კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე

კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე

360 ჯერ

სასიხარულო ინფორმაცია საქართველოში უშუს და სპორტის მოყვარულებისთვის. ემეიშანში (ჩინეთი) დასრულდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 56 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. ეროვნული ნაკრები 5 კაცის შემადგენლობით იყო წარდგენილი. ბოლო დღეს საჩვენებელ გამოსვლაში, დიდი კონკურენციის პირობებში ჩვენს ყულაბას კიდევ 2 ვერცხლი დაემატა. გაწვდით შედეგებს:
1) მარიამ თურმანიძე ერთი ოქრო (ჩა ჩუანი) 1 ვერცხლი (გუნშუ)
2) დავით გულისაშვილი ორი ვერცხლი (ფანძი ჩუიანი და დადაო)
3) ნინო ჩიხლაძე ვერცხლი (თაიძი ჩუიანში)
4) ლაშა სუმბულაშვილი ვერცხლი (თაიძი ჩუიანში)-ვეტერანებში.
რაც შეეხება მე-5 მონაწილე რაულ მამედოვს ვერ მოხვდა საპრიზო ადგილზე, მაგრამ მას დიდი პოტენციალი გააჩნია და დარწმუნებული ვართ მომავალში არაერთხელ ასახელებს საქართველოს.
ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი. ფედერაციის ისტორიაში პირველადაა ასეთი შედეგი მსოფლიოდან. მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური გვერდით დგომისათვის. მადლობა მწვრთნელებს.

 

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « განცხადება ინსტრუქტორებს »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე