ამ გვერდის ამობეჭდვა

ჩვენი ისტორიიდან

Suen Zhao_Shan

უშუს ისტორია საქართველოში

   1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა დააფუძნა ცნობილმა ჩინელმა ოსტატმა სიუენ ჯაო შანმა სახელწოდებით "თბილისი შაოლინ-სი ცუან ფა", სადაც ასწავლიდა არწივის სტილს "სინ ინგ ჩუანს". ბატონი შანი ბრძოლის ხელოვნებას ეუფლებოდა ჩინელი დიდოსტატების "ხუ ვან ვანისა" და "თი ლიუ სინის" ხელმძღვანელობით. სკოლაში 300-მდე მოწაფე ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ რჩეულები შემორჩნენ. შანი მაქსიმალურად გადაცემდა საკრალურ ცოდნას რჩეულ მოწაფეებს. ბატონი შანი გვევლინება არა მარტო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, არამედ, როგორც მიღებულია უშუს ოსტატებში, როგორც მკურნალი ექიმი. შესაბამისად იგი მკურნალობდა პაციენტებს აკუპუნკტურის (ნემსოთერაპია) და ციგუნის თერაპიის გამოყენებით. 1989 წელს სიუენ ჯაო შანის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ უშუს ენთუზიასტებს

 

მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ფესტივალებში, სემინარებში და აემაღლებინათ თავიანთი დონე. 1991 წელს თბილისში ჩატარდა პირველი საქართველოს ჩემპიონატი უშუში. 1996 წელს საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია გახდა უშუს საერთაშორისო ფედერაციის სრულ უფლებიანი წევრი. 2006 წელს გახდა ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები

1989-1990       ვახტანგ აბაშიძე

1990-1991       ნოდარ მაისურაძე

1991-1995       მერაბ გოგშელიძე

1995-2000       ზაზა ბეჟანიშვილი

2000-2004       დავით ბეჟაშვილი

2004-2008       დავით თათარაშვილი

2008-2012       ლევან ბექაური

2012-2014       ლევან ბექაური

2014-2018       გიორგი ვერულიძე

საპატიო პრეზიდენტი:

1989-2000  საპატიო პრეზიდენტი - სიუენ ჩჟო შანი

შეფასება
(2 შეფასებები)
Admin

ვებსაიტი: www.wushu.ge

დაკავშირებული სტატიები

კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა