უშუ არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო სახელი.

უშუ არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო სახელი.

  უშუ (武   术  ) არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო  

 სახელი. შედგება ორი იეროგლიფისგან :  武-  wu (უ) – საომარი, საბრძოლო და (术  ) shu (შუ) – ხელოვნება, ტექნიკა.  
  სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელობებისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ტერმინები, ამიტომ აღნიშნულის წერაში რაიმე ღრმა ფილოსოფიური აზრის ძებნა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. უშუს იცნობენ  აგრეთვე სხვადასხვა სახელებითაც:
 
   კუნ-ფუ (კანტონურ დიალექტზე), გუნ-ფუ (ოფიციალურ ჩინურზე) – “საკუთარ თავთან მუშაობა/ვარჯიში”, ასევე ნიშნავს თავგადადებული ვარჯიშების შედეგს, ჰონკონგში იხმარება უშუ, ასევე გამოიყენება ვარიანტი კუნგ-ფუ.
 გო-შუ – “ქვეყნის ხელოვნება/ეროვნული ხელოვნება”; ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა აღსანიშნავად ჩინეთის რესპუბლიკის დროს, ამჟამად გამოიყენება ტაივანში.

  უ-ი – “საბრძოლო ხელოვნება”, იმპერატორული ჩინეთის დროინდელი ძველი ტერმინი.

      ცუან-ფა (“მუშტის მეთოდი”) ან ცუან-შუ (“მუშტის ხელოვნება”) – უ-შუს ერთერთი განაყოფი, ხანდახან ეს სიტყვა გამოიყენება როგორც მთელი უ-შუს სინონიმი.
  შინაარსით კუნგ-ფუ და უშუ ერთი და იგივეა. უშუ  (武   术  ) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “საბრძოლო ხელოვნება”, ხოლო გუნ-ფუ (功  夫  ), ასევე არასწორად ტრანსკრიბირებული როგორც “კუნგ-ფუ” ან “კუნ-ფუ” ნიშნავს “ოსტატობას” და ჩინეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე ნიჭიერ მუსიკოსთან, მხატვართან, მზარეულთან და სხვასთან მიმართებაში. “კუნგ-ფუს” გამოთქმის ტრადიცია მოვიდა ძველი ჰონკონგური საბრძოლო ფილმების ამერიკული თარგმანებიდან, რომლებშიც წარმოთქვამენ “კუნგფუს” (კანტონურ დიალექტზე მიღებული წარმოთქმა, გავრცელებული ჩინეთის სამხრეთში).
  

არსებობს უშუს ასობით სტილი. ისტორიულად არსებობდა მათი კლასიფიკაციის შემდეგი მცდელობები:

 
●    კლასიფიკაცია “ჩრდილოეთ - სამხრეთის” პრინციპით. დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩრდილოეთის სტილებისთვის დამახასიათებელია ფართო მაღალი პოზიციები, ფეხით დარტყმების დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვანი გადაადგილებები, იმ დროს როცა სამხრეთის სტილები ხასიათდება დაბალი პოზიციებით, მცირე მოძრაობით, ეყრდნობა ძირითადად ხელებით მოქმედებებს. თუმცა არსებობს მრავალი სტილი როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება ამ სქემაში.
● კლასიფიკაცია წარმოშობის სამი ცენტრის (“შაოლინი, უდანი, ემეი”) მიხედვით. ლეგენდები ამბობენ, რომ არსებობს უშუს სტილების წარმოშობის სამი ცენტრი: ბუდისტური მონასტერი სუნშან შაოლინი ხებეის პროვინციაში, დაოსური ტაძრების კომპლექსი უდანის მთებში  ხებეის პროვინციაში და ბუდისტური და დაოსური მონასტრები ემეის მთებში სიჩუანის პროვინციაში. თუმცა ამ სქემაში არ ჯდება მრავალრიცხოვანი სტილი, რომლებიც არ წარმოშობილან არცერთში ამ სამ ცენტრთაგან.
 
● კლასიფიკაცია სამი მდინარის (“ხუანხე, იანცზი, ჩჟუნცზიანი”) ხეობის მიხედვით. ეს კლასიფიკაცია შეიქმნა 1909 წელს შანხაიში დაფუძნებული ასოციაცია “ცზინუ”-ს მიერ, რომელმაც პირველმა მიმართა უშუს სისტემატური მეცნიერული შესწავლის მცდელობას. თუმცა მოცემულ სქემაში არ ჯდება სტილები გავრცელებული იმ რეგიონებში, სადაც არც ერთი ამ მდინარეთაგან არ მიედინება.
 
● სტილებად დაყოფა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ შორ დისტანციაზე ბრძოლას – “ჩანცუანი”  (长  拳  ), და სტილები რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ახლო დისტანციაზე ბრძოლას – “დუანდა”  (短   打  ). ამ სქემაში არ ჯდება სტილები, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.

ბადრი ნოზაძე

შეფასება
(3 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში ჩვენი ისტორიიდან »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე