კონფუცი

კონფუცი

Confucius   კონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – “მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).

   ლეგენდის თანახმად,მისი დაბადება იწინასწარმეტყველა მარტორქამ.

მართალია,ის ღარობ ოჯახში დაიბადა,მაგრამ მან შეძლო მიეღო შესანშნავი განათლება.19 წლის ასაკში დაქორწინდა.ეყოლა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი.

527 წელს მას დედა გარდაეცვალა.მას შემდეგ მან გააგრძელა თავის კარიერა,მასწავლებლის რანგში.

   კონფუცის სკოლაში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელები სწავლობდნენ – არისტოკრატებიც და უიღბლო ადამიანებიც.

   ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი უძველეს ჩინეთში იყო ბრძენი ფილოსოფოსი კონფუცი.კონფუცი იყო ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე და სოციალური ფილოსოფოსი,რომლის სწავლებამ და ფილოსოფიამ ღრმა გავლენა იქონია ჩინურ,იაპონურ,კორეულ და ვიუტნამურ ცხოვრებაზე და აზროვნებაზე.მისი ფილოსოფია დაკავშირებულია და პირად და სამთავრობო მორალთან,სოციალურ ურთიერთობასთან,სამართლიანობასთან და გულწრფელობასთან.ამ ღირებულებებმა მოიპოვა სახელი,სხვა დოკრტინბთან ერთად,როგორიცაა „ლეგალიზმი“ და „ტაოიზმი“,ჰანის დინასტიის დროს.კონფუცის ნააზრები ჩამოყალიბდა,როგორც კონფუციზმი.

   მას გუბერნატორადაც მოიხდა ყოფნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ტერიტორიას მართავდა.მისი ნიჭის შესახებ ბევრა იცოდა და,ამიტომ გასაკვირიც არ არის,რომ მას რჩევის საკითხავად მეზობელი სამეფოებიდანაც რომ აკითხავდნენ.

   კონფუციანელები – რომლებიც ყველას ჭარბობენ ჩინეთში,სწორედ კონფუცის ჩამოყალიბებულია ძვ. წ. აღ. VI ს-ში.

   კონფუცის მოძღვრებას ძნელია რელიგია ეწოდოს, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მასში არათუ პიროვნული აბსოლუტის, არამედ არც კოსმოგონიის, ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ლოგიკისა და მეტფიზიკის პრობლემები არსებობს. იგი, უპირველეს ყოვლისა, ეთიკურ-პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს და მისი ძირითადი საკითხებიც ადამიანის ბუნება, მისი მორალი, ოჯახური ცხოვრება და სახელმწიფოს მართვაა.

   კონფუციანელობის მთავარი თემა ზეციერისა და მიწიერის ურთოერთობაა. მისი აზრით, ზეციური ბატონობს მიწაზე და განაგებს მას. იგია ის, რაც ადამიანებს ბედისწერას უქვემდებარებს, ეს უკანასკნელი კი ადამიანის ცხოვრებას განაგებს. ზეცა ბუნების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს, მისი უმაღლესი სულიერი ძალაცაა, რომელიც ადამიანის ბუნებას განაპირობებს. ადამიანი რომელსაც ზეცისაგან მონიჭებული აქვს გარკვეული ეთიკური თვისებები, მორალური კანონების (დაო) მიხედვით უნდა იქცეოდეს და სწავლის მეშვეობით უნდა სრულყოფდეს თავის ზნეობას. სწავლის მიზანი „კეთილშობილი მამაკაცის“ (ძიუნ-ძი) დონის მიღწევაა, რომელიც ფლობს ლი-ს, რაც კეთილი ხალხის მიმართ სამართლიანი და უფროსების მიმართ პატივისმცემელი ადამიანის ეტიკეტია. კონფუცის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს ტერმინ „ჟენ“-ს (ადამიანურობა). ესაა კანონი ადამიანთა შორის ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში იდეალური ურთიერთობების შესახებ, რომელიც შეესიტყვება პრინციპს: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გსურს თავად შენ“. ამავე დროს, კონფუცისათვის უცხოა მტრების სიყვარული. იგი ამბობდა: „თუ მეგობრებივით მოვექცევი მტრებს, მაშინ როგორღა მოვექცე მეგობრებსო“.

   ამგვარი ეთიკური თეორიიდან აგებს კონფუცი თავის პოლიტიკურ კონცეფციას. იგი მოითხოვს ვალდებულებათა მკაცრ და ზუსტ იერარქიულ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის, რის მაგალითადაც მას ოჯახი მიაჩნია. როგორც ზეცას ექვემდებარება მიწა და იმპერატორი, ისე ამ უკანასკნელს ექვემდებარებიან მოხელეები, მამას – ოჯახის წევრები, უფროს ძმას – უმცროსი და ა.შ. ე.ი. ზნეობრივი ცხოვრება სუბორდინაციაზეა დამყარებული.

   კონფუციანელობაში დიდი მნიშნველობა ენიჭება რიტუალის შესრულების სიზუსტესა და პედანტურობას, თუმცა ამისათვის სხვა ფოლოსოფოსები კონფუცს აკრიტიკებდნენ, რადგან ამგვარ პედანტურობაში მიმდევართა მიზიდვის საშუალებას ხედავდნენ. იგი მაინც ჩინებულად მოერგო ჩინელთა ეროვნულ ხასიათს კონსერვატორიზმსა და ტრადიციათა დაცვის მოვალეობის გრძნობას.

   კონფუცის გარდაცვალების შემდეგ მისი მოძღვრება 8 მიმდინარეობად გაიყო, რომელთაგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი:

· იდეალისტთა სკოლა – მენძი;

· მატერიალისტთა სკოლა – სუნძი.

Confucius Monument   მისი სიკვდილის შემდგე,მისმა მშობლიურმა ქალაქმა მიიღო კულტურული დატვირთვა.მრავალი ტურისტი და ეწვევა მის საფლავს და მიმდებარე ტაძრებს.

კონფუცი,ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე

ცნობილი ფრაზები,რომლებიც მან დაუტოვა კაცობრიობას:
· დამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელი.

· სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო.

· უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

· იცვალე, რათა შეინარჩუნო – მთავარი პრინციპი.

· ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები.

· მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი.

· ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.

· ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას.

· ადამიანი აფართოებს გზას და არა გზა აფართოებს ადამიანს.

· მე გავიგონე და დამავიწყდა.

· მე დავინახე და დამამახსოვრდა.

· მე გავაკეთე და გავიგე.

· რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.

· აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა.

· ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის.

· ის, რასაც სრულყოფილი ეძებს – თავად მასშია, ის რასაც ეძებს არასრულყოფილი – სხვებში.

· შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ.

· მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან.

· ადრე ხალხი სწავლობდა, რათა სრულ-ეყო საკუთარი თავი. დღესდღეობით კი მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ სხვებთან თავი მოიწონონ.

· როგორ შევძლებთ გავიგოთ, რა არის სიკვდილი მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რა არის სიცოცხლე?

· ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.

· მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.

· საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება.

· განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან.

· ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.

შეფასება
(4 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge

დაკავშირებული სტატიები

ასევე ამ კატეგორიაში დრაკონის ინტრონიზაცია »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები