ევროპის ჩემპიონატის დასკვნა

ევროპის ჩემპიონატის დასკვნა

1371 ჯერ

   გუშინ, 23 მაისს დასრულდა ევროპის მე-3 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში. შეჯიბრება ერთი კვირა მომდინარეობდა და მასში 27 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.

   საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების დელეგაცია წარდგენილი იყო 6 კაციანი შემადგენლობით, აქედან 5 სპორტსმენი იყო. საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ჩემპიონატი:

  • დავით გულისაშვილი - ფანცზი ცუიანი მე-2 ადგილი, შაოლინის ძიანი მე-3 ადგილი და პუდაო (გრძელი იარაღი) მე-3 ადგილი.
  • ნინო ჩიხლაძე - ჩენ ტაიციცუიანი მე-3 ადგილი და ჩენ ტაიციძიანი (მახვილი) მე-3 ადგილი.
  • ლაშა სუმბულაშვილი - ტაიცი ფან (მარაო) მე-2 ადგილი.
  • კონსტანტინე ქობულაძე - სანდა (ლაითი) მე-2 ადგილი.
  • ვლადიმერ ბურჭულაძე - ვინჩუნი მე-4 ადგილი.

   ყველაზე დიდი შედეგი, ჩვეულებისამებრ, რუსეთის ნაკრებმა აჩვენა. დარია ტარასოვამ ყველა სტილში, რომელშიც მონაწილეობდა, ოქროს მედლები მოიპოვა. მათი წარმატება არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან რუსეთში უშუს კოლოსალური მხარდაჭერა გააჩნია მთავრობის მხრიდან, განსაკუთრებით კი ვ.პუტინისგან. სხვათაშორის რუსეთის უშუს ფედერაციის პრეზიდენტმა გლებ მუზრუკოვმა დიდი წვლილი შეიტანა 18 მაისს გამართულ ევროპის ფედერაციის კონგრესსზე იმაში, რომ მომავალი უშუს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარებულიყო. საქართველოს მეტოქე ამ კენჭისყრაში უნგრეთის ნაკრები იყო. ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის ვიდეო პრეზენტაციამ საქართველოს შესახებ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესის წევრებზე, რამაც გაუადვილა მათ გადაწყვეტილების მიღება. შედეგად საქართველო და თბილისი უმასპინძლებს 2017 წელს ტრადიციული უშუს და ვინჩუნის ევროპის ჩემპიონატებს, ხოლო 2018 წელს უშუს ევროპის ჩემპიონატს.

   აღსანიშნავია, რომ კონგრესი ეძღვნებოდა ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების საუბილეო 30 წლისთავს, რომელსაც სტუმრობდა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და უშუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იუ ზაიჩინგი, რომელმაც თბილისში ჩამოსვლის პირობა დადო ევროპის ჩემპიონატისთვის. სულ მალე კი 3-6 ივლისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩამოვა ევროკომისია, რომლის მოვალეობაც იქნება წინასწარი შეფასება ჩვენი ქვეყნის მზადყოფნისა ევროშეჯიბრისთვის.

   ვულოცავთ ქართველ უშუისტებს და სრულიად საქართველოს ამ ჯერ არნახულ წარმატებას.

 

შეფასება
(1 შეფასება)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები