ბალტიისპირეთის ღია ჩემპიონატზე

ბალტიისპირეთის ღია ჩემპიონატზე

თბილისის უშუს ფედერაციის ნაკრებმა 3 კაცის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში 9-13 ოქტომბერს გამართულ  ბალტიის პირველ ღია ჩემპიონატზე.

საერთაშორისო ტურნირზე 7 ქვეყნის (რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსია, შვეიცარია, საქართველო) 18 კლუბის  200 სპორტსმენი გამოდიოდა.

მთავარ მწვრთნელ გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელით ბალტიის ჩემპიონატზე - დავით გულისაშვილი და გურამ ფირცხალავა წარდგნენ.

ნაკრების წევრი დავით გულისაშვილი 3 სახეობაში გამოვიდა,  მან 2 მედალი მოიპოვა გრძელ მუშტში (ვერცხლი--8,25 ქულა) და ხმალში (ოქრო--8,80 ქულა). აღსანიშნავია, რომ დავით გულისაშვილი მწვრთნელთან ერთად ევროპის უშუს ვიცე-პრეზიდენტის გლებ მუზრუკოვის მიერ მიპატიჟებულია მოსკოვში თებერვლის თვეში, სადაც გაიმართება უშუს ვარსკვლავების საერთაშორისო შეჯიბრი.

შეჯიბრზე, ოფიციალური მოწვევით  საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ  საქართველოს ელჩი ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია და საქართველოს კონსული ლატვიაში  - გიგი გოლეთიანი, შეჯიბრს დაესწრო ქართული დიასპორის თავმჯდომარე - გიგი გრიგოლია. 
თბილისის უშუს ნაკრების გამგზავრება რიგაში უზრუნველყო თბილისის საკრებულომ და მერიამ.

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე