კრივი
Slide background
Slide background

კრივი

JonesvsTrinidad  კრივი - კონტაქტური სპორტის სახეობა, ორთაბრძოლა, სადაც სპორტსმენები აყენებენ ერთმანეთს დარტყმებს მუშტებით სპეციალურ ხელთათმანებში. მსაჯი აკონტროლებს ბრძოლას, რომელიც გრძელდება 3 დან 12 რაუნდამდე. გამარჯვება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე დავარდნილია და ვერ დგება 10 წამში (ნოკაუტი), ან თუ იგი დაშავებულია, რაც არ აძლევს საშუალებას გააგრძელოს ბრძოლა (ტექნიკური ნოკაუტი, TKO). თუ მითითებული რაოდენობის რაუნდების  შემდეგ ბრძოლა შეწყდა, მაშინ გამარჯვებული განისაზღვრება მსაჯების შეფასებით.

   ყველაზე ადრეული მოწმობები მსგავსი შეჯიბრებებისა ასახულია ჯერ კიდევ შუმერების, ეგვიპტელების და მინოსელების რელიეფებზე.

ტურნირები მუშტით ბრძოლაში, რომელიც კრივს ჰგავდა, იმართებოდა ძველ საბერძნეთშიც. რელურად კრივი გახდა სპორტული ორთაბრძოლა 688 წ ჩვ. წ-აღ-მდე, როდესაც მუშტიც ბრძოლები პირველად იქნა შეტანილი ათენის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. თანამედროვე კრივი წარმოიშვა ინგლისში  XVIII საუკუნის დასაწყისში.

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საკუთარი კრივის სახეობა (სავატი საფრანგეთში, ლეჰვეი მიანმარში, მუაი-ტაი ტაილანდში), ამიტომაც ხშირად გამოიყენება ტერმინი "ინგლისური კრივი."

კრივის ისტორიის ადრეული პერიოდი

   ბრძოლის პირველი გამოსახულება გაკეთებული იყო  შუმერულ გამოქვაბულში მესამე ათასწლეულში ჩვენს ერამდე, ხოლო  უძველესმა ეგვიპტურმა რელიეფმა მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე გამოსახა არა მხოლოდ მებრძოლები, არამედ აუდიტორიაც . ორივეზე მებრძოლების იბრძვიან შიშველი ხელებით. 1927 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა სპენსერმა აღმოაჩინა ბაღდადში ქვის ფილები სურათით, რომელშიც ორი ადამიანი ემზადება ბრძოლისათვის. ითვლება, რომ ნაპოვნის ასაკი - 7000 წელია.NAMA Akrotiri_2

   მუშტით ბრძოლები ასევე აღწერილია უძველეს ინდურ ტექსტებში: ვედებში, რამაიანებში, მაჰაბხარატებში. კრივის არსებობის მტკიცებულებები აღმოჩენილია გათხრების  დროსაც ქალაქებში მოხენჯო-დარო და ჰარაპა.

   პირველი აღმოჩენები, დამადასტურებელი ხელთათმანებით ბრძოლისა, დათარიღებულია 1500-900 წლებით ჩვენს ერამდე კრეტაზე და სარდინიას მთებში (2000-1000 ჩვ. ერამდე)

კრივი ძველ საბერძნეთში

   ლიბანელები და ეტრუსკები უწოდებდნენ კრივს პუგილიზმს. ხმელთაშუა ზღვისპირეთში, არ იყო დაყოფა წონით კატეგორიებად, კლინჩი მკაცრად იკრძალებოდა. ორთაბრძოლაში არ იყო რაუნდები, და ხშირად ისინი არ იყვნენ შეზღუდული დროში, რაც მთავრდებოდა ნოკაუტით, ერთერთი მონაწილის მიერ დამარცხების აღიარებით და ზოგჯერ სიკვდილითაცკი. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშისას იყენებდნენ ხელთათმანებს, ბრძოლის დროს მონაწილეები ხელზე იხვევდნენ უხეში ტყავის ზორტებს, რომ დაეცვათ მუშტები.


Boxer of_quirinal_handsჰომეროსის "ილიადას" ოცდამესამე სიმღერა დაწვრილებით მოგვითხრობს მოკრივეთა ორთაბრძოლაზე ევრეალსა და ეპეოსს შორის. "ილიადის" თანახმად, კრივი შეტანილი იყო მიკენელი მეომრების მიერ დაღუპულთა საპატივცემულო შეჯიბრებებში. კიდევ ერთი ლეგენდა ამბობს, რომ ტესეოსმა თავისი მმართველობის დროს დაადგინა კრივის ნაირსახეობა, სადაც ორი მონაწილე ჯდებოდა ერთმანეთის პირისპირ და ურტყამდნენ ერთმანეთს, სანამ ერთი მათგანი არ მოკვდებოდა. დროთა განმავლობაში ორთაბრძოლები დაიწყეს ფეხზე დამდგარი და მონაწილეები იხვევდნენ ხელებს იდაყვის ქვემოთ.Boxers Staatliche_Antikensammlungen_1538

688 წელს ჩვ. ერამდე კრივი პირველად შევიდა  23-ე ანტიკურ ოლიმპიური თამაშებში. ითვლება, რომ შემქმნელი მუშტით ბრძოლის წესებისა, მაშინ ცნობილის როგორც პიგმე (pygme), იყო ჰერაკლე. არსებობს ლეგენდა, რომ სპარტანელები, სანამ ისინი ისწავლიდნენ ხმლის და ფარის ხმარებას, ასევე გადიოდნენ კრივის სკოლას.

შეჯიბრებები ტარდებოდა  ძველ საბერძნეთში ქვიშით მოყრილ კვადრატული პლატფორმაზე, ხოლო ამ "რინგის" ღობის ფუნქციას ასრულებდა მაყურებელი. წესების დაცვას თვალყურს ადევნებდა მსაჯი - გელადონიკი. 

Thermae boxer_Massimo_Inv1055

 თუ მოცემულ დროში არც ერთი მონაწილე არ თმობდა ბრძოლას - ინიშნებოდა დარტყმების გაცვლა დაცვის გარეშე. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის უშვებდნენ მხოლოდ მათ, ვინც იყო დაბადებული თავისუფლად. ვარჯიშები მიმდინარეობდა სპეციალურ სკოლებში - პალესტრებში, სპორტსმენების ამუშავებდნენ ტექნიკას ტომრებზე(ე.წ. korykos) და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ბრძოლის დროს ქამრებით იხვევდნენ ხელებს, მაჯებს და ზოგჯერ მკერდსაც.

კრივი ძველ რომში

 ძველ რომში იყო ორი სახის კრივი , და ორივე მათგანი წარმოიშვა ეტრუსკული ტრადიციებისგან. მთელს რომში პოპულარული იყო სპორტული კრივი , თუმცა არსებობდა ბრძოლის გლადიატორული ვარიანტი. ასეთი ორთაბრძოლების მონაწილეები ძირითადად იყვნენ დამნაშავეები და მონები, რომლებსაც თავისუფლების მოპოვების  იმედი ჰქონდათ, მაგრამ ხანდახან თავისუფალი ადამიანებიც იბრძოდნენ, არისტოკრატები და ქალებიც კი. გლადიატორები იბრძოდნენ კასტეტებით (cesta), ხოლო დასაცავად ხელებს ტყავის ქამრებით იხვევდნენ. კვირინალელი მოკრივის ჭრილობებით დაფარული ტანი და დარტყმებისგან დეფორმირებული მისი ყური აჩვენებს თუ რამდენად სასტიკი იყო მაშინდელი ორთაბრძოლები.

   მუშტით ბრძოლების პოპულარობა იქამდე მივიდა, რომ თვით იმპერატორებმაც კი დაიწყეს მათში მონაწილეობა. პირველი მათგანი იყო ნერონი, დერეტსა და ენტელს შორის ორთაბრძოლა ასახულია ეპიკურ ნაწარმოებში "ენეიდა".

   393 წელს რომის იმპერატორმა ფეოდოსმა სამღვდელოების დაჟინებული მოთხოვნით აკრძალა ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რადგან ის მიიჩნეოდა წარმართულ  ზეიმად., ხოლო 500 წელს თეოდორიხ დიდმა აკრძალა კრივი, როგორც ღმერთის შეურაცხმყოფელი სპორტი: ღმერთის სიმბოლო, სახე ხომ დარტყმების ზემოქმედების ქვეშ არის. თუმცა ამ ბრძანებას დიდად არ უმოქმედია იმ ქალაქების სპორტულ ცხოვრებაზე, რომლებიც აღმოსავლეთ იმპერიის გარეთ მდებარეობდნენ. იმ დროისთვის დასავლეთ ევროპა აღარ იყო რომის იმპერიის ნაწილი, და აქ კრივი პოპულარული რჩებოდა შუა საუკუნეების განმავლობაშიც და გვიანაც. აღსანიშნავია, რომ ჭიდაობა, ფარიკაობა და ეტლებით რბოლა არ იყო აკრძალული, რადგან ეს სახეობები არ იწვევდნენ ფიზიკურ დეფექტებს.

თანამედროვე ვერსია

მუშტით ბრძოლა

   რომის დაცემის შემდეგ არ იყო ნაპოვნი კლასიკური კრივის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა სპორტი შენახული იქნა და აგრძელებდა განვითარებას იტალიის სხვადასხვა ქალაქებსა და პროვინციებში (სადაც XIII საუკუნეში კანონი იქნა მიღებული, რომელიც ნებას რთავდა კრივის ორთაბრძოლების ჩატარებას). ძველ რუსეთშიც ასევე ხშირად იმართებოდა მუშტით ბრძოლები, ხოლო  XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისში მოიპოვა პოპულარობა კრივმა შიშველი ხელებით, მაშინ წარმოიშვა თვითონ სახელწოდება "კრივი". ითვლება, რომ პირველი ოფიციალურად დასაბუთებული ბრძოლა კრივში გაიმართა მეხორცესა და ჰერცოგ ალბემარელის მსახურს შორის ( ამის შესახებ გამოქვექნებული იყო გაზეთში პროტესტანტი მერკური 1681 წლის იანვარში). თუმცა, არსებობს უფრო ადრეული მოხსენიებები. ჯონ პეროტის (მეფის წარმომადგენელი ირლანდიაში 1582 - 1588 წწ) ბიოგრაფიაში არწერილია მისი ორთაბრძოლა ლორდ აბერგავენისთან, ასევე მისი დაპირისპირება ორ ლეიბ-გვარდიელთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე -16 საუკუნის შუა წლებში. სამუელ პეპისის დღიურებში (ინგლისის პარლამენტის წევრი მე -17 საუკუნეში) 1660 წლის 5 აგვისტოს მოხსენიებულია დაპირისპირება ვინმე გერმანელ მინჰეერ კლინკესა და წყლის მზიდავს შორის ვესტმინსტერის კიბეებთან.235px-lubok

   ორთაბრძოლები ინგლისელ მებრძოლთა შორის ტარდებოდა ხელთათმანების გარეშე და განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ჩხუბისაგან ზოგიერთი წესების არსებობით, რომლებიც თავდაპირველად განისაზღვრებოდა უშუალოდ ბრძოლის წინ მონაწილეებსა და მათ წარმომადგენლებს შორის შეთანხმებით. პირველ აღიარებულ ინგლისის ჩემპიონად ითვლება ჯეიმს ფლიგი, თუმცა ის უფრო ცნობილი იყო როგორც ხმლებით და ხელკეტებით ორთაბრძოლების ოსტატი, ვიდრე მუშტით მებრძოლი. 1743 წლის 16 აგვისტოს ინგლისის ჩემპიონმა ჯეკ ბროტონმა გამოსცა პირველი ზოგადად აღიარებული წესების კრებული - ბროტონის წესები, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო ლონდონის საპრიზო რინგის წესებს 1838 წელს. ისინი არ ზღუდავდნენ ბრძოლის ხანგრძლივობას, რომელიც მთავრდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მებრძოლი აღმოჩნდებოდა ძირს და ვერ გააგრძელებდა ბრძოლას 30 წამიანი პაუზის შემდეგ, რა დროშიც მას სეკუნდანტები აღმოუჩენდნენ დახმარებას. 1853 წელს მიღებული იქნა ლონდონის საპრიზო რინგის წესების ახალი ვერსია. XVIII საუკუნეში, ასევე წარმოიშვა დ. მენდოზას "მეცნიერული კრივის" თეორია, მოუწოდებული  ბძოლის სტრატეგიაზე აქცენტის გაკეთებით, ვიდრე თვით დარტყმებზე.

   მიუხედავათ ამისა, კრივს XIX საუკუნეში ჰქონდა საეჭვო კანონიერება. ბრძოლები, რომლებიც იმართებოდა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში , ხშირად წყდებოდა პოლიციის მიერ. მონაწილეები აგრძელებდნენ ჭიდაობის ტექნიკის გამოყენებას და შეჯიბრებები ითვლებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად. მიუხედავად ამისა, ამ დროს წარმოიშვა რამდენიმე ჩემპიონი, რომლებიც ანვითარებდნენ საკმაოდ დახვეწილ საბრძოლო ტაქტიკას.

მარკიზ ქუინსბერის წესები (1867 წ)

 1867 წელს ჟურნალისტმა, სამოყვარულო ათლეტიკური კლუბის წევრმა, ჯონ გრეჰემ ჩემბერსმა შეიმუშავა ერთიანი წესები მომავალი სამოყვარულო ჩემპიონატისთვის ლონდონში. ჯონ შოლტო დუგლასმა, ქუინსბერის მეცხრე მარკიზმა, მხარი დაუჭირა ავტორს მატერიალურად და დახმარება აღუთქვა პროექტის ხელშეწყობაში და მას შემდეგ წესები ასოცირებული გახდა მასთან. 

დამტკიცდა 12 პუნქტი:

  • ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს კვადრატული მოედანზე, გვერდის სიგრძე 24 ფუტი ;
  • დაჭერები, მახრჩობელები, სხეულით ბიძგები, ფეხის ჩადგმები, გდებები, დარტყმები თავით, იდაყვით, მუხლით, აკრძალულია;
  • თითოეული რაუნდი გრძელდება ზუსტად 3 წუთი, წუთიანი შესვენებით რაუნდებს შორის;
  • თუ ერთი მონაწილე დაეცა, ის უნდა ადგეს 10 წამში სხვისი დახმარების გარეშე, ხოლო მისი მოწინააღმდეგე დგება რინგის თავისუფალ კუთხეში. როგორც კი მოკრივე ადგება, ბრძოლა გრძელდება. თუ 10 წამში მოკრივე ვერ აგრძელებს ბრძოლას, მსაჯს შეუძლია ჩაუთვალოს დამარცხებად;
  • მოკრივე, რომელიც ჩამოეკიდება ბაწრებს ხელით, ითვლება წაქცეულად;
  • არც სეკუნდანტს, ან ვინმე სხვას არ აქვს უფლება გამოჩნდეს რინგზე რაუნდის დროს. მოკრივეების გარდა რინგზე შეიძლება იყოს მხოლოდ მსაჯი (რეფერი);
  • მოკრივეებს უნდა ეკეთოთ ტყავის ხელთათმანები, რომლებიც ერთნაირი  წონის უნდა იყოს, ახალი და კარგი ხარისხის;
  • თუ ხელთათმანი გაიხა ან გახდა უვარგისი, ის არბიტრის მოთხოვნით უნდა შეიცვალოს;
  • მოკრივე, რომელიც რინგს მუხლით შეეხება ითვლება წაქცეულად;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების  ჩაცმა იკრძალება;
  • მატჩი მთავრდება ერთ-ერთი ოპონენტის გამარჯვებით (ფრე არის შესაძლებელი, თუ ხალხი, ვინც ფსონი დადო, თანახმაა ასეთ შედეგზე);
  • სხვა შემთხვევებში, საკითხების გადაწყვეტისთვის გამოყენებული უნდა იქნეს "ლონდონის საპრიზო რინგის წესები."

   1882 წელს ინგლისში მოხდა ხმამაღალი "რ. კუნის საქმე", რომლის  მოსმენის შედეგად გადაწყდა, რომ ბრძოლის ძველი წესები ძალიან საშიშია სპორტსმენთა ჯანმრთელობისათვის. ასე რომ ამიერიდან კრივმა შიშველი მუშტებით თანდათან არსებობა შეწყვიტა და "მარკიზ ქუინსბერის წესები" გახდა ოფიციალური.

   პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში ახალი წესებით გახდა ჯონ ლოურენს სალივანი.

   XX საუკუნის დასაწყისში მებრძოლების მხარდაჭერით, პრომოუტერები, როგორიცაა ტექს Rickard, ცდილობდა, რათა უზრუნველყოს, რომ ყუთში უკვე აღიარებული ლეგიტიმური. მალევე ორგანიზებული სხვადასხვა ინსტიტუტების მარეგულირებელი სპორტული თამაშები.

წესები

   გამოცემის მომენტიდან 1867 წ მარიზ ქუინსბერის წესები იყო ძირითადი წყარო კრივის ორთაბრძოლების რეგულირებისა.

როგორც წესი, რაუნდებს აქვს ხანგრძლივობა 3 წუთი (თუმცა დიდ ბრიტანეთში 2 წუთიანი რაუნდებიც გამოიყენებოდა). ყოველი მოკრივე გამოდის რინგზე მისთვის განკუთვნილი კუთხიდან და ყოველი რაუნდის დასრულების შემდეგ მიემართება იქ დასასვენებლად, მიიღოს მწვრთნელისაგან მითითებები და აუცილებელი დახმარება ექიმისგან.  რეფერი აკონტროლებს ბრძოლას: იმყოფება რა რინგზე, ის თვალყურს ადევნებს მებრძოლთა ქცევას, ითვლის ნოგდაუნებზე და აჯარიმებს წესების დარღვევაზე. სამამდე მსაჯს შეუძლია იყოს რინგის გარეთ, რათა დაითვალონ და მიანიჭონ მონაწილეებს ქულები.Box24-knock-down

   ბრძოლის მონაწილე  შეიძლება გახდეს გამარჯვებული, თუ ის მოწინააღმდეგეს მიაღებინებს ნოკაუტს. თუ მოკრივე წაქცეულია ძირს და ექბა რინგს სხეულის ნებისმიერი ნაწილით ფეხის გარდა, რეფერი იწყებს ათვლას. თუ 10 წამის განმავლობაში ის წამოდგება, ბრძოლა გრძელდება, თუ არა - ის ითვლება ნოკაუტირებულად და მოწინააღმდეგეს ენიჭება გამარჯვება. ასევე შესაძლებელია ტექნიკური ნოკაუტი: ამას ცნობს რეფერი, ექიმი ან მოკრივის კუთხე იმ შემთხვევაში, თუ მან მიიღო ტრავმა ან არ შეუძლია თავის დაცვა. ხანდახან მოქმედებს სამი ნოკდაუნის წესი (ტიტულისთვის ბრძოლებში WBA-ს ეგიდით), როდესაც ეს რაოდენობა უტოლდება ტექნიკურ ნოკაუტს. თუ ბრძოლა დამთავრდა და ვერც ერთმა მოკრივემ ვერ მოიპოვა დროზე ადრე გამარჯვება, ბრძოლის შედეგს წყვიტავენ მსაჯები. გამარჯვებულად ითვლება სპორტსმენი, რომელიც მოიპოვებს მეტ ქულას, მაგრამ ხანდახან ფრეც ფიქსირდება. 

   მოკრივეებს ეკრძალებათ დარტყმის მიყენება წელს ქვემოთ, ერთმანეთის დაჭერა, ბიძგება, კბენა, ფურთხება და ჭიდაობა. ასევე არ შეიძლება დარტყმა ფეხით, თავით მუხლით და ხელის ნებისმიერი სხვა ნაწილით, შეკრული მუშტის გარდა (იდაყვი, მხარი, წინამხარი, მაჯა, გაშლილი ხელისგულით). აკრძალულია დარტყმები ზურგში, კისრის და თავის უკანა მხარეს და თირკმელებში. არ შეიძლება დარტყმის დროს ბაძარზე ამ მოწინააღმდეგეზე მოჭიდება, ასევე ყვინთვები წელს ქვემოთ. თუ კლინჩს გახსნის მსაჯი, ორივე მებრძოლმა, სანამ დარტყმას გააკეთებენ, უნდა გააკეთონ ნაბიჯი უკან. როდესაც ერთი მოწინააღმდეგე ნოკდაუნშია, მეორემ უნდა დაიხიოს რინგის ნეიტრალურ კუთხეში და დაელოდოს მსაჯის გადაწყვეტილებას.  

   მსაჯს შეუძლია დასაჯოს წესების დარღვევისათვის გაფრთხილებით, ქულების მოხსნით და დისკვალიფიკაციითაც კი. წესების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება, რომელიც აყენებს მოწინააღმდეგეს ტრავმას და აჩერებს ბრძოლას, როგორც წესი მთავრდება ბოლო და ძალიან მკაცრი ზომით. მოკრივემ, რომელმაც მიიღო შემთხვევით წელს ქვემოთ დარტყმა, უნდა აღიდგინოს ძალები 5 წუთის განმავლობაში. თუ განკუთვნილი დროის შემდეგ მან ვერ შეძლო აღდგენა, ის ითვლება ნოკაუტირებულად. განსაკუთრებული პუნქტი წესების არის ტრავმის გამომწვევი შემთხვევითი თავით შეტაკება, რაც იწვევს შეუძლებელს ან საშიშს ბრძოლის გაგრძელებას. თუ შემთხვევა მოხდა პირველ ოთხ რაუნდში, ბრძოლა ითვლება ფრე ან არშემდგარი (რა იქნება ზუსტად შედეგი, დათქმულია ბრძოლამდე. თუ შემთხვევა მე-4 რაუნდის შემდეგ ხდება ბრძოლა ჩერდება და მსაჯები ითვლიან ხმებს სრულ რაუნდებზე. განზრახ თავით დატაკება ითვლევა დარღვევად და ჯარიმდება. 

ვარჯიშები

  მოყვარული მოკრივეების ვარჯიშები ხშირად მიმდინარეობს ჯგუფებში. ვარჯიშის წინ სპორტსმენები აკეთებენ მოთელვას. მწვრთნელის მითითებით შეიძლება ხდებოდეს დარტყმების ტექნიკის დამუშავება, საბრძოლო კომბინაციების, სპარინგი, ტექნიკის დამუშავება წყვილებში ან ვარჯიშები კრივის ტომარაზე, მსხალზე. ხდება ვარჯისების დიდი რაოდენობა სპეციალურ ფიზიკურ მომზადებაზე: ვარჯიშები ლახტით, დასარტყამი ბურთით, გირით, შტანგის გრიფით და ა.შ.

პროფესიული და სამოყვარულო კრივი



Boxing at_the_2000_Olympic_games  ადრე ბრძოლების ჩატარების მთავარი მიზეზიიყო ფული  - მონაწილეები იბრძოდნენ ჯილდოებისთვის, მაყურებელი კი დებდა ფსონს. თანამედროვე ოლიმპიურმა მოძრაობამ აღადგინა ინტერესი სამოყვარულო კრივის მიმართ , რომელიც 1904 წელს კვლავ გახდა ოლიმპიური სპორტი და 1920 წელს საბოლოოდ შევიდა ოლიმპიურ პროგრამაში.

  ახლა სამოყვარულო კრივი შემოიფარგლება სამი ან ოთხი რაუნდით, და გამარჯვებული განისაზღვრება ქულების რაოდენობით, რომლებიც იკრიბება მოწინააღმდეგის ტანში და სახეში ზუსტი მოხვედრებით. მოკრივეები მართავენ ბრძოლას დამცავ ჩაფხუტებში, რომელიც ამცირებს ტრავმის, ნოკდაუნის ან ნოკაუტის მიღების შესაძლებლობას. თითქმის მთელ მსოფლიოში პროფესიონალურმა კრივმა მოიხვეჭა მეტი პოპულარობა, მაგრამ კუბაში და ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჭარბობს სამოყვარულო ვარიანტი. უმეტესობა მოკრივეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ხდება გამოცდილების წყარო, რაც აუცილებელია მომავალი კარიერისთვის პროფესიონალურ სახეობაში. 

სამოყვარულო კრივი

 კრივი pictogram.svg

სამოყვარულო კრივის უმაღლეს დონეზე ნახვა შეიძლება  ოლიმპიურ თამაშებზე, თანამეგობრობის თამაშებზე და ბევრ სხვა შეჯიბრებაზე, სანქცირებულს ამ სპორტის სახეობის ასოციაციის მიერ. სამოყვარულო კრივიში  არის ქულების დათვლის სისტემა, რომელიც ენიჭება პირდაპირი მოხვედრებაზე მოწინააღმდეგისთვის სახეში. ოლიმპიურ თამაშებზე, თანამეგობრობის თამაშებზე და სხვა შეჯიბრებებზე, რომელიც იმართება სამოყვარულო კრივის  ასოციაციის მიერ, ბრძოლა შედგება 3 რაუნდისაგან, თითო 3 წუთი. რაუნდებს შორის  - 1 წუთი შესვენება.Ouch-boxing-footwork

   1924 წელს იყო ორგანიზებული სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაცია(FIBA), რომელიც 1946 წელს გახდა ცნობილი, როგორც AIBA. პირველი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ფედერაციის  გახსნის წელს - 1924 წელს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი შედგა 50 წლის შემდეგ, 1974 წელს. 1991 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატები ტარდებოდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ხოლო შემდეგ - როგორც ევროპის ჩემპიონატი, ორ წელიწადში ერთხელ .

   რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებების რაოდენობით არის - კუბელი, მძიმე წონაში მოასპარეზე - ფელიქს სავონი (6 გზის ჩემპიონი), აღიარებული როგორც საუკეთესო სამოყვარულო მოკრივე XX საუკუნის ბოლო ათწლეულისა. გახდა რა სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, სიდნეიში გამარჯვების შედეგად 2000 წელს, იგი წამოეწია ამ მაჩვენებლით თეოფილო სტივენსონს და ლასლო პაპს. საუკეთესო ევროპის ჩემპიონატებში რჩება პოლონელი ზბიგნევ პეტშიკოვსკი, რომელმაც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

   მონაწილეები აცვიათ ჩაფხუტები და ხელთათმანები თეთრი ზოლით მუშტის გარშემო. დარტყმა ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგის მუშტი ეხება მოწინააღმდეგეს თეთრი ზოლით. მსაჯი თვალყურს ადევნებს ბრძოლას, რათა მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ ნებადართული ილეთები გამოიყენონ. ქამარი აჩვენებს დარტყმების ქვედა დონეს. ის, ვინც მიზანმიმართულად ურტყამს წელს ქვემოდ, იღებს დისკვალიფიკაციას. ასევე რეფერი უყურებს, რომ რომ მოკრივეებმა არ დაიჭირონ ერთმანეთი, ბრძოლისთვის თავის ასარიდებლად და აჩერებს ბრძოლას თუ ერთ-ერთი მონაწილე ღებულობს ტრავმას, ძლიერ ჩამორჩება მოწინააღმდეგეს ანგარიშში დიდი სხვაობის შემთხვევაში.  

   სამოყვარულო კრივში ქულების დათვლას  აქვს მათემატიკური შეკრების ფორმულა. მოკრივეებს გამოსულს რინგზე აქვთ ქულების ნულოვანი რაოდენობა და დარტყმების მიყენებისას შესაბამისად იძენენ ქულების გარკვეული რაოდენობას. იმისათვის,რომ ჩაირიცხოს აქტივში დარტყმა, მოყვარულისთვის აუცილებელია რომ სამმა ხუთი არბიტრიდან ერთდროულად დააფიქსიროს ქულა მათ ელექტრონულ მანქანებზე.

ნახევრადპროფესიონალური კრივი

    2010 წელს შეიქმნა ორგანიზაცია World Series Boxing , ნახევრადპროფესიონალური კრივის ლიგა.

  განსხვავებით ტრადიციული სამოყვარულო კრივისაგან ლიგის წევრები ღებულობენ მონაწილეობას სანქცირებულ ბრძოლებში შიშველი ტორსით და ჩაფხუტების გარეშე. ასევე დაშვებულია ფულის გამომუშავება, როგორც პროფესიონალურ კრივში. თუმცა, ლიგის წევრებს  უკავიათ სამოყვარულო სტატუსი და კვლავაც აქვს უფლება ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის. როგორც პროფესიონალურ კრივში ბრძოლის შედეგი წყდება სამი მსაჯის მიერ ქულების დარიცხვით, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ნოკაუტით, ტექნიკური ნოკაუტით ან დანებებით.  WSB-ში არის 5 წონითი კატეგორი (ქვემსუბუქი (54 კგ), მსუბუქი ( 61 კგ-მდე), საშუალო (73 კგ-მდე), ქვემძიმე (85 კგ), მძიმე ( 91 კგ ზემოთ) წონა). ბრძოლა შედგება სამწუთიანი ხუთი რაუნდისაგან .

პროფესიონალური კრივი

   პროფესიული ბრძოლები, როგორც წესი ბევრად ხანგრძლივია ვიდრე სამოყვარულო - 10 დან 12 რაუნდამდე, თუმცა გამოუცდელი მოკრივეებისთვის ბრძოლები იმართება 10 რაუნდზე ნაკლები რაოდენობით, მაგრამ, როგორც წესი, მინიმუმ 4 რაუნდი. XX საუკუნის დასაწყისამდეც კი გვხვდებოდა ბრძოლები, რომლებიც არ შემოიფარგლებოდა რაუნდების რაოდენობით, ისინი ჩვეულებრივ სრულდებოდა ერთერთი მოკრივის ნოკაუტით ან მას აჩერებდნენ სეკუნდანტები. ცოტა მოგვიანებით გადაწყვიტეს დაეწესებინათ ზედა ზღვარი 15 რაუნდი, ხოლო 1980 წელს, დუკ კუ კიმის სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაცია WBC (მსოფლიო კრივის საბჭო) შეზღუდა მაქსიმალური რაოდენობა რაუნდების თორმეტამდე. 1987 - 1988 წწ  მის მაგალითს მიბაძა ორმა სხვა გავლენიანმა ორგანიზაციამ - WBA და IBF.Boxing080905 photoshop

   პროფესიონალურ კრივში ჩაფხუტები ეკრძალებათ მაგრამ არბიტრს შეუძლია შეწყვიტოს ბრძოლა, თუ ის ხედავს, რომ მოკრივე ვეღარ იცავს თავს ტრავმის გამო. ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე აღიარებული იქნება გამარჯვებულად ტექნიკური ნოკაუტით. ტექნიკური ნოკაუტი ენიჭება ასევე, თუ მონაწილე იღებს სახის დაზიანებას (უსკდება კანი), რომელიც საშუალებას არ გააგრძელოს ბრძოლა. ამის გამო, მებრძოლები ხშირად ქირაობენ სპეციალისტებს (კატმენებს), რომელთა საქმეა  სისხლდენის შეჩერება სანამ მსაჯი შეწყვიტავს ბრძოლას. განსხვავებით მოყვარულებისგან, პროფესიონალები გამოდიან რინგზე წელსზემოთ შიშვლები .

   ქულების დათვლა პროფესიონალურ კრივში ხორციელდება უკანთვლის სქემით შემდგომი შეჯამებით. რინგზე გამოსულ მოკრივეებს  აქვთ 10 ქულა თითოეულს. რაუნდში გამარჯვებულს რჩება 10 ქულა, დამარცხებული იღებს 9 ქულას, რითაც წარმოიქმნება ანგარიში ერთ რაუნდში 10-9. თუ მოკრივე იყო ნოკდაუნში, მას ეხსნება ორი ქულა, და რაუნდი სრულდება (ერთი ნოკდაუნით) ანგარიშით 10-8. თუ მოკრივე იყო ნოკდაუნში ორჯერ, ანგარიშია 10-7, თუ სამჯერ, 10-6. თუ რაუნდში იყო ფრე (ზოგიერთი კრივის ორგანიზაციები ფრეს არაკომპეტენტურ მსაჯობად მიიჩნევენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამას აქვს ადგილი), მაშინგვერდითი მსაჯი აჩვენებს ანგარიშს 10-10. იშვიათ შემთხვევებში, ხდება, რომ მოკრივე, რომელიც ნოგდაუნში იმყოფებოდა, იგებს რაუნდს. ამ შემთხვევაში, ანგარიში უნდა იყოს 10-9 იმის სასარგებლოდ, ვინც გაგზავნილი იყო ნოკდაუნში, რადგანაც, წესების მიხედვით ციფრი 10 სულ უნდა ფიქსირდებოდეს.

კრივოსნობის სტილები

   არსებობს ბევრი სხვადასხვა სტილის ბრძოლა კრივსი. სტილი ვითარდება, როდესაც სპორტსმენი ირჩევს რომელი შესაფერის მოქმედებებს გააუმჯობესებს. არსებობს მრავალი  ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს სტილს. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი რომელიმე მათგანს ეკუთნოდეს მოკრივე: ის შეიძლება იყოს ინფაიტერი და აუტფაიტერიც ერთდროულად (ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი - ბერნარ ჰოპკინსი ).

აუტფაიტერი

   ამ სტილის მოკრივე ცდილობს შეინარჩუნოს დიტანცია მოწინააღმდეგესთან. 

Muhammad Ali_NYWTS  ის იყენებს სწრაფ გრძელ დარტყმებს, ყველაზე ხშირად ჯებებს. ამიტომ აუტფაიტერები როგორც წესი იმარჯვებენ ქულებით, და არა ნოკაუტებით, თუმცა ყოფილა შემთხვევები პირიქითაც. ამ სტილის მებრძოლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი სისწრაფის დარტყმები, შესანიშნავი რეაქცია და კარგად უნდა მოძრაობდეს ფეხებით.

   აღსანიშნავი აუტფაიტერები იყვნენჯინ ტანი, ვილი პეპი და მუჰამედ ალი .

მოკრივე-პანჩერი

  მოკრივე-პანჩერი ცდილობს ბრძოლა აწარმოოს საშუალო მანძილიდან და, ტექნიკისა და ძალის შეთავსებით იგი ცდილობს მოწინააღმდეგის ნოკაუტირებას დარტყმების სერიით, და ზოგჯერ ერთი დარტყმითაც. მათი გადაადგილება და ტაქტიკა ანალოგიურია აუტფაიტერებისა (თუმცა ხშირად ისინი ნაკლებად მობილურები არიან). ამ სტილის  მოკრივეები ჩვეულებრივ იმარჯვებენარა ქულებით, არამედ ნოკაუტებით და უნდა იმყოფებოდნენ ძალიან კარგ სპორტულ ფორმაში.

   შესანიშნავი მოკრივე-პანჩერები იყვნენჯო ჰანსი , სემ ლენგფორდი, ჯო ლუისი, შუგარ რეი რობინსონი, ახალგაზრდა მაიკ ტაისონი .

   არ უნდა შეგვეშალოს ეს ტერმინი მხოლოდ პანჩერში, ან ნოკაუტიორთან, როგორებიც იყვნენ ერნი შეივერსი ან დევიდ ტუა.

სვორმერი ანუ ინფაიტერი

   სვორმერები ცდილობენ ეკაოთ ბრძოლა ახლო დისტანციაზე მოწინააღმდეგესთან და ასრულებენ რამდენიმე კომბინაციას, რომლებიც შედგება ჰუკებისა და აპერკოტებისაგან მიყოლებით. კარგ ინფაიტერს უნდა შეეძლოს გაუძლოს მოწინააღმდეგის შეტევას, რადგან ეს სტილი გულისხმობს ჯებების ქვეშ მოყოლას მის წინ, სანამ გამოჩნდება მჭიდროდ მისვლის შესაძლებლობა. სვორმერი ძალიან აგრესიულია და ამუშავებს ვარჯიშებზე კარგ გამძლეობას. როგორც წესი, მას არა აქვს შესანიშნავი ტექნიკა, რადგან ის კარგავს კონტროლს ემოციებზე . ბევრი ინფაიტერი დაბალია და დაცვის დროს ხშირად იხრებიან წელში და აკეთებენ აცილებებს. სვორმერის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია: აგრესია, გამძლეობა და უნარი გაუძლოს მოწინააღმდეგის თავდასხმებს.

   შესანიშნავი ინფაიტერები იყვნენჯეკ დემპსი, ჰენრი არმსტრონგი, ჯო ფრეზერი, რიკი ჰატონი.

ინვენტარი

   რადგანაც კრივის ძირითად ნაწილს შეადგენს ძლიერი დარტყმები, ხორციელდება  ხელის ტრავმებისთვის თავის არიდების ზომები. მწვრთნელების უმეტესობა არ აძლევენ უფლებას თავიანთ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ სპარინგებში ბინტებისა და კრივის ხელთათმანების გარეშე. ამ აღჭურვილობის გამოყენება საშუალებას იძლევა ძლიერი დარტყმების მიყენებისა და ნაკლები დაზიანების მიღებისა. ბრძოლის წინ მოკრივეები თანხმდებიან ხელთათმანების წონაზე, რადგანაც უფრო მსუბუქ ვარიანტს შეუძლია გამოიწვიოს უფრო მეტი ზიანი. კბილების , ღრძილების და ყბის დასაცავად მებრძოლების იკეთებენ კაპს.

   მოკრივეები იუმჯობესებენ უნარებს ორი ძირითადი ტიპის მსხალზე. სისწრაფის დასამუშავებლად იყენებენ პნევმატურ მსხალს, ხოლო დარტყმის ძალის გაზრდის მიზნით - მძიმე ტომარას. კრივის ტომარა შეიძლება იყოს ჩამოკიდებული ან იატაკზე დასადგამი. მოკრივის ვარჯიში შეიცავს დიდი რაოდენობის ზოგად ვარჯიშებს: ლახტზე მუშაობა, ძალისმიერი ვარჯიშები.

   ჩაფხუტი გამოიყენება სამოყვარულო კრივში და პროფესიონალი მოკრივეების მიერ სპარინგების დროს, რომ აიცილონ თავიდან კანის გახეთქვები და სისხლჩაქცევები.

ბადრი ნოზაძე

სიახლე

შედეგები ევრო 2018 -ზე

შედეგები ევრო 2018 -ზე

22 მაისი 2018

დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი უშუში. რომელიც იმართებოდა მოსკოვში, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შედეგი ასეთია: 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი, ვერცხლის მედლები აიღეს 2 მედალი საჩვენებელ სტილში ნინა ჩიხლაძემ ხოლო კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში მეორე ადგილები დაიკავეს, თეკლე იაღანაშვილმა...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე