საწავლების სისტემასთან შედარებით. ახალგაზრდებს არ სურდათ ესწავლათ რამდენიმე წლის განმავლობაში საბაზო ტექნიკის საფუძვლები. ამ პროცესმა გამოიწვია კარატეს მოძრაობა დასავლური სპორტის მიმართულებით, რომელიც საბოლოოდ დასრულდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კარატე და ოლიმპიური თამაშები

WKA World_Championship_2011_025 კარატე არის ერთერი კანდიდატი სპორტის სახეობა ოლიმპიურ თამაშებში ჩართვისათვის . ერთერთი დაბრკოლება ოლიმპიური სპორტის სახეობის სტატუსის გზაზე არის სპორტსმენთა მაღალი ტრავმატულობა . ასევე ოლიმპიურ პროგრამაში ჩართვას ხელს უშლის სტილების და კარატეს ფედერაციების დიდი რაოდენობა, რომლებიც არ ისწრაფვიან რაიმე სპორტული გაერთიანებისკენ, რაც აუცილებელია სპორტის ოლიმპიურ სახეობად გახდომისთვის. განიხილებოდა საკითხი კარატეს ჩართვის შესახებ 2012 წლის ოლიმპიურ პროგრამაში, თუმცა ეს საკითხი ვერ გავიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კენჭისყრაზე .

ორგანიზაციები

 კარატეს ყველა ძირითად სტილს აქვს თავისი საერთაშორისო ფედერაცია (ზოგჯერ - რამდენიმე საერთაშორისო ფედერაციები, როგორიცაა კიოკუშინ კაი), რომლებიც აერთიანებენ ეროვნულ ფედერაციებს, მოქმედს იმავე ქვეყანაში. როგორც წესი, ყოველ ფედერაციაში საკუთარი  მოთხოვნის სისტემებია, თანრიგები, ქამრები, სპორტული ორთაბრძოლების ჩატარების წესები.

ძირითადი ტექნიკა და ელემენტები

 ტრენინგი ეფუძნება სამ ძირითად ტექნიკას:

  • კიხონი (基本) - საბაზისო მომზადება, ძირითადი ტექნიკა;
  • კუმიტე (組み手) - ტრენინგი წყვილებში; იყოფა პირობით ორთაბრძოლად  და  თავისუფალ ბრძოლად (კუმიტე dziyu);
  • კატა (型) - ფორმალური ვარჯიშები.

კატას ოთხი ელემენტი:

  • ბუნკაი (分解) - ანალიზი;
  • ოიო (応用შესახებ: E: ) - გამოყენება;
  • ჰენკა (変 化) - ვარიაცია;
  • კაკუსი (隠し) - ფარულობა.

კარატეში გამოიყენება ზოგადად აღიარებული საერთაშორისო კარატეს ტერმინოლოგია.

მიმართულებები, სტილები და კარატეს სკოლები

 უნდა გაიმიჯნოს მიმართულებები, სტილები და სკოლები კარატეში. სტილებმა დაიწყეს წარმოშობა ჯერ კიდევკარატეს წარმოშობის დროს იაპონიაში.Breaking technique ამრიგად, 1930 - იან წლებში ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული კარატეს სტილები:

  • შოტოკანი (松涛馆), დამფუძნებელი გიჩინ ფუნაკოში
  • გოძიუ-რიუ (刚柔流), დამფუძნებელი ტოძუნ მიაგი
  • ვადო-რიუ (和道流), დამფუძნებელი ჰირონინი ოცუკოი
  • შიტო-რიუ (糸东流), დამფუძნებელი კენვა მაბუნი

სტილები წარმოიშობა მუდმივად, რადგანაც თითოეულ გამორჩეულ ოსტატს სტილში მოაქვს რაღაც საკუთარი, რაც ხშირად იწვევს ახალი სტილების შექმნას. უფრო მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე გარკვეული "ოსტატი", როდესაც გაივლიდა რომელიმე კარატეს სკოლას, გამოეყოფოდა ორგანიზაციას და ქმნიდა საკუთარ "სტილს", ფაქტობრივად, ცვლიდა მხოლოდ სახელს. ამ და სხვა მიზეზების გამო, გამოირჩევა კარატეს ორასზე მეტი სხვადასხვა სტილი და სკოლა. ყველაზე ცნობილი სტილები, უკვე მოყვანილი ოთხის გარდა, მოცემულია ქვემოთ.

  • 1950-იან წლებში გამოჩნდა მაცუტაცუ ოიამას შვილობილი კიოკუშინკაი.
  • 1970 - 80 - იანებში წარმოიშვა კიდევ  ერთი უნიკალური სტილი - აშიხარა - კარატე, რომელიც განვითარდა კიოკუშინკაისგან გდებითი ტექნიკის და საბაკის დამატებით. დამფუძნებელი ხიდეიუკი აშიხარა
  • კოსიკი (甑空手), დამფუძნებელი კაისო კორი ჰისატაკა
  • ფუდოკანი (Jap.不动馆) - კარატეს სტილი, რომელიც შეიქმნა 1980 წელს იუგოსლაველი ოსტატის ილია იორგას მიერ. ყველაზე მეტად მეცნიერულად დასაბუთებული კარატეს სტილი მედიცინის თვალაზრისით.
  • ძოსინმონი (ოპერატიული კარატე), დამფუძნებელი იკედა ჰოსიუს მიერ,  გამოიყენებოდა სსრკ-ში სუკ-ის მიერ
  • გამოყენებითი მიმართულებით კარატე  შეიქმნა 70 - იანების ბოლოს. არსებობს სამი ძირითადი სკოლა ან მიმართულება.
  • უეტი რიუ (上地流), დაფუძნებული კამბუნ უეტის მიერ კუნძულ ოკინავაზე.
  • კიოკუშინ ბუდოკაი (Jap.极真武道会) - დამფუძნებელი ჯონ ბლუმინგი.
  • კონო ძიუკუ  - ინტელექტუალური კარატე, წარმოიშვა 1999 წელს, დამფუძნებელი სატოში კონო.

ცნობილი კარატეს ოსტატები

  • ოსტატი ტანი - კოფუკანის შემქმნელი
  • გიჩინ ფუნაკოში  - შოტოკანის შემქმნელი
  • მასატოში ნაკაიამა  - შოტოკანის მოდიფიკატორი
  • ილია იორგი  - ფუდოკანის შემქმნელი
  • ტოძუნ მიაგი  - გოძიუ - რიუს დამფუძნებელი
  • სოკონ მაცამურა  -  შორინ - რიუს შემქმნელი
  • ანკო იტოსუ  - ერთ-ერთი პატრიარქი თანამედროვე კარატესი
  • სოკე ტაკაიუკი კუბოტა - გოსოკუ - რიუს შემქმნელი
  • ისაო იტიკავა  - დოშინკან - კარატეს შემქმნელი, ჰანში
  • მოტობუ ტოკი
  • ტადაში იამაშიტა
  • აძუმა ტაკაში  - კუდოს შემქმნელი
  • ჰიდეიუკი აშიხარა  - აშიხარა-კარატეს შემქმნელი
  • ალექსანდრ ტრავნიკოვი  - ოპერატიული კარატე, ძოსინდოს შემქმნელი
  • არტურ ოგანესიანი  - ერთადერთი რუსეთიდან, ვინც გაიარა ტესტი " ასი ბრძოლა " .
  • მორიო ხიგაონა
  • ოცუკა
  • იკედა
  • მასუტაცუ ოიამა  - კიოკუშინკაის დამფუძნებელი
  • იონ ბლუმინგი  - კიოკუშინ ბუდოკაის შემქმნელი
  • კაისო კორი ხისატაკა  - შორინჯი-რიუ კენკოკან კარატედო და კოსიკის შემქმნელი
  • მიხეილ კრისინი - რუსეთის კოსიკი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, მე -8 დანი.
  • სატოში კონო - კონო-ძიუკუს შემქმნელი

ქამრების სისტემა და თანრიგები

  კარატეში გამოარჩევენ მოსწავლეთა თანრიგებს - "კიუ" და ოსტატთა თანრიგებს "დანი". ჩვეულებრივად კიუს და დანის რაოდენობა ათის ტოლია, თუმცა სხვადასხვა სკოლებში მათი რიცხვი შეიძლება განსხვავდებოდეს. კიუს ნომერი მცირდება ოსტატობის ზრდასთან ერთად, დანის ნომერი კი - იზრდება. გარეგნულ ატრიბუტად ამა თუ იმ თანრიგისა მიღებულია ქამრები.

ქამარს კარატეში ჰქვია ობი. გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა - შეაკავოს  პერანგი შეკრული, ქამარს აქვს სიმბოლური მნიშვნელობაც: ქამარის ფერი მიუთითებს ოსტატობის დონეზე. როგორც წესი, მუქი ფერის ნიშნავს უფრო მაღალ საფეხურს. უმეტეს სკოლებში, ყველაზე უმცროსია თეთრი ქამარი, ყველაზე უფროსი - შავი. ფერადი ქამრები შეესაბამება მოსწავლეთა თანრიგებს, შავი - ოსტატების.

ხშირად (მაგალითად, შოტოკანში) ქამარის ფერი თანდათან მუქდება 10 კიუდან 1 დანამდე. თუმცა, ზოგიერთ სტილში ქამრის ფერში ჩადებულია განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღია ფერის ქამარი შეიძლება უფროსი იყოს მეტი მუქი ფერის ქამარზე. მაგალითად, აშიხარა-კარატეში ყვითელი ქამარი მეტი უფროსია  ლურჯზე. როგორც წესი აზრობრივი დატვირთვა ქამრების ფერების კიოკუშინკაიში შემდეგია:

  • თეთრი ქამარი - ნიშნავს სიწმინდეს და გამოუცდელობას, სიმბოლოა სწავლისა და ახალის შეცნობისა (ახალბედა 10 და 9 კიუ)
  • ლურჯი ქამარი - ცის  ფერი მზის ამოსვლისას (8 და 7 კიუ)
  • ყვითელი ქამარი - ამოსული მზე, განმტკიცების დონე (6 და 5 Kyu)
  • მწვანე ქამარი - გაყვავილების ფერი, სიმწიფის დონე (4 და 3 kyu)
  • ყავისფერი ქამარი - სიმწიფე, პრაქტიკული, შემოქმედებითი დონი (2 და 1 kyu)
  • შავი ქამარი - სისრულე, სიბრძნე (დანები) 

სიახლე

შედეგები ევრო 2018 -ზე

შედეგები ევრო 2018 -ზე

22 მაისი 2018

დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი უშუში. რომელიც იმართებოდა მოსკოვში, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შედეგი ასეთია: 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი, ვერცხლის მედლები აიღეს 2 მედალი საჩვენებელ სტილში ნინა ჩიხლაძემ ხოლო კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში მეორე ადგილები დაიკავეს, თეკლე იაღანაშვილმა...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე