პენჩაკ-სილატი
Slide background
Slide background

პენჩაკ-სილატი

Penchak history   პენჩაკ-სილატი საერთო სახელწოდებაა ინდონეზიური და მალაიური საბრძოლო ხელოვნებებისა, რომლებიც შეიცავენ ორ ძირითად მიმართულებას - ბრძოლა უიარაღოდ და ბრძოლა იარაღით. პენჩაკ-სილატის თანამედროვე სტილებს საფუძვლად დაედო სხვადასხვა ტომებისა და ხალხების საბრძოლო ილეთები, რომლებითაც იყო დასახლებული ინდონეზია, "ასი ათასი კუნძულის" ქვეყანა. პენჩაკ-სილატის სიტყვათა შეთანხმების ყველაზე ზუსტი თარგმანი იქნება ამ სიტყვების ასეთი გადმოცემა: "პენჩაკი" - სხეულის მდგომარეობის ოსტატური შეცვლა თავდაცვისთვის, "სილატი" - პენჩაკის საბრძოლო გამოყენება. ინდონეზიაში ამბობენ: "არ არსებობს სილატი პენჩაკის გარეშე, ხოლო პენჩაკი სილატის გარეშე უსარგებლოა!" 

ისტორია

   პენჩაკ-სილატი გადაეცემოდა თაობიდან თაობამდე უმეტესად ზეპირი ფორმით - მასწავლებლიდან მოსწავლემდე. მისი ისტორიის დიდი ნაწილი ცნობილია არქეოლოგიური არტეფაქტებიდან და ლეგენდებიდან.

   უძველესი გადმოცემის თანახმად სილატი შემუშავებული იყო ქალის მიერ. ისტორია მოგვითხრობს ვინმე დაკვირვებულ ქალზე რამა სუკანა კუნძულ სუმატრადან, რომელიც წავიდა წყალზე და შემთხვევით გახდა ვეფხვისა და გიგანტური ფრინველის ბრძოლის მოწმე. ცხოველთა ჩხუბი დასრულდა ორივეს სიკვდილით. როდესაც ის დაბრუნდა სახლში, მას დაყოვნებისთვის ქმარი გაუჯავრდა. ქმარმა მისი ცემაც კი სცადა მაგრამ ქალმა ყველა მისი შეტევის მოგირიება შეძლო, იხსენებდა რა სულ ცოტა ხნის წინ დანახული ცხოველთა ბრძოლის მოძრაობებს. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა შექმნა ამ ახალი საბრძოლო ხელოვნების ილეთების ნუსხა, რომელსაც ეწოდა "სილატი". არის კიდევ რეგიონებზე დამოკიდებული რამდენიმე ვარიანტი ამ ისტორიისა - აღმოსავლეთ იავაზე ყვებიან, რომ რამა თვალს ადევნებდა მაიმუნების ბრძოლას, ხოლო დასავლეთ იავაზე სჯერავთ რომ მან ნახა ვეფხვისა და მაიმუნის ბრძოლა. ამ ლეგენდების სიზუსტის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ პენჩაკ-სილატის შექმნა მიეწერება ქალს, გვიჩვენებს ჩვენ საბრძოლო სახეობათა ამ მიმართულების ტექნიკურ განსაკუთრებულობებს.penchak-silat

   დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად მართალია ეს ლეგენდა, არქეოლოგიური კვლევები მოწმობენ იმაზე, რომ სილატი მართლაც წარმოიშვა კუნძულ სუმატრაზე, სვირიჯაიას იმპერიაში, და შემდეგ გავრცელდა კუნძულ იავაზე. იავაზე იმ დროში არსებობდა მატარამის სამეფო, რომელიც, როგორც სვირიჯაია, წარმოადგენდა განათლების და რელიგიის ცენტრს, ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის. სამეფო იზიდავდა ბერებს და განსწავლულ მამებს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.

   სავაჭრო კავშირების დამსახურებით ოკინავასთან, იაპონიასთან და ჩინეთთან სილატმა შეიძინა სხვადასხვა ჩინური და იაპონური შეიარაღებული საბძოლო ხელოვნებების ნიშანთვისებები. მაგრამ 1300-იანი წლების დასაწყისში პენჩაკ - სილატი იყო წარმოშობილი მალაიური საბრძოლო ხელოვნება, როგორადაც რჩება დღემდე.

   ჰოლანდიური კოლონიზაციის შემდეგ პენჩაკ-სილატმა დაიწყო გავრცელება ნიდერლანდებში ინდონეზიელ იმიგრანტებთან ერთად. ამის შემდეგ ის გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დღეისათვის ის გახდა საბრძოლო ხელოვნებათა საკმაოდ პოპულარული სახეობა მსოფლიოში.

წესები

competition   პენჩაკ-სილატის ოსტატების მომზადების მიზნით, მათ ევალებათ ვარჯიშებზე შეასრულონ ეგრედწოდებული ვარჯიშები "ჯურუსი", ასევე ეს ვარჯიშები სრულდება პარტნიორთან ერთად.

მანევრირების დასამუშავებლად სრულდება ვარჯიშები "ლანგკაუ" (ნაბიჯები და გადაადგილებები).

კომბინაციაში შესრულებული ვარჯიშების ორივე ტიპს უწოდებენ "დასარ პასანგ", ანუ "სხეულის დინება". ეს ანალოგიურია სხვა აზიური საბრძოლო ხელოვნებებისა.

პენჩაკ-სილატის ტურნირებზე მებრძოლს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ოთხი სახის პაექრობაში:

- ჯურუს ტანდინგ: ორთაბრძოლა (ოლაჰ რაგა).

- ჯურუს ტუნგალ: ინდივიდუალური გამოსვლა (სენი). მებრძოლი აჩვენებს უნარებს აუცილებელ პროგრამაში ჯურუს ვაჯიბ ტუნგალ. მოძრაობები შედგება 14 ჯურუსისგან (მოძრაობის ელემენტები) - 7 ჯურუსი უიარაღოდ, 3 ჯურუსი მაჩეტეს გამოყენებით (გოლოკი ან პარანგი) და 4 ჯურუსი კვერთხით (ტონგკატ ან ტოია). ყოველი მებრძოლი ვალდებულია შეასრულოს ეს 14 მოძრაობა 3 წუთში.

- ჯურუს განდა: წყვილებში ჩვენება სენის. ორი მებრძოლი ერთი გუნდიდან აჩვენებს საკუთარ უნარებს შეტევისა და თავდაცვის ჯურუსებში იარაღით ან უიარაღოდ. ეს მოძრაობები იკავებს ზუსტად 3 წუთს.

- რეგუ: გუნდური ჩვენება სენის. სამი მებრძოლი ერთი გუნდიდან აჩვენებს უნარებს ჯურუს ვაჯიბ რეგუში (აუცილებელი გუნდური ჯურუსი). ეს მოძრაობები სრულდება უიარაღოდ და გრძელდება 5 წუთი.

rules2  არენა ორთაბრძოლებისთვის (ტანდინგი) წარმოადგენს კვადრატს ზომით 10 x 10 მ. რინგი წარმოადგენს წრეს დიამეტრით 8 მ, რომელიც განთავსებულია არენის შიგნით. კვადრატული არენის ორ კუთხეში (წითელი და ლურჯი) შესვენებების დროს განლაგებულია მებრძოლები (შესაბამისი ფერის ქამრებით). ორი დანარჩენი კუთხე ნეიტრალურია.

საერთაშორისო შეჯიბრებებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე სქესის წარმომადგენლებმა: ორთაბრძოლებში დიდებში - კაცები და ქალები 17-დან 42 წლამდე. იუნიორების შეჯიბრებებზე - ვაჟები და გოგონები 14-დან 17 წლამდე. ოფიციალურ ტურნირებსი დიდების შეჯიბრებები მიმდინარეობს 7 წონით კატეგორიაში.

ბადრი ნოზაძე  

სიახლე

შედეგები ევრო 2018 -ზე

შედეგები ევრო 2018 -ზე

22 მაისი 2018

დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი უშუში. რომელიც იმართებოდა მოსკოვში, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შედეგი ასეთია: 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი, ვერცხლის მედლები აიღეს 2 მედალი საჩვენებელ სტილში ნინა ჩიხლაძემ ხოლო კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში მეორე ადგილები დაიკავეს, თეკლე იაღანაშვილმა...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე