ბაიჰეცუანი

ბაიჰეცუანი

baihe09   ჰეცუანი - "წეროს სტილი" - ეს საერთო სახელწოდებაა ჩინურ და ტიბეტურ საბრძოლო ხელოვნებათა რამდენიმე სტილისთვის. პოპულარულ ისტორიებს ჩვეულებრივ გამოჰყავთ სტილის წარმოშობა შაოლინის მონასტერიდან, ამტკიცებენ, რომ როდესაც ბერმა ციუიუემ (საერო სახელი - ბაი იუნფენი) შექმნა "ხუთი მხეცის მუშტი", ამ მიმართულების ერთერთი საფუძველი იყო სწორედ წეროს სტილი. თუმცა თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ ბაი იუნფენმა შექმნა არა "ხუთი მხეცის მუშტი", არამედ "ხუთი საფეხურის მუშტი", ხოლო ცალკეული საფეხურების მხეცების და ფრინველების ფორმასთან მიკუთვნება გამოვლინდა გაცილებით გვიან.

   წეროს სტილის ერთერთი სახესხვაობა არის "ტიბეტური წერო". "ტიბეტური წეროს" სისტემაზე ცნობილია ძალიან ცოტა რამ.

   ჩინური წეროს სტილი - ეს ბაიჰეცუანია (თეთრი წეროს მუშტი). სახელგანთქმული ფუძიანური თეთრი წერო - ბაიჰეცუანი წარმოიშვა ცინის ეპოქაში (1644-1911 წწ). უშუს ამ სტილის ეფექტურობამ განაპირობა მისი ფართო გავრცელება, ჯერ კონტინენტალური ჩინეთის სამხრეთით, ხოლო მოგვიანებით ტაივანში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. თანდათანობით ბაიჰეცუანიდან გამოცალკევდა მთელი რიგი ქვე-სტილებისა: ცზუნჰეცუანი, მინჰეცუანი, ფაიჰეცუანი, შიჰეცუანი, ცუჰეცუანი და სხვ.

   საერთო წარმოშობის წყალობით ეს სტილები საკმაოდ ახლოს დგანან ერთმანეთთან. ასე, ფუძიანის ყველა წეროს სტილს ანათესავებს საბაზო კომპლექსად სანჯანის - "სამი შერკინების" გამოყენება. სახელწოდების სხვა ვარიანტებია: "სანჯენი" - "სამი სისწორე", "სანციანი" - "სამი ისარი" და სხვ. წეროს ყველა სტილში ამუშავებენ "შინაგანი ცის" დაშვებას ქვედა ენერგეტიკულ ცენტრში - დანტიანი, ასწავლიან დანტიანის ჩართვას ტექნიკური ილეთების შესრულებისას  "შინაგანისა" (ნეი) და "გარეგანის" კოორდინირებით, ორი სახის ძალისხმევის გამოყენებას - "ნათელი" (იანი) და "ბნელი" (ინი).

   დგომები უნდა იყოს მყარი, თითქოს ფეხებმა ფესვები გაუშვეს მიწაში. ტერფები დგომებში ან დგას პარალელურად, ან შეტრიალებულია შიგნით, მუხლები შეწეულია სასქესო ორგანოების დასაცავად. ხელები საბრძოლო მზადყოფნაში შუა ხაზის ეფექტური დაცვისთვის, სადაც განლაგებულია მრავალრიცხოვანი ადვილად ხელმისაწვდომი წერტილები, უკავიათ წინ ჩამოშვებული და შეწეული იდაყვებით.

მისგან, შესაძლებელია, გამომდინარეობს დღეისთვის მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული სტილი იუნჩუნცუანი (ვინჩუნი).

ისტორია

Baihequan    თეთრი წეროს მუშტის (ბაიჰეცუანი) შექმნას გადმოცემები უკავშირებენ გოგონას სახელად ფან ცინიანი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატის ფან ჯუნის ქალიშვილს. ფან ჯუნი (სხვა ვარიანტით - ფან ჯანგუანი), სავარაუდოდ, დაიბადა ცინის დინასტიისას კანსის დევიზით მართვის დროს (1662-1723), და ცხოვრობდა ჩეციანის პროვინციის ჩუჯოუს ოლქის უეზდში ლეშუი. მისი ოჯახი იყო ძალიან მდიდარი, ხოლო თვითონ ის, როგორც გადმოცემა იუწყება, იყო კეთილშობილი ადამიანი, გატაცებული იყო შაოლინის საბრძოლო ხელოვნებით და სწავლობდა სხვადასხვა ოსტატებთან. ამტკიცებენ, რომ ის შესანიშნავად ფლობდა შაოლონის არჰატების მუშტს. როდესაც ჯუნი სამოცის იყო, გარდაეცვალა მეუღლე და ყველა საოჯახო მეურნეობის და მოხუცი მშობლის მოვლის სიმძიმე დააწვა მხრებზე მის თექვსმეტი წლის ქალიშვილს ცინიანს.

   ეს იყო შესანიშნავი ლამაზმანი, მაგრამ ინტერესები მას უფრო მამაკაცური ჰქონდა: მამის კვალდაკვალ, მისდა სასიხარულოდ, გატაცებული იყო ცუანფა-თი (უშუს სინონიმი) და ვარჯიშობდა მთელი დღეები. კმაყოფილი ფან ჯუნი ოცნებობდა გადაეცა შაოლინის საბრძოლო ხელოვნების ყველა საიდუმლო, მაგრამ ქლიშვილი ვერა და ვერ ახერხებდა რთული ტექნიკის სრულად ათვისებას, რომელიც ის გათვლილი იყო ფიზიკურად ძლიერ მამაკაცზე. მაშინ ფან ჯუნმა გადაწყვიტა ცოდნა გადაეცა სიძესთვის - ცინიანის ქმარისთვის სახელად ჩენ დუისი.

   მაგრამ ამ ჩენმა, აითვისა რა სიმამრის უნარები, მოულოდნელად გაიქცა უცნობი მიმართულებით და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ხოლო ფან ცინიანი, ინახავდა რა ქმრის მიმართ ერთგულებას და განიცდიდა თავის უბედურებას, ჩაიკეტა ბაილიან-სის ტაძარში. სწორედ იქ, წეროებზე დაკვირვების პროცესში, დაებადა აზრი შეემუშავებინა ცუანფას ახალი სტილი, რომელიც რეალიზებას უკეთებდა წეროს ძალისხმევის (ძინ) და დარტყმებისა და ბლოკების სიმძლავრის გაზრდის პრინციპს ცი-ს სასიცოცხლო ენერგიის დინებების სწორად გამოყენების ხარჯზე.

   გადმოცემას ფან ცინიანის "გონების განათების" შესახებ, როდესაც მას გაეხსნა წეროს ენერგეტიკისა და "ძალისხმევის" საიდუმლოებანი, რომლების გამოყენებაც შესაძლებელი იყო საბრძოლო ხელოვნებაში, რათა ექციათ ის ეფექტურად, ფუძიანის სხვადასხვა რაიონში მოგვითხრობენ სხვადასხვა ვარიაციებში, ზოგჯერ კი მისტიფიცირებულადაც.

Cinian   ერთერთი გადმოცემის თანახმად, ერთხელ ცინიანი ქსოვდა, როდესაც იჯდა ბაილიან-სის ტაძრის (მოგვიანებით გადაკეთებული "ძიაოლიან-სიდ" - "სრულყოფილებისა და სწავლების ტაძარი") ეზოში. უცებ მან დაინახა, რომ მოფრინდა დიდი თეთრი წერო და დაეშვა ტაძრის სახურავზე. ქალი რამდენიმე ხანი აკვირდებოდა თუ როგორ იქნევდა ფრთებს წერო, წამოიცეკვებდა ფეხების გადაადგილებით, ნისკარტით იძრობდა ბუმბულს, იღებდა საკვებს ქვევიდან, იგრძელებდა კისერს. შემდეგ მან გადაწყვიტა შეეშინებინა ფრინველი და ესროლა საქსოვი კოჭა, მაგრამ წერო მარდად გახტა გვერდზე და კოჭამ გვერდით ჩაუქროლა. მაშინ ცინიანმა ესროლა მეორე კოჭა, მაგრამ წერომ ის ფრთის ძლიერი დარტყმით გვერძე გააგდო, ისე რომ კოჭა გადავარდა სადღაც შორს. ამ ყველაფერმა დააინტერესა ცინიანი და დიდი ხანი ყურადღებით სწავლობდა წეროს ქცევებს, მის მოძრაობათა ხასიათს, ძალის გენერაციის საშუალებებს. წეროსგან გადმოტანილი "ძალისხმევის" საშუალებები მან შეუერთა შაოლინის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას და საბოლოო ჯამში შექმნა ახალი სტილი, რომელსაც დაარქვა "თეთრი წეროს მუშტი".

   ოკინავის "წიგნის საბრძოლო მომზადების შესახებ" ("ბუბისი") თანახმად, რომელიც შეიცავს თეთრი წეროს მუშტის და არჰატების მუშტის ტექნიკის და მეთოდიკის მოკლე აღწერას, ასევე მთელ რიგ გადმოცემებს, ცინიანს "დასჭირდა სამი წელი, რომ ესწავლა" ახალი სტილი, ხოლო იუნჩუნის "თეთრი წეროს საბრძოლო ხელოვნების გენეალოგიებში" ("ბაიჰე ცუანპუ") ნათქვამია მარტივად, რომ ამ ხელოვნებაზე დასაუფლებლად გოგონამ დახარჯა მრავალი წელი. როგორც არ უნდა იყოს, ფან ცინიანის ზალისხმევით დაიბადა ახალი სტილი, რომელმაც შეიერთა არჰატების მუშტის ტექნიკა და ახალი "წეროს" ილეთები.

   ერთხელ ძენ სი, იან ციდანის მოსწავლე, რომელიც სწავლობდა თეთრი წეროს მუშტის ტექნიკას უ პუსისთან ფუძიანის პროვინციის ტუნანის უეზდიდან, და რომელიც თავის მხრივ ცოტა ხნიტ სწავლობდა ფან ცინიანთან, ეთხოვა მოსწავლედ თვით ცინიანს, ის კი, დარწმუნებული რომ ძენ სი უბრალო და ალალი ადამიანია, დახვეწილი გემოვნების, საკმაოდ ნიჭიერი და თანაც სიმპატიური, დათანხმდა ესწავლებინა მისთვის თავისი თეთრი წერო.

   გადიოდა დღეები, თვეები. ფან ცინიანი და ძენ სი თითქმის არ შორდებოდნენ ერთმანეთს და თანდათან მათ შორის ჩაისახა სიყვარული. კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ეყოლათ სამი ვაჟიშვილი.

   ათ წელზე მეტ ხანს ვარჯიშობდა ძენ სი მეუღლის ხელმძღვანელობით, სანამ არ დაეუფლა ბაიჰეცუანის ყველა საიდუმლოს და არ მიაღწია ჭეშმარიტ ოსტატობას. მოგვითხრობენ, რომ როდესაც ის დგებოდა სანჩჟანის დგომში, ის ემსგავსებოდა მძლავრ ხეს, ძლიერი ფესვებით მიწას ჩაჭიდებულს. როდესაც ასრულებდა ნეი-გუნის ("შინაგანი სამუშაო") ვარჯიშებს, მისი ცი აღწევდა ყველა სახსარს. გადაადგილებები წინ და უკან, "სიცარიელე" და "სისავსე" ტექნიკურ ილეთებში, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვების მონაცვლეობა, სიმძიმის ცენტრის აწევა და დაწევა - ყველაფერ ამას ძენ სი ასრულებდა დიდებულად და გრაციოზულად. მიაღწია რა ასეთ უნარებს, მან დაიწყო შორეული მოგზაურობები, რათა გაევრცელებინა ბაიჰეცუანი მთელს ცისქვეშეთში (ჩინეთში).

   მაგრამ ღრუბლები უკვე გროვდებოდნენ თეთრი წეროს მუშტის ოსტატების ოჯახის თავზე. ძიაოლიან-სის ტაძარს, რომელიც, ვითომ იყო ანტიცინური ბრძოლის ერთერთი საიდუმლო ცენტრი, თავს დაესხა მანჯურთა რაზმი. ტაძარი გადაწვეს, ცეცხლში დაიღუპა ფან ჯუნი, ხოლო ცინიანი, შვილებთან ერთად სასწაულით გაექცა სიკვდილს.

   რამოდენიმე ხანი ფანი მოგზაურობდა, ეძებდა ქმარს, თავს ირჩენდა წამლების გაყიდვით. ბოლოს და ბოლოს მან შეძლო ძენ სის ნახვა და ისინი ერთათ გაეშურნენ მეზობელ ფუძიანში, სადაც დასახლდნენ ქალაქ ფუნინში, პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთში. იქ, დასავლეთ კარიბჭესთან, მათ გახსნეს "უშუს ეზო" და დაიწყეს ერთად ბაიჰეცუანის სწავლება. მაგრამ მეუღლეთა ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა მანჯურებისთვის, რომლებიც აგრძელებდნენ მათზე ნადირობას, და ოჯახს კვლავ მოუწია გაქცევა, ამჯერად ფუძიანის სამხრეთში, ძენ სის სამსობლოში, იუნჩუნში.

   განთავსებული მთების სიღრმეში, იუნჩუნი, სადაც იმ დროში მიდიოდა ერთადერთი გზა, იყო იდეალური ადგილი ხელისუფლების დევნისგან დასამალად. ისინი დასახლდნენ მცირე დასახლებაში ჰოუმიაო, რომელიც მდებარეობდა ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან ახლოს, გუანჯენის შემოგარენში, ტიანმას მთის ძირში. მალე გადასვლის შემდეგ მათ 100 დღით გახსნეს "საბრძოლო მოედანი" (ლეიტაი)ჰოუმიანში  გუანინ-სის ტაძრის მოედანზე და გამოიწვიეს ცუანფას სხვა სკოლების წარმომადგენლები. მათ იმარჯვეს ყველა მოწინააღმდეგეზე და დაამკვიდრეს იუნჩუნში ბაიჰეცუანი. იმ დროიდან იუნჩუნი იქცა თეთრი წეროს მუშტის პრაქტიკის მთავარ ცენტრად.

   გადმოცემული ფაქტები ძირითადად მტკიცებულებებს პოულობენ სხვადასხვა წყაროებში. ეს არის "იუნჩუნის უეზდის ქრონიკაც" ("იუნჩუნ სიან ჩჟი"), თეთრი წეროს მუშტის გენეალოგიური წიგნიც (პუ), და ჩჟენის კლანის ოჯახური ქრონიკაც (ციაპუ).

   ძველად იუნჩუნი იყო ძალიან პატარა ქალაქი, ჩაკარგული მთებში. ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციური მოსწავლეები უშუს პროფესიონალური მასწავლებლებისთვის აქ არც ისე ბევრი იყო.

   როდესაც ყველა მსურველმა შეძლებისდაგვარად შეითვისა საბრძოლო ხელოვნების ტექნიკა და ახალ მოსწავლეთა ნაკადი შეწყდა, ფან ცინიანს და ძენ სის, რომელთაც არ გააჩნდათ აქ მიწის გოჯიც კი, ალბათ, უნდა განეცადათ სიძნელეები გამომუშავებასთან. ლოგიკური გამოსავალი სიტუაციიდან იქნებოდა გადასვლა ახალ საცხოვრებელ ადგილზე, სასურველია იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოსწავლეების ნახვა საკმარისი ოდენობით. უფრო უკეთესი ვარიანტი, ვიდრე მჭიდრდ დასახლებული გუანდუნის პროვინცია, ალბათ არ მოიძებნებოდა. და მართლაც გუანდუნში არსებობს სტილები, რომლებიც ატარებენ ბაიჰეცუანის ზეგავლენის კვალს.

   უპირველეს ყოვლისა, ეს მთელს მსოფლიოში ფართოდ ცნობილი იუნჩუნცუანია (ვინჩუნი), რომლის დამფუძნებლადაც, ერთერთი ვერსიით, როგორც წყლის ორი წვეთი ისე ჰგავს გადმოცემას თეთრი წეროს მუშტის შექმნის შესახებ, ითვლება გოგონა სახელად ფან იუნჩუნი. როგორც თვლის კინძიო აკიო, საბრძოლო ხელოვნებათა იაპონელი მკვლევარი, აქ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ახსნა: დევნისგან თავისდასაღწევად, ფან ცინიანი, გადავიდა გუანდუნში, შეიცვალა სახელი და ქმრის სამშობლოში სტუმართმოყვარე ქალაქის საპატივცემულოდ დაირქვა იუნჩუნი.

   ამ დროისთვის მის სტილს უკვე შეეძლო განეცადა არსებითი ცვლილებები. ეს განახლებული სტილი, როგორც ჩანს, დაედო საფუძვლად იუნჩუნცუანს, რომელიც, მით არა ნაკლებ, ინარჩუნებს მრავალ საერთოს ფუძიანის თეთრი წეროს სხვადასხვა განშტოებებთან.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე