გვესაჭიროება ბლოგერები

გვესაჭიროება ბლოგერები

Badri   მოგესალმებით ყველას! უშუ ძალიან ძველი ორთაბრძოლაა, ძალიან მრავალფეროვანი, ღრმა ფილოსოფიისა და მორალური პრინციპების მქონე, უამრავი ლეგენდა და ისტორია უდევს საფუძვლად, მოიცავს ასეულობით სტილს და აერთიანებს ასეულ მილიონობით ადამიანს ასაკის, სქესის, რელიგიის, კულტურისა და ეროვნების მიუხედავად. ეს მსოფლიო ხელოვნების უდიდესი საგანძურია, რომელიც სულ რაღაც 25 წელია ხელმისაწვდომი გახდა ხალხის ფართო მასებისთვის და შესაბამისად ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს ქართველ ერს ამ ულამაზესი საბრძოლო ხელოვნების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, უშუ ამოუწურავი თემაა. რა თქმა უნდა, უშუს ეროვნული ფედერაცია, რეგიონალური ფედერაციები, ინსტრუქტორები ძალებს არ იშურებენ უშუს პოპულარიზაციისათვის, მაგრამ დღეს, ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის ერაში, ბევრად უკეთესი შედეგი შეიძლება მივიღოთ ქსელში ინფორმაციის გავრცელებით.

    ცხადია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გათვითცნობიერდება უშუს ირგვლივ, მით მეტი ჩაერთვება მასში, ეს კი ნიშნავს მეტ ფიზიკურად ჯანსაღ და ფსიქოლოგიურად მდგრად ადამიანს საქართველოში და აქედან გამომდინარე მეტ დადებით შედეგს ზოგადად ქვეყნისთვის. ადვილად შესაძლებელია და ჩვეულებრივ ასეც ხდება, რომ ჩვენმა და თქვენმა ინფორმაციამ დააინტერესოს ვინმე და შეუცვალოს ადამიანს ცხოვრება უკეთესობისკენ. თუ ერთ ბავშვი ან მოზარდი მაინც დაიწყებს ვარჯიშს და შეიცვლის ცხოვრებას ვინმეს ინფორმაციით, ეს ხომ მისთვის უდიდესი მადლი იქნება.

   ამიტომაც ჩვენ WUSHU.GE -ს გვჭირდება მეტი ინფორმაცია უშუს ირგვლივ, რომლის უხვად მოპოვებაც თავისუფლად შეიძლება ინტერნეტში რუსულ და ინგლისურ ენებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვესაჭიროება მოხალისე ბლოგერები, რომლებიც შეძლებენ სტატიების გადმოთარგმნას ქართულ ენაზე. შეგიძლიათ მასალები თვითონ მოიპოვოთ, გადათარგმნოთ და მოგვაწოდოთ (აუცილებლად წყაროს და მთარგმნელის მითითებით), მაგრამ უკეთესი იქნება თუ წინასწარ შეგვატყობინებთ რა სტატიას თარგმნით, რათა გაორება არ მოხდეს. ასევე ჩვენც შეგვიძლია მოგაწოდოთ სათარგმნი მასალები.

   გვერწმუნეთ, არც ჩვენ არ გვიხდის არავინ არაფერს ამ საიტის განვითარებაში, უბრალოდ ჩვენ ძალიან გვიყვარს უშუ. მოსინჯეთ, დაიწყეთ ვარჯიში და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ ის!

მოგვწერეთ ელ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ბადრი ნოზაძე (ადმინი)

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები