დუანდა

დუანდა

wudang elements_xingyi   ახლო ბრძოლის ჩინური ტექნიკის დუანდას სახელწოდება შეიძლება გაიშიფროს როგორც "დუან", რაც ნიშნავს მოკლეს და "და", რაც ნიშნავს დარტყმას. ანუ ტექნიკის სახელწოდება ასახავს მის არსს, რაც ეფუძნება ძლიერ, მოკლე დარტყმებს და ბიძგებს.

   ტექნიკაში ძირითადი საყრდენი კეთდება არა ჩვეული იარაღის გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რაც აქვს ყველა ადამიანს, და საჭიროა შესძლო მისი სწორად გამოყენება. ეს არის მუშტები, იდაყვები, თავი, თითები, თეძოები, ხელისგულები, ტერფები, მუხლები. დუანდა შეიცავს მრავალ სხვადასხვა ილეთს, რომელთაც აერთიანებს მათი შესრულების სტილი, ყველა ილეთი უნდა იყოს მოკლე, სწრაფი და გაბედული.

   ამ სტილში ხელი შეტევაში არ იმართება ბოლომდე, რაც აძლევს მებრძოლს საშუალებას დააბრუნოს ხელი უკან, ხოლო ყველა დარტყმა ხელით კეთდება ან ზემოთ, თავში ან ყელში,ან ქვემოთ, მუხლებში და საზარდულის არეში. დარტყმები ფეხებით, უფრო სწორად ტერფებით, მოწოდებულია ხელების ქმედებების დასახმარებლად, და გამოიყენება აქტიურად როგორც მოკლე, ასევე გრძელ დისტანციაზე. თუ საჭიროა თავით დარტყმა, ეს კეთდება მოულოდნელად და დარტყმაში იდება მთელი შესაძლო ძალა.

   მებრძოლი, ყოველ საკუთარ მოძრაობაში, ოსტატურად უნდა უთავსებდეს ერთმანეთს ხელების ხელოვნებას, იდაყვის მოძრაობის სიზუსტეს, ფეხით დარტყმის ძალას და მუხლით დარტყმის სიზუსტეს, შეკავებულობას, მაგრამ სიძლიერეს თავით დარტყმაში, ასევე მთელი სხეულის მოძრაობის სიმსუბუქეს, ნაბიჯის სიზუსტეს და წონასწორობის ბალანსირებას. ენერგია დარტყმისთვის დუანდაში წარმოიშობა წელის სარტყელში, ძლიერდება ფეხით და, საბოლოოდ, აღწევს ხელებს, ანუ სწორი დგომი საშუალებას იძლევა ყოველი შემტევი მოძრაობა შეავსოს ენერგიით, როგორც მთის მდინარე უხვი წყლებით. ხანდახან ყველაზე მკვეთრ დარტყმებს თან ახლავს გამოძახილი, რომელიც, როგორც ითვლება, ეხმარება შინაგანი ენერგიის გამონთავისუფლებაში.

   წესები ბრძოლისთვის ყოველი სიტუაციისთვის ძალიან მკაცრია. მაგალითად, ხელები უნდა იყოს ნეკნებთან, ხოლო მუშტები საჭიროა იყოს მოქმედების ცენტრთან ახლოს, რომ შესაძლებელი იყოს თავისა და საზარდულის დაფარვა ნებისმიერი მიმართულების შეტევისაგან. საუკეთესო თავდაცვა, როდესაც მოწინააღმდეგე თავს ესხმის ძლიერი დარტყმით, ეს არის გადახრა და მოწინააღმდეგის თავდაცვაში გარღვევის გამოყენება, რომელიც, თუ, რა თქმა უნდა, არის ტალანტი, ადვილი განსახორციელებელია მყისიერად შეტევის შემდეგ. დაბალი დარტყმების გატანა ხდება ქვემოთ, მაღალი დარტყმების - ზემოთ, ხოლო შუა დონის დარტყმების - გვერდით. მარჯვენა ხელით დარტყმა იბლოკება მარჯვენა ხელით, მარცხენა - მარცხენა ხელით, ამასთან ხდება გადახრა და ფეხით დარტყმა.

   საერთოდ დუანდასთვის დამახასიათებელია ილეთების მონაცვლეობა და ბრძოლაში მთელი სხეული მონაწილეობს, თუ არ გამოვა ფეხით დარტყმა - დაეხმარება ხელით დარტყმა, მარჯვენა კიდური შეტევისას დაცულია მარცხენა ბლოკით და საპირისპიროდ. დუანდა არის ტექნიკა, სადაც აუცილებელია ფიზიკური და სულიერი სიძლიერის ჰარმონიის მიღწევა. ჰარმონია მიიღწევა ფიზიკური შესაძლებლობების და ენერგიის კონტროლის ვარჯიშების გზით, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მკაცრი მორალური პრინციპების დაცვის გზით. გამარჯვებისთვის, ეს იქნება სპორტული შეჯიბრება თუ სიცოცხლის ან ღირსების დაცვის აუცილებლობა, არა არის საკმარისი მხოლოდ ფიზიკური ძალა და სიმამაცე. გამარჯვებისთვის საჭიროა დუანდას ბრძოლის ყველა ელემენტის სრულყოფილად ფლობა, და ეს ნიშნავს შემდეგს:

  • ბრძოლაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენება, საკუთარი სხეულიდან ახლომდებარე საგნებამდე.
  • დარტყმები, პირველ რიგში, უნდა იყოს მიმართული მოწინააღმდეგის ყველაზე სუსტი ადგილებისკენ.
  • ყოველთვის საჭიროა დაცვის დაკავება, უმეტესად დგომში.
  • არ არსებობს უკეთესი დაცვა, ვიდრე თავდასხმა.
  • დარტყმაში მთელი შესაძლო ძალის ჩადება, ფიზიკურიდან ენერგიამდე და ტაქტიკამდე.
  • იმ მომენტების გადატანის უნარი, როდესაც ყველაზე მეტად დაუცველი ხართ.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე