მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე

მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე

1762 ჯერ

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები, 12-13 თებერვალს თბილისის მერიის დაფინანსებით იმყოფებოდა მოსკოვში საერთაშორისო  შეჯიბრზე "მოსკოვის უშუს ვარსკვლავი" (MOSCOW WUSHU STARS).

5 სპორტსმენისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა 15 სახეობაში მიიღო მონაწილეობა, ქართველმა უშუისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს, 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჩემპიონის ტიტულს დავით გულისაშვილი დაეუფლა, რომელმაც ასევე 1 ბრინჯაოს მედალი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას, ევროპის უშუს ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ვერულიძეს მიენიჭა მე-4 დუანი, რომელიც მას ევროპის უშუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გლებ მუზრუკოვმა გადასცა.

შეჯიბრებაზე იმყოფებოდნენ ქართული დიასპორას წარმომადგენლები ზაზა ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველი უშუისტები ტურნირზე ფედერაციის პრეზიდენტ - გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ, მოსკოვში მსაჯად იყო მიწვეული ლაშა სუმბულაშვილი.

ქართველი უშუისტების შედეგები მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე

დავით გულისაშვილი (თბილისი) - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
ჯემალ ირემაძე (ქობულეთი) - 3 ვერცხლი
მიხეილ იაროშენკო (თბილისი) - 2 ბრინჯაო
ანა კიკნაძე (თბილისი) - 1 ბრინჯაო

სამინისტროს პრესსამსახური

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები