ჯეტ ლი

ჯეტ ლი

Jet Liჯეტ ლი

ნამდვილი სახელი: ლი ლიან ძე

დაბადების თარიღი: 26 აპრილი, 1963 წ.

დაბადების ადგილი: პეკინი, ჩინეთი

სიმაღლე - 1.68 მ.

მინიბიოგრაფია

 

   ჯეტ ლი იყო ყველაზე უმცროსი თავის დებსა და ძმებს შორის. როდესაც 2 წლის იყო, გარდაეცვალა მამა და ოჯახი ჩავარდა ძალიან დიდ გაჭირვებაში. სკოლაში წავიდა 8 წლის ასაკში და ყველაზე უფროსი იყო კლასში. ის მოსწონდათ მასწავლებლებს, რადგან ხშირად ეხმარებოდა მათ ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარებაში. პირველი კლასის შემდეგ ჯეტი სხვა მოსწავლეებთან ერთად ზაფხულზე გააგზავნეს სპორტულ ბანაკში, სადაც დაიწყო მან უშუს შესწავლა. მოგვიანებით ჯეტ ლი აღიარებდა, რომ მოხვდა უშუს სექციაში სრულიად შემთხვევით. არდადეგების შემდეგ ყველა ბავშვი გაუშვეს, ხოლო ლის, ერთადერთს, დაჟინებით ურჩევდნენ გაეგრძელებინა უშუში ვარჯიში. ამ მომენტიდან ვარჯიშები ხდება ყოველდღიური მისთვის. მან გაიარა რამდენიმე შესარჩევი ეტაპი და 1972 წელს ის მოხვდა უშუს ეროვნულ ჩემპიონატში და მოიგო იქ "საუკეთესო ოსტატის" პრიზი. ამ გამარჯვების შემდეგ ის გაანთავისუფლეს ჩვეულებრივ სკოლაში სწავლისგან და დროის დიდ ნაწილს ის ატარებდა სპორტულ დარბაზში, სადაც ხვეწდა თავის ოსტატობას. სამი წელი თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ 1974 წელს ის გახდა პეკინის ნაკრების წევრი და იმავე წელს გახდა ჩინეთის ჩემპიონი ვაჟებში მრავალჭიდში და დაოშუში.

   ამავე წელს  ჩინეთში ჩაატარეს ახალი შესარჩევი ეტაპი უშუს სპორტსმენებს შორის, აარჩიეს საუკეთესოთა შორის საუკეთესონი. შედეგად შექმნეს ქვეყნის ეროვნული ნაკრები უშუში, სადაც შევიდა 30 ადამიანი, ჯეტ ლის ჩათვლით. გუნდს დაევალა წარმოედგინათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კეთილი ნების თამაშებზე აშშ-ში, სადაც ჯეტ ლის საჩვენებელი პროგრამა აღნიშნული იქნა პრეზიდენტ ნიქსონის მიერ. ეს მოგზაურობა, თვით ჯეტ ლის აღიარებით, იკავებს განსაკუთრებულ ადგილს მის ცხოვრებაში. გამგზავრების წინ ყველა სპორტსმენთან გაატარეს დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი - რა შეიძლება შტატებში და რა არ არის რეკომენდირებული. კერძოდ გააფრთხილეს შესაძლო მოსმენებზე და თვალყურის დევნებაზე სასტუმროს ნომრებში. საინტერესო აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ლი ცდილობდა დამოუკიდებლად შეემოწმებინა მოსასმენი "ხოჭოების" არსებობა: ამერიკული სასტუმროს ნომერში ყოფნისას ის მორიგეობით მიდიოდა ვაზასთან, სარკესთან, ტელეფონთან და ხმამაღლა ამბობდა, რომ უნდა შოკოლადი, ნაყინი და ხილი. რაღაც ხნით ჯეტი ტოვებდა ნომერს, ხოლო როდესაც ბრუნდებოდა, ხედავდა, რომ მაგიდაზე ეწყო ყველაფერი, რასაც ითხოვდა. აშშ-ში მგზავრობისას ჩინელ სპორტსმენებს თან ახლდათ ამერიკული ცენტრალური დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პოლიციის  ათეულობით თანამშრომელი. დასავლეთის ხალხის მდიდრული ცხოვრების ნახვა - ლისთვის იქცა კულტურულ შოკად; ამერიკელებთან ურთიერთობისას მან შეამჩნია, რომ ისინი "მეგობრულად იყვნენ განწყობილნი და ძნელად თუ იქნებოდნენ მტრები". ამ მომენტიდან მისმა მსოფლმხედველობამ დაიწყო შეცვლა.

   1975 წელს ჩინეთის ხალხების მე-3 სპარტაკიადაზე "უშუს" სახეობაში ის გახდა მრავალჭიდში ჩემპიონი, ჩანცუანში, ციანშუში და დაოშუში. 1977 წელს - ჩინეთის ჩემპიონი ჩანცუანში და დაოშუში. 1978 წელს ჩინეთის ჩემპიონი მრავალჭიდში, ჩანცუანში და დაოშუში. 1979 წელს მე-4 სპარტაკიადაზე ჩემპიონი მრავალჭიდში უშუში, ჩანცუანში, დაოშუში და დუილიანში.

jet li shaolin temple   1982 წლიდან 18 წლის ასაკში დაიწყო თავისი კარიერა კინოში, როდესაც ითამაშა მთავარი როლი რეჟისორ ჩანგ ჰსინ იენის სერიალში "შაოლინის მონასტერი". ამ სერიალის პირველ და მესამე სერიას გადაჭარბების გარეშე შეიძლება ეწოდოს ერთერთი საუკეთესო მხატვრული ფილმი, რაც კი გადაღებულა შაოლინის მონასტერის შესახებ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის თამაშობდა იქ სპეცეფექტების გამოყენების გარეშე.

   ბევრისთვის ეს ფილმი იქცა ჯეტ ლის სავიზიტო ბარათად. ფართოდ ცნობილია ასევე დოკუმენტური ფილმი ლეგენდარულ შაოლინის მონასტერზე ლი ლიან ძეს მონაწილეობით. ამ ფილმში ის ესაუბრება ამჟამად მცხოვრებ შაოლინის უშუს ოსტატებს და აჩვენებს "მთვრალი ხმლის" კომპლექსს. სწორიდ თავისი უმაღლესი დონის ტექნიკისა და სისწრაფის გამო მიიღო მან მეტსახელი "ჯეტ" - "რეაქტიული".

   შემდეგი ცნობილი ფილმები ჯეტ ლის მონაწილეობით - ფილმების სერია "ერთხელ ჩინეთში" (1991), "ერთხელ ჩინეთში-2" (1992) და "ერთხელ ჩინეთშ-3" (1993). აქ მან ითამაშა ჩინეთის სახალხო გმირი-განმანთავისუფლებლის, უშუს ოსტატისა და მკურნალის ვონგ ფეი ჰუნის როლი. დარტყმების მიყენების ტექნიკა, ტრიუკების შესრულების ხარისხი და მათი სანახაობრიობა აყენებს ამ კინოტრილოგიას ყველაზე მეტად გამორჩეული ფილმების რიგში აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ.

   ასევე აღსანიშნავია ფილმი "ლეგენდა" (ლეგენდა ფონგ საი იუკზე) (1993) და "ლეგენდა-2" (ლეგენდა ფონგ საი იუკზე-2) (1993), სადაც სადაც ჯეტ ლიმ შეასრულა უშუს ახალგაზრდა ოსტატის ფონგ საი იუკის (ფან შიუი) როლი. ეს ორი კინოფირი გადაღებულია აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ ფილმების საუკეთესო ტრადიციებში და ითვლება ჰონკონგური კინოს კლასიკად. კიდევ ერთი ფილმი - "ლეგენდის მუშტი" (ლეგენდა ჩენ ჟენზე) (1994) - თავისებური რემეიკია ბრიუს ლის "მრისხანების მუშტის" (ძალიან ჰგავს სიუჟეტები).

   1998 წელს, მოიხვეჭა რა უკვე დიდი პოპულარობა აზიაში, ევროპასა და ამერიკაში, ჯეტ ლი დებიუტირებს ჰოლივუდში. მას იწვევენ "ცუდი ბიჭის" როლში ბლოკბასტერში "სასიკვდილო იარაღი-4" (ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა უარყოფითი პერსონაჟი), მას შემდეგ რაც როლზე უარი თქვა ჯეკი ჩანმა.

Jet Li Fireless   შემდეგ მოდის წარმატებული ფილმების მთელი სერია: "რომეო უნდა მოკვდეს (2000), "დრაკონის კოცნა" (2001), "ერთადერთი" (2001), "გმირი" 2002), "აკვნიდან საფლავამდე" (2003), "დენი დაბმული ძაღლი" (2005), "უშიშარი" (2006), "ომი" (2007).

   სულ ბოლო ნაშრომები - "აკრძალული სამეფო" (2008), სადაც ჯეტ ლი პირველად იღება დუეტში სხვა საკულტო მსახიობთან ჯეკი ჩანთან, ასევე მორიგი სერია სათავგადასავლო ფილმისა "მუმია-3". 2010 წელს მსახიობმა შეთავაზება მიიღო სილვესტერ სტალონესგან და გადაიღო ფილმში "შეუკავებელნი", ამ ფილმის შემდეგ, 2012 წელს გადაიღო ახალ ნაწილში სახელწოდებით "შეუკავებელნი-2". ასევე ჯეტ ლი იღება დრამაში "ზეცათა ოკეანე", სადაც არ არის საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრაციის არც ერთი სცენა.

   საინტერესოა, რომ ჰოლივუდში ჯეტ ლის სთავაზობდნენ გადაღებას კინოტრილოგიაში "მატრიცა", ასევე ფილმში "მიმპარავი ვეფხვი და ჩასაფრებული დრაკონი", მაგრამ მსახიობმა უარი თქვა. როგორც თვითონ არაერთხელ თქვა სხვადასხვა ინტერვიუში, გააკეთა მან ეს იმიტომ, რომ შეპირდა მეუღლეს - თუ ის იქნებოდა ბავშვის მოლოდინში - დარჩენილიყო მასთან ბოლომდე მის დაბადებამდე და არ ემუშავა. ენგ ლის წინადადება გადაღებულიყო "მიმპარავ ვეფხვში" დაემთხვა ზუსტად იმ დროს, როდესაც ჯეტ ლის მეუღლე დაფეხმძიმდა. ასე მან შეასრულა თავისი დანაპირები. რაც შეეხება "მატრიცას", ჯეტ ლიმ ჩათვალა, რომ მისი ყოფნა და ოსტატობა იქ არ დასჭირდებოდა, რადგან კომპიუტერიზებულ ბლოკბასტერში შეუძლიათ გადაღება ჩვეულებრივ მსახიობებსაც.

   ჯეტ ლი არის ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარი. ის, როგორც მინიმუმ ერთხელ პირადად შეხვდა დალაი-ლამას. 2007 წელს ლიმ გამოაცხადა, რომ არის ტიბეტის დამოუკიდებლობის მომხრე, და განმარტა, რომ თუ ადამიანი იზიარებს დალაი-ლამას რელიგიურ შეხედულებებს, არ არის ვალდებული მისდევდევს მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც.

   1987 წელს ჯეტ ლი დაქორწინდა სპორტსმენ გოგონაზე - ჰუან ციუანი, რომელიც მასთან ერთად გამოდიოდა ჩინეთის უშუს ნაკრებში, და ასევე იღებოდა ფილმში "შაოლინის მონასტერი". მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი. 1990 წელს წყვილი დაშორდა ერთმანეთს. 1990 წელს ჯეტ ლი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული გახდა ჰონკონგელი მსახიობი ნინა ლი ჩი. წყვილი ზრდის 2 შვილს: ჯეინი (დაიბადა 2000 წ) და ჯადუ (2002).

   2004 წელს ჯეტ ლი ქალიშვილთან ერთად ისვენებდა მალდივის კუნძულებზე, როდესაც მოვარდა ცუნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თავიდან ითვლებოდა, რომ ლი დაიღუპა კატაკლიზმის დროს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მხოლოდ ფეხი დაიზიანა, როდესაც გამოჰყავდა თავისი გოგო სასტუმროს ვესტიბიულიდან.

   ჯეტ ლი დაკავებულია ქველმოქმედებით და არის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ელჩი.

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « ბრიუს ლი იუენ ბიაო »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე