ნანცუანი

კატეგორია: სპორტული სტილები გადასვლები: 2243

Nanquanნანცუანი - "სამხრეთის მუშტი" ან "ნან პაი" - "სამხრეთის სკოლა - ჩვეულებრივ ამ სახელებით მოიხსენიებენ უშუს იმ სტილებს, რომლებიც გავრცელებულია მდინარე იანძის სამხრეთით. და ის სამართლიანად ითვლება ერთერთ ყველაზე უძველეს და გავრცელებულ მიმართულებად, რომლის ისტორიის ათვლა იწყება მეოთხე საუკუნიდან.

  ყველაზე დიდი მასიურობა და გავრცელება ამ მიმართულებამ მოიპოვა ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში, რომლებიცაა - გუანდუნი, გუანსი, ფუციანი, ხუნანი, ხენანი, ციანსუ, ციანსი, ჩეციანი. და ყოველ მათგანში არის თავისი გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა და სპეციფიური შინაარსი. ყოველი ამ სტილთაგანი მდიდარია ფორმათა მრავალფეროვნებით, კომპლექსების დიდი რაოდენობით იარაღით და მის გარეშე. ყოველ სკოლას აქვს ვარჯიშების საკუთარი მეთოდი და სპეციფიკა, ყოველი სტილი აკეთებს აქცენტს ვარჯიშების განსაზღვრულ კომპონენტზე.

   მიუხედავათ ყველა ამ უდიდესი განსხვავებებისა სამხრეთის სკოლებში, ყველას აქვს საერთო გამორჩეულობა.