ჯეკი ჩანი

ჯეკი ჩანი

Jeckie Chanჯეკი ჩანი

დაბადების თარიღი: 1954 წლის 7 აპრილი

ნამდვილი სახელი სახელი  - კონგ სანგ ჩანი ("დაბადებული ჰონკონგში")

მეტსახელები: იუენ ლო, სინგ ლუნგი ("დრაკონად ქცეული"), პაო პაო.

სიმაღლე - 1.74 მ

მინიბიოგრაფია

 

   ჯეკი ჩანი დაიბადა ღარიბ ოჯახში. ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ცდილობდენენ ახალშობილი ჯეკი მიეყიდათ მეანისთვის, რადგან მშობიარობის ფული არ გააჩნდათ. მაგრამ საბედნიეროდ ექიმმა უარი უთხრა და გადაუვადა ფულის გადასახადი.

   რამდენიმე ხნის შემდეგ მათ შესძლეს სამსახურის ნახვა აშშ-ს საელჩოში ავსტრალიაში. როდესაც ჯეკის შეუსრულდა 7 წელი, ის გააგზავნეს სასწავლებლად ჰონკონგში პეკინის ოპერის სკოლაში. სკოლა ძალიან პრესტიჟული იყო, სხვა ბიჭებთან ერთად, მას იქ ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებებს, სამსახიობო ოსტატობას, სიმღერას, აკრობატიკას, ცეკვებს. იქიდან დაიწყო ჯეკის გატაცება უშუს ხელოვნებით. სკოლაში გამეფებულმა დისციპლინამ (დილის 5 საათიდან ვარჯიშები შუაღამემდე, ფიზიკური და შიმშილით დასჯები და ა. შ.) ჩაუსახა ბიჭუნას მებრძოლი სული, განუვითარა ნებისყოფა და სწრაფვა, მიუხედავად ყველაფრისა, იყოს პირველი.

li chan   ჯეკი ჩანისთვის ვარჯიშებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ადვილად ნახა სამუშაო კასკადიორთა ჯგუფში და დაიწყო გადაღებები მცირე კინოფირებში. მალე მან მოიხვეჭა სახელი კასკადიორების სამყაროში, შეასრულა რა ყველაზე მაღალი ვარდნა აზიური კინემატოგრაფის ისტორიაში და მისი მოწვევა დაიწყეს არა მარტო დუბლიორად, არამედ მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლადაც.

   თავისი პირველი სერიოზული როლი მსახიობმა მიიღო 1975 წელს ფილმში "The Little Tiger of Guangdong", ასევე ლეგენდარული ჯონ ვუს ერთერთ პირველ ფილმში - სიკვდილის ხელი ("Hand of Death"). ბრიუს ლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი მიიჩნევდა ჯეკი ჩანს მის მემკვიდრედ, ხოლო რეჟისორმა ლო ვეიმ დაარქვა ჯეკის სინგ ლუნგი, რაც თარგმანში ნიშნავს "დრაკონად ქცეულს" (დრაკონს, როგორც ცნობილია, უწოდებდნენ ბრიუს ლის).

   ჯეკი ჩანმა ითამაშა ლო ვეის ექვს ფილმში, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა წარმატება, რამაც დაამტკიცა ჯეკის ბრიუს ლით გადაქცევის შეუძლებლობა. ჯეკი ჩანმა გადაწყვიტა შეშვებოდა თავდაპირველად არჩეულ იმიჯს და  მოიფიქრა თავისთვის ახალი გმირი - უბრალო ბიჭი, რომელიც მოვლენების ცენტრში ხვდება სრულიად შემთხვევით, ებრძვის ცუდ ბიჭებს როგორღაც მოუხერხებლად, მუდმივი ხუმრობებით და სასაცილო ტრიუკებით, რომელთა შესრულებაც ჯეკიმ იკისრა მუდამ საკუთარ თავზე.

   ეს ფორმულა გამოდგა იმდენად წარმატებული, რომ ჩანის პირველი კომედიური ფილმები "მთვრალი ოსტატი", "უშიშარი გიენა" და სხვა მრავალი - გადაიქცნენ ნამდვილ ჰიტებად და მალე ჯეკი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰონკონგში. ამას გარდა მან თვითონ დაიწყო სცენარის წერა, თავისი ფილმების რეჟისურება და მათთვის მუსიკის წერაც კი - ერთი სიტყვით, გადაიქცა ნამდვილ კინო-კონვეიერად.

   ასეთი დაძაბული მუშაობა ითხოვდა მსახიობისგან გარკვეულ მსხვერპლს - სწრაფვის შედეგად, შეესრულებინა ყველა ტრიუკი თვითონ დამოუკიდებლად, ჯეკიმ დაიმტვრია, პრაქტიკულად, ყველა ძვალი, ხოლო ზოგიერთი რამდენჯერმეც კი. და პირადად ის თუ თვლის ამდაგვარ პრაქტიკას ნორმალურად, ბევრი კასკადიორი, ვინც მასთან მუშაობდა და თავს იმახინჯებდა გადაღებებზე, არც ისე დიდი სურველით თანხმდებოდა კვლავ მონაწილეობაზე მის ფილმებში. შედეგად ჯეკიმ დააარსა საკუთარი კასკადიორთა ასოციაცია, ასევე გახსნა ტალანტების მოძიების სააგენტო და საკუთარი კინოკომპანია.

   აზიის დაპყრობის შემდეგ ჯეკი ჩანი არ ისვენებს და გადაწყვიტავს შეუდგეს ამერიკის დაპყრობას. გზა მისი დიდებისკენ არ იყო ია-ვარდით მოფენილი - მისმა პირველმა ფილმებმა შტატებში ჩაიარა შეუმჩნევლად, ხოლო მისი, პრაქტიკულად, სრულიად არცოდნა ინგლისური ენისა, ხელს უშლიდა მას მონაწილეობაც კი მიეღო საკუთარი ფილმების ნორმალურ პიარში. ამგვარად, ჯეკის პირველი გამოჩენა ეკრანებზე აშშ-ში არაფრით არ დასრულდა.

   თუმცაღა, 1994 წელს MTV მიანიჭა ჯეკი ჩანს ჯილდო კონეხელოვნებაში სასიცოცხლო ღვაწლისთვის, და მსახიობმა გადაწყვიტა განმეორებით შესდგომოდა ამერიკის დაპყრობას. სურათმა "არეულობა ბრონქსში" პირველივე უიკენდზე გაქირავებისგან შეკრიბა 10 მლნ დოლარი და აღმოჩნდა ეროვნული ჰიტ-პარადის პირველ ადგილზე. ჯეკის დააცვივდა წინადადებები ერთი მეორეზე. 1996 წელს სტუდია მირამაქსმა გამოუშვა კიდევ ორი სურათი მისი მონაწილეობით - "კრიმინალური ისტორია" და "მთვრალი ოსტატი 2", რომლებიც "არეულობამდე" იყო გადაღებული და რომლებიც გადაიქცნენ პირველ ნაბიჯებად აშშ-ში წარმატებისკენ.

jackie-chan-chris-tucker   1997 წელი მსახიობმა დაიწყო ფილმის გამოშვებით "პირველი დარტყმა", სადაც მან ითამაშა ჰონკონგელი პოლიციელი. შემდეგ ეკრანებზე გამოვიდა "მისტერ მაგარი ბიჭი". თუმცა გაცილებით დიდი პოპულარობით ფანატებსა და კრიტიკებს შორის სარგებლობდა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "პიკის საათი", სადაც ჯეკი ჩანთან ერთად წყვილში ითამაშა ამერიკელმა კომიკმა კრის ტაკერმა. ის ასრულებდა ამერიკელი პოლიციელის როლს, რომელიც იძულებული იყო გამოეძიებინა საქმე ჩინელ კოლეგასთან ერთად. არანაკლებ წარმატებული კომერციული თვალსაზრისიდ გახდა ფილმი "პიკის საათი 2", გამოშვებული 2001 წელს. ფილმი გაჩერდა ჩარტის პირველ ათეულში 10-ზე მეტი კვირის განმავლობაში და შეკრიბა 200 მლნ დოლარი.

   მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი ჩანი მუდმივად ყურადღების ცენტრში მდებარეობს და სარგებლობს დიდი პოპულარობით ჟურნალისტთა სამყაროში, მსახიობი ცდილობს საკუთარი პირადი ცხოვრება შეინახოს საიდუმლოდ საზოგადოებისგან. თავის დროზე მისთვის შოკად იქცა მისი რამდენიმე ფანატის თვითმკვლელობის ამბები, რომლებმაც გაიგეს მათი კუმირის მომავალი ნიშნობის შესახებ, რის შემდეგაც ჯეკი ცდილობს არ შეეხოს ამ თემას საერთოდ.

მეუღლე: ფენგ-ჯაო ლინი (1982 წლის 1 დეკემბრიდან), ერთი ვაჟიშვილი - ჯეისი ჩანი (1982 წ 3 დეკემბერი).

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « დარია ტარასოვა ბრიუს ლი »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე