Admin
Admin

Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტის მისამართი: http://www.mywebsite.ge

ა/წ 20 იანვარს 10:00 საათზე, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ბაზაზე (არენა 2 სპორტ დარბაზში), ჩატარდა გეგმიური მწვრთნელთა სემინარები.

სემინარი ჩატარდა:
1) ტაოლუში (ჩანცუიანი პირველი და მეორე დუანი). 
2) სანდა (პირველი, მეორე და მესამე დუანი)
3) ვინჩუნი (პირველი, მეორე და მესამე დუანი)

2018 წლის 21 იანვარს 14.00 საათზე, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის  საერთო კრება/ყრილობა.

კრებას ხმის უფლების მქონე 10 წევრიდან  ესწრებოდა 10 წევრი.

დღის წესრიგი:

  1. ფედერაციის პრეზიდენტისა და გამგეობის  საქმიანობის ანგარიში;
  2.  საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა.
  3.  გამგეობის ახალი შემადგენლობის  არჩევა.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად არჩეული იქნა  გიორგი ვერულიძე.

გამგეობის წევრდ არჩეულ იქნა :

გიორგი რიჟამაძე

გიორგი მუსხელიშვილი

გიორგი ცისკარაული

           ლაშა სუმბულაშვილი

On the 21st of January, 2018, at 14:00, the General Assembly/Congress of Georgian National Wushu Federation was hosted at the Olympic Sport Palace. 10 members from 10 members of the Council with the right to vote attended the meeting.

Agenda:

  1. Report of the President and the Board of the Federation
  2. Election of the Georgian National Wushu Federation
  3. Select a new membership of the board.

As a President of Georgoan National Wushu Federation was elected Giorgi Verulidze unanimously.

As a board member was elected:

Giorgi Rizhamadze

Giorgi Muskhelishvili

Giorgi Tsiskarauli

Lasha Sumbulashvili

27046768 1500016196734379 1020586345 o

27048291 1500016206734378 237871604 o

27144664 1500016420067690 1363085372 o

27144951 1500016210067711 1143502419 o

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ეხება საქართველოში არსებულ უშუს ინსტრუქტორებს.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია ა/წ 20 იანვარს 10:00 საათზე ატარებს გეგმიურ მწვრთნელთა სემინარებს. სემინარის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები კატეგორიის მიხედვით.

აღნიშნულ სემინარზე დასწრება სავალდებულოა.

სემინარი ჩატარდება:

1) ტაოლუში (ჩანცუიანი პირველი და მეორე დუანი)

2) სანდა (პირველი, მეორე და მესამე დუანი)

3) ვინჩუნი (პირველი, მეორე და მესამე დუანი)

 

21 იანვარს 14:00 საათზე ახალ ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის N 15) გაიმართება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის წესდების შესაბამისად, პრეზიდენტობისა და გამგეობის წევრების კანდიდატურები წარდგენილი უნდა იყოს ფედერაციის სამდივნოში 15 იანვრის 18:00 საათამდე.

(მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 20/22.

ტელეფონი: 2 91 26 70

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სასიხარულო ინფორმაცია საქართველოში უშუს და სპორტის მოყვარულებისთვის. ემეიშანში (ჩინეთი) დასრულდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 56 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. ეროვნული ნაკრები 5 კაცის შემადგენლობით იყო წარდგენილი. ბოლო დღეს საჩვენებელ გამოსვლაში, დიდი კონკურენციის პირობებში ჩვენს ყულაბას კიდევ 2 ვერცხლი დაემატა. გაწვდით შედეგებს:
1) მარიამ თურმანიძე ერთი ოქრო (ჩა ჩუანი) 1 ვერცხლი (გუნშუ)
2) დავით გულისაშვილი ორი ვერცხლი (ფანძი ჩუიანი და დადაო)
3) ნინო ჩიხლაძე ვერცხლი (თაიძი ჩუიანში)
4) ლაშა სუმბულაშვილი ვერცხლი (თაიძი ჩუიანში)-ვეტერანებში.
რაც შეეხება მე-5 მონაწილე რაულ მამედოვს ვერ მოხვდა საპრიზო ადგილზე, მაგრამ მას დიდი პოტენციალი გააჩნია და დარწმუნებული ვართ მომავალში არაერთხელ ასახელებს საქართველოს.
ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი. ფედერაციის ისტორიაში პირველადაა ასეთი შედეგი მსოფლიოდან. მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური გვერდით დგომისათვის. მადლობა მწვრთნელებს.

 

Gerbi ა/წ 19 ნოემბერს 13:30 სთ.  ოლიმპიური პარკის ფრენბურთის არენაში (დიღმის ჭალები) ტარდება  რიგგარეშე ყრილობა. 

 

სუეფ

18337362 1525951997439670 1249263870 n   6 მაისს 15 საათზე თბილის მოლში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია საჩვენებელ ორთაბრძოლებს აწყობს, სადაც დაანონსდება 2017 წლის 11-21 მაისს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ოლიმპიურ სასახლეში უშუს ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულ სტილებში, სადაც 7 დღის განმავლობაში, 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ველოდებით ასევე ჩინეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციებს. შეჯიბრის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და საქართველოში აკრედიტებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატი ხორციელდება Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში.

უშუს საერთაშორისო ფედერაციის (IWUF) და ევროპის უშუს ფედერაციის (EWUF) პრეზიდენტების მიერ საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციაში (სუეფ) პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის სახელზე გამოგზავნილი იქნა სამადლობელი წერილები, რომლებიც დაკავშირებულია თბილისში კუნგფუს ევროპის მე-4 ჩემპიონატის ჩატარების მზადებასთან. ქვემოთ იხილეთ წერილები თარგმანებით.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 03-13 მარტს ჩატარდა სამწვრთნელო სემინარი, სადაც ჩინეთის უშუს ასოციაციიდან მოწვეული იყო 4 უშუს პროფესორ მასწავლებლები. მოწვეული ოსტატები: ჩენგდუს სპორტული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, უშუ ბაგუაჩანის მე-7 დუანის მფლობელი ქალბატონი აი ზექსიუ; ჩინეთის სპორტული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უშუ სანდას მე-6 დუანის მფლობელი ბატონი ლი ჩინმუ; ჩენჯოუს უნივერსიტეტის ფიზკულტურის ლექტორი, უშუ თაიძიჩუანის მე-6 დუანის მფლობელი ქალბატონი ჰოუ ვენი და გუანჯოუს სპორტული უნივერსიტეტის ლექტორი, უშუ ვინჩუნის მე-6 დუანის მფლობელი ბატონი დუ გუოუოუ. სემინარი მიზნად ისახავდა უშუს ეროვნული ფედერაციის ქართველი ინსტრუქტორების ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა სტილებში. საქართველოში გადამზადების კურსზე 50-ზე მეტმა ინსტრუქტორმა მიიღო მონაწილეობა, მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი. სემინარის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. უშუს ეროვნული ფედერაციის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო მოწვეულ სტუმრებსა და საქართველოში მოღვაწე ინსტრუქტორებს. ერთად დგომით ჩვენ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ საქართველოსთისა და ჩვენი მომავალი თაობისათვის.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე