ნინჯიცუ
Slide background
Slide background

ნინჯიცუ

ninjaნინჯიცუ (იაპ 忍術 "დაფარვის ხელოვნება") - იაპონური საბრძოლო ხელოვნება.

წარმოშობა

   ითვლება, რომ ნინძას საიდუმლო კლანები იაპონიაში წარმოიშვა ერთდროულად სამურაის ფენებისა IX-XII საუკუნეებში. ნინძას წინამორბედებად ითვლებოდნენ მთიელ განდეგილთა სექტები იამაბუსი VIII საუკუნეში, რომლებიც ქადაგებდნენ სინგონის სკოლის ბუდიზმის მიმართულებას. იამაბუსები ახალისებდნენ მძიმე და დამთრგუნველ ვარჯიშებს თავიანთი მოსწავლეებისთვის, ასევე დიდი სიფრთხილით ინახავდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე დაგროვებულ ცოდნას მედიცინაში, ქიმიაში, ასტროლოგიაში. იამაბუსები იყვნენ ბუნებასთან სრული შერწყმის მიმდევრები. დასაწყისში ნინჯიცუს საიდუმლო სკოლებს არ ჰქონდათ არაფერი საერთო სამხედრო ორგანიზაციებთან არც მომზადების მეთოდიკის მიხედვით და არც თავისი ფილოსოფიის მიხედვით. თუმცა დროთა განმავლობაში მოხდა ცვლილებები.

   თვით საბრძოლო ხელოვნება ნინჯიცუს წარმოშობას, ისევე როგორც უმრავლესობას აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებისა, უკავშირებენ ჩინურ წყაროებს. თუმცა ტერმინი 'ნინჯიცუ" მოიცავს მხოლოდ მცირე ნაწილს ნინჯიცუს ხელოვნების განსაკუთრებული თვისებებისა, ისეთებს როგორიცაა დაფარვა, სიდუმლოების აურის შექმნა და დაჭერა. ნინძას ფუნქციაში შედიოდა მტერთან შეღწევა, საბოტაჟის მოწყობა ან მკვლელობა და მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება.

   ტრადიციულად ნინძები ასრულებდნენ დაქირავებულთა როლს, რომლებიც სთავაზობდნენ საკუთარ თავს როგორც ჯაშუშებს, დაქირავებულ მკვლელებს, დივერსანტებს, პოლიტიკურ პროვოკატორებს და ტერორისტებს იაპონიის ფეოდალური ეპოქის დიდ და პატარა მმართველებს. ნინძები სთავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას მხოლოდ მათ, ვინც მზად იყო მათთვის გადაეხადა. ნინძების ოჯახები წარმოადგენდნენ მჭიდროდ შეკრულ კოლექტივებს, ინტეგრირებულებს უფრო მსხვილ ჯგუფებში - კლანები. უცხო ადამიანს პრაქტიკულად არ ჰქონდა შესაძლებლობა შეერთებოდა ასეთ ჯგუფებს და გამხდარიყო ნინძა, ამისათვის საჭირო იყო დაბადებულიყო პროფესიონალების ოჯახში. ხელოვნება და სხვა ეშმაკობები ინახებოდა საიდუმლოდ და გადაეცემოდა მხოლოდ მამიდან შვილს. საიდუმლოს გამჟღავნება ნიშნავდა სიკვდილს ამავე კლანისაგან. ლეგენდების თანახმად ნინძები იყვნენ მამაცი, ნავარჯიშები ხალხი, რომლებიც გადიოდნენ მომზადებას ბავშვობიდან ამ რთულ საბრძოლო ხელოვნებაში, რომელიც მოიცავდა ძალიან ბევრ უნარს. ნინძას პირველ რიგში უნდა მოეპოვებინა საჭირო ინფორმაცია, ასევე შეძლებოდა ნებისმიერი საგნის იარაღად გამოყენება, თავი დაეცვა ნებისმიერი იარაღისგან (მათ შორის შიშველი ხელებით), მოულოდნელად გამოჩენილიყო და მოულოდნელად გამქრალიყო, სცოდნოდა ადგილობრივი მედიცინა, ბალახებით მკურნალობა და აკუპუნქტურა (ნემსებით მკურნალობა). მათ შეეძლოთ დიდხანს დარჩენილიყვნენ წყალში და ესუნთქათ თივის ღერიდან, შეეძლოთ კლდეზე ცოცვა, ადგილზე ორიენტირება, ევარჯიშებინათ სმენა, მხედველობითი მახსოვრობა, კარგად დაენახათ სიბნელეში, ჰქონოდათ მძაფრი ყნოსვა და სხვა მრავალი რამ. ინიციაცია, როგორც სამურაების ოჯახებში, ხდებოდა 15 წლის ასაკში. ამ დროს ვაჟები და გოგონები გადადიოდნენ ძენ-ბუდიზმის და სან-დაოსიზმის შესწავლაზე.

   პოლიტიკურად ნინძები იყვნენ ფეოდალური ურთიერთობების სისტემის გარეთ, მათ გააჩნდათ საკუთარი სტრუქტურა. უფრო მეტიც - ისინი იყვნენ "ჰინინი" - საზოგადოების სტრუქტურის გარეთ, არ გააჩნდათ თავისი აღიარებული ადგილი მასში, თუმცა შეეძლოთ დაეკავებინათ ნებისმიერი. გლეხსაც, ვაჭარსაც ჰქონდა თავისი ადგილი. ძველი ნინძები იყვნენ მოფენილი მთელს ქვეყანაში, მაგრამ მათი ძირითადი ადგილსამყოფელი იყო კიოტოს შემოგარენი და იგას და კოგას მთიანი მასივები. ხანდისხან ნინძას კლანები ივსებოდნენ სამურაებით, რომლებიც კარგავდნენ პატრონებს (ეგრედწოდებული რონინი)

   ნინჯიცუს აყვავების ხანა მოვიდა სენგოკუ ძიდაის (1467-1568) პერიოდზე. ამ დროზე მოდიოდა ფეოდალური ომების მწვერვალი და მაშინ დაითვლებოდა დაახლოებით 70 ნინძას კლანი. ნინძებზე ლეგენდებიც ამ პერიოდს ეკუთვნის. დოკუმენტური მოწმობებიც ამტკიცებენ ამ ეპოქაში იგას და კოგას სკოლების არსებობას.

   იაპონურ კულტურაში ნინძა ხშირად უპირისპირდება სამურაებს. საქმე იმაშია, რომ სამურაები ყველაზე მაღლა აყენებდნენ საომარი კოდექსის - ბუსიდოს იდეალებს და მისდა შესაბამისად ისწრაფოდნენ ღირსეულად ებრძოლათ და საუკეთესო სახით მომზადებულიყვნენ სიკვდილისთვის. ნინძა ქადაგებდა აბსოლუტურად საპირისპირო ფილოსოფიას. ნინძასთვის მთავარი იყო შეესრულებინა დასახული ამოცანა, და რადგანაც მათი მთავარი ამოცანა იყო დაზვერვა, მისი წარმატებით შესრულებისთვის საჭირო იყო გადარჩენილიყო ნებისმიერ ფასად. ნინძასთვის არ შეიძლებოდა ყოფილიყო აკრძალული მოქმედება, არ შეიძლებოდა ეარსება რაიმე ზნეობრივ ან რელიგიურ-ეთნიკურ შეზღუდვებს ომის წამოების მეთოდებში. გამარჯვების მოსაპოვებლად კარგია ნებისმიერი საშუალება და ნინძებიც ყველას მათ წარმატებით იყენებდნენ.

სწავლების საფუძვლები

Ninja kanji.svg   ნინჯიცუ ასწავლის, რომ შეუძლებელია აბსოლუტური უსაფრთხოების მდგომარეობის მიღწევა. ყოველი ქმედება არღვევს სამყაროში უკვე არსებულ ჰარმონიას, რითაც იწვევს წინააღმდეგობას, წარმოშობს საპასუხო ქმედებას, რომელიც მით უფრო ძლიერი და საშიშია, რაც უფრო მეტად ირღვევა დამკვიდრებული ბალანსი. გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ კარგად გესმოდეს, თუ რაში ირღვევა ჰარმონია და შეგეძლოს არასასურველი შედეგის მინიმიზირება.

   ნინჯიცუს ყველა სკოლის სწავლების საფუძველში იდო სამი ურთიერთდაკავშირებული ბლოკი უნარებისა და შესაძლებლობების, რომლებიც ერთად წარმოქმნიდნენ წინააღმდეგობის მოქნილ სისტემას ნებისმიერი შესაძლებელი საშიშროებისთვის.

  • პირველი ბლოკი უნარების შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გარემომცველი მდგომარეობებისა და სპეციალური მოწყობილებების გამოყენების ხელოვნება მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. ამაში შედიოდა კვალის ამოცნობა და ფარული გადაადგილებები, შენიღბვა და წინაღობების გადალახვა, ჩასაფრებების მოწყობა და მეტოქის გრძნობების მოტყუება. ტრენინგის მიზანი მდგომარეობდა სამყაროსთან შერწყმაში 5 ძირითადი "სტიქიის" დამორჩილების მეშვეობით - ჩინურ ვარიანტში - მიწის, წყლის, ხის, ცეცხლის და ლითონის; იაპონურ ვარიანტში - მიწის (CHI), წყლის (SUI), ცეცხლის (KA), ჰაერის (FU) და სიცარიელის (KI. პირველსაწყისი ყველაფრის, გამომუშავდება "მესამე ბლოკზე"). მებრძოლი, რომელიც მიაღწევდა ასეთ შერწყმას, ხდებოდა უხილავი და მიუწვდომელი მოწინააღმდეგისთვის, ხოლო ხელოვნება ატარებდა კრებით სახელწოდებას ტონ-ჯიცუ - გაქრობა მობაძვის გზით.
  • მეორე ბლოკი - ბრძოლის ხელოვნება შეიარაღებულ და შეუიარაღებელ მეტოქესთან. ამ ბლოკში შედის ორი ძირითადი ნაწილი: ტაი-ჯიცუ - სხეულის ფლობის ხელოვნება; ბუ-ჯიცუ - იარაღით მუშაობა.
  • მესამე ბლოკი უნარების ეძღვნება ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზაციას ეგრედწოდებული "ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების" საფუძველზე, რომელიც მიიღწევა სპეციალური ფსიქოტრენინგის ხარჯზე (ნიმპო-მიკკე).

ნინძას ხელჩართული ბრძოლა

   ნინძას ხელჩართული ბრძოლის ცალკე სისტემა არ არსებობდა. ნინძას კლანები იყენებდნენ ჯიუ-ჯიცუს ძველ ფორმას. მაგრამ ამასთან იყო განსხვავებები ჯიუ-ჯიცუს სამურაის სტილებთან.

  • მეტი დარტყმები, ვიდრე სამურაების ჯიუ-ჯიცუში.
  • აქცენტი მახრჩობელა ილეთებზე, როგორც უფრო უხმაუროზე გდებებთან შედარებით.
  • აქცენტი ბრძოლის წარმოებაზე მცირე შენობებში.
  • უპირატესობის მინიჭება მოულოდნელ დარტყმებს (საფარიდან, უკნიდან და სხვ.)
  • აქცენტი მოწინააღმდეგისთვის თავზარდამცემ ილეთებზე.

   არც ერთს იაპონური ბუ-ჯიცუს ახლანდელი სკოლებიდან არ შეუძლია დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ იღებს წარმოშობას შუასაუკუნეების ნინძებიდან. შესაძლებელია ნინძას ილეთები შემონახული იყოს და შეისწავლებოდეს იაპონიის არმიის მზვერავ-დივერსიულ ქვედანაყოფებში.

   გაქცევისას იყენებდნენ ხელჩართული ბრძოლის ორ ილეთს. ნინძა სწრაფად ეცემოდა ფეხებში მოწინააღმდეგის ქვეშ, რომელიც ეწეოდა უკნიდან და აიძულებდა გადაფრენილიყო მის ზემოთ ტრიალით. თუ მოწინააღმდეგე გვერდიდან უახლოვდებოდა, ნინძა მყისიერად ამუხრუჭებდა, გაატარებდა მას წინ და ხმლით აყენებდა ზურგზე დარტყმას.

   ნინძები ხელჩართული ბრძოლის პრაქტიკას გაცილებით ნაკლებ დროს უთმობდნენ, ვიდრე ამაზე ფიქრობენ მძაფრსიუჟეტიანი კინოს გულშემატკივრები. სერიოზული ვარჯიშები ხელჩართულ ბრძოლაში იწვევს გარეგნული სახის სერიოზულ ცვლილებებს და დემასკირებას უკეთებს ნინძას. ამიტომ ნინძები აქცენტს აკეთებდნენ ახლო დისტანციიდან მოულოდნელი თავდასხმის ილეთებზე.

ჩაცმულობა და აღჭურვილობა

ნინძას აბჯარი, კაპიშონი, პლაში და სხვ.   მიუხედავად ხალხის მასებში დამკვიდრებული შეხედულებებისა, ისტორიკოსი იაპონისტების აზრით, ნინძა არასდროს არ იყენებდა შავ, შემოტკეცილ კოსტუმებს, როგორც პოპულარულ ფილმებში წარმოაჩენენ. დღისით ნინძა ატარებდა ყოველდღიურ ტანსაცმელს, რათა შერწყმულიყო ხალხთან. ნინძას ღამის კოსტუმებს ჰქონდათ მოწითალო- მოყავისფრო, ნაცრისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო ან მუქი ნაცრისფერი ფერები. სწორედ ეს ფერები აძლევდა საშუალებას შერწყმოდა ღამის წყვდიადთან, როდესაც აბსოლუტურად შავი კოსტუმი მკვეთრად გამოირჩევა ასეთ პირობებში. სრულ აბჯრის აღჭურვილობას ნინძა არ ატარებდა, უფრო უპირატესობას ანიჭებდა უბრალი ნახევარსფეროს ფორმის მუზარადს და ფარულ ფირფიტებს იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ უმიზნებდა მცველი.

   ნინძას აღჭურვილობაში შედიოდა 6 აუცილებელი საგანი (როკუგუ): ამიგასა (დაბწნილი ქუდი), კაგინავა (კატა), სეკიჰიცუ (ფანქარი) ან იადატე (სამელნე კალმის პენალით), იაკუჰინი (მედიკამენტები), ცუკედაკე ან უტიდაკე (გავარვარებული ნაკვერჩხალის გადასატანი კონტეინერი), სანძაკუ-ტენუგუი (პირსახოცი). უმრავლესობა ამ საგნებისა - სტანდარტული აღჭურვილობა იყო ტყისმჭრელებისთვის, გლეხებისთვის, ჯარისკაცებისთვის. იაპონელები (ისევე, როგორც ევროპელები) სარგებლობდნენ კვესით, მაგრამ დივერსიული ოპერაციის პირობებში მაინც უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა რაღაც ანთებული ჰქონოდათ, ვიდრე იქ დაეწყოთ კვესით ნაპერწკლების ყრა. ამასთან ეს მილი ნაკვერჩხლებით გამოიყენებოდა ხელების გასათბობად (დას. ევროპასთან შედარებით იაპონიაში კლიმატი სულაც არ არის თბილი). ჯაშუშებს ესაჭიროებოდათ ჩანაწერების კეთება, დაეხატათ რუქები და დაესვათ აღმნიშვნელი ნიშნები - ამიტომაც იყო აუცილებელი საწერი მოწყობილობები.

ნინძას იარაღები

ნინჯა-ტო   რამდენადაც ნინძას ხშირად უწევდა შეხება მოკვლის აუცილებლობასთან, მათ მიერ იყო შემუშავებული მთელი რიგი იარაღები და შეუმჩნევლად მოსაკლავი უხმო საშუალებები. შუასაუკუნეების იაპონიის ჩვეულებრივი იარაღების გარდა, როგორიც იყო ხმალი ან მშვილდი, ნინძები იყენებდნენ საკმაოდ სპეციფიკური იარაღების საშუალებებს.

ცივი იარაღი

   ნინძები, იძულებულნი ებრძოლათ ტყეებსი და შენობებში, უპირატესობას ანიჭებდნენ მოკლე ხმლებს. ტრადიციული ხმალი (ნინძა-ტო) იშვიათად აღემატებოდა 50 სმ. ხმალის ქარქაშზე აბამდნენ რამდენიმე მეტრის თოკს: ხმალი შეიძლება გამოყენებულიყო დაკიდებულ სკამად ან საფეხურად, რომელსაც შემდეგ სწევდნენ მაღლა. თუ საჭირო იყო ვინმეს შეკვრა, ამ თოკს აჭრიდნენ ნაწილს. ქარქაში იყო ხმალზე გრძელი და გამოიყენებოდა როგორც ფუტლიარი მცირე ზომის აღჭურვილობისთვის. ატარებდნენ ხმლებს ჩვეულებრივად, მარცხენა თეძოზე, ხანდახან, გადაკოტრიალებისას, მოსწევდნენ ზურგისკენ ან მუცლისკენ.

სურიკენისურიკენი

   სიაკენი (იაპ. მახვილი-ბორბალი) - ლითონის ვარსკვლავის ფორმის სატყორცნი იარაღი მჭრელი ან ეკალისებრი პირებით "სხივების" ნაცვლად, რომლებიც მეტად ხშირად ასოცირდება ნინძასთან. ასევე ცნობილია სახელწოდების ვარიანტი "სურიკენი" და სალაპარაკო "ვარსკვლავი".

კუსარიგამა


კუსარიგამა   კუსარიგამა - ნამგალი ან ცელი სახელურის ბოლოში დამაგრებული ჯაჭვით. სავარაუდოთ, ამ იარაღის ფლობის ხელოვნება გაჩნდა XIV ან XVII საუკუნეში. შესაძლებელია ნინძას მიერ ნამგალის გამოყენება დაკავშირებული იყო იარაღის ყოველდღიურ სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტად შენიღბვის აუცილებლობასთან. წარმოადგენს იარაღს, სადაც ჯაჭვი არის 2,5 მ, როლის ბოლოში მიბმულია სხვადასხვა ზომის, წონისა და ფორმის რკინის ბურთულები, ნამგალს აქვს ტარი 60 სმ სიგძის, ხოლო პირი 30 სმ სიგრძის. ცალკეულ შემთხვევებში ნამგალის პირი შეიძლებოდა ყოფილიყო დასაკეცი, ხოლო ტარში დამალული ყოფილიყო ხანჯალი.

შხამების გამოყენება

   შუა საუკუნეებში ნინძები ფართოდ იყენებდნენ შხამებს. უმეტესად ცნობილი და ლიტერატურაში აღწერილი მოკვლის საშუალება შხამის მეშვეობით არის შხამიანი ნივთიერების წვეთების ჩამოშვება მსხვერპლის პირში ან ყურში ზემოდან ჩამოშვებულ ძაფზე. ნინძები ყოფდნენ შხამს სამ კატეგორიად: ნელა მოქმედი შხამები, ან "ჰეკურო", მიღებული მათ მიერ მწვანე ჩაის განსაკუთრებული ჯიშიდან; საშუალო დროის განმავლობაში მოქმედი შხამები (დარიშხანი, ლიკორისი); მყისიერად მომაკვდინებელი შხამები, ან "ძაგარასი-იაკუ".

ცეცხლსასროლი იარაღი

   იაპონელები დაეუფლნენ ცეცხლსასროლ იარაღს ევროპელთა პირველივე შემოსვლასთან ერთად. თუმცა, თვითიზოლაციის პოლიტიკის და ლითონის არქონის გამო მუშკეტები ნაკლებად იყო გავრცელებული - მაგრამ არა ნინძებში. ნინძები საკმაოდ დახელოვნებული იყვნენ სნაიპერულ სროლაში. ცალკეული წყაროები მოგვითხრობენ სროლებზე 600 მ მანძილიდან. ადგილებში სადაც ხანჯალს ატარებდნენ ხალხი, ნინძას ხანჯლის სახით შეეძლო დაემალა პრიმიტიული ერთსატენიანი სასროლი იარაღი. ასევე არსებობდა დისტანციურად ცეცხლის გასაჩენი მოწყობილობები - მაგალითად სურიკენი დენთით დატენილი. ნინძა უკიდებდა ფითილს და აგდებდა იარაღს თივის სახურავზე ან სხვა შესაბამის ადგილზე. ძახილზე "ხანძარი!" მცველი შეიძლებოდა გადართულიყო მტერზე დევნისგან ხანზრის ადგილსამყოფელისკენ.

 ბადრი ნოზაძე

სიახლე

შედეგები ევრო 2018 -ზე

შედეგები ევრო 2018 -ზე

22 მაისი 2018

დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი უშუში. რომელიც იმართებოდა მოსკოვში, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შედეგი ასეთია: 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი, ვერცხლის მედლები აიღეს 2 მედალი საჩვენებელ სტილში ნინა ჩიხლაძემ ხოლო კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში მეორე ადგილები დაიკავეს, თეკლე იაღანაშვილმა...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე