ამ გვერდის ამობეჭდვა

ქუთაისის ღია პირველობა

1400 ჯერ

4 ივნისს ქალაქ ქუთაისში სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით ქალაქის მეორე ღია სასკოლო პირველობა გაიმართა უშუში.ღონისძიებაში ქუთაისელების გარდა ზუგდიდელი,მარტვილელი და ზესტაფონელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.შეჯიბრება ორი მიმართულებით,საჩვენებელ ტექნიკასა(ტაო) და კონტაქტურ ორთაბრძოლაში(სანდა) ჩატარდა.ტურნირი ქუთაისის მე–12 სპორტული სკოლის აღსაზრდელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და გუნდური თასიც არავის დაუთმეს.გამარჯვებულები და პრიზიორები ორგანიზატორებმა დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოეს.სპორტსმენები შეჯიბრისთვის ეროვნული ფედერაციის სერთიფიცირებულმა მწვრთნელებმა,ზურაბ კაპანაძემ,დათო ნანავამ და ტარიელ ტუღუშმა მოამზადეს.

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

ვებსაიტი: www.wushu.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა