ტაიციცუანი

ტაიციცუანი


taichi   ტაიციცუანი (დიდი ზღვარის მუშტი) - უშუს ერთერთი ყველაზე პოპულარული შინაგანი სტილია. ეს არის ფიზიკური განსახიერება და კულმინაცია ჩინური ათასწლოვანი ფილოსოფიის, რომლის ზეგავლენის შედეგადაც ფორმირდებოდა ჩინეთის ხალხის ქცევა და მსოფლმხედველობა. დაოსური კანონის თანახმად დასაწყისში არავითარი სიცოცხლე არ იყო. სამყარო მხოლოდ გაცივდა შექმნის შემდეგ და იყო მღვრიე გაურკვეველი, საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე. ასეთ მდგომარეობას ეწოდებოდა "უ-ძი" ("ზღვარის არ არსებობა", "უსაზღვროება"). ეს იყო კონცენტრაცია მთელი სასიცოცხლო ძალების პოტენციალური ენერგიის. შემდეგ ბუნებრივი ენერგია გაიყო ორ საპირისპირო მხარედ, რაც ცნობილია როგორც ინი და იანი. ამ პოლარულობას უწოდეს ტაიცი - "დიდი ზღვარი". ეს არის გამოვლინება სიციცხლის საწყისი ძალის. როდესაც ადამიანი დგას უძრავად ის იმყოფება უ-ძის მდგომარეობაში. მისი გონება და ენერგია კონცენტრირებულია დანტიან-ში (სიმძიმის ცენტრის არე). როდესაც ადამიანი იწყებს მოძრაობას ის გადადის ტაიცის მდგომარეობაში (ინი და იანი ხდება განსხვავებული). როდესაც მოძრაობა იწყება, ის შეიძლება შეიცვალოს ან გადამისამართდეს, მაგრამ ცვლილება ხდება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიწყება მოძრაობა. როდესაც გაკეთებულია ერთი ცვლილება, შეიძლება მოხდეს სხვებიც და და ყოველი ცვლილება გვიხსნის შესაძლებლობებს შემდეგი გარდასახვისთვის.

ტიციცუანის განსაკუთრებულობა

   ტაიციცუანი - ეს არა მხოლოდ ვარჯიშებია დაწყნარებისა და რელაქსაციისთვის. ეს რთული, მრავალწახნაგოვანი საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც მოვარჯიშეს აძლევს სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობას, რადგანაც ფლობს როგორც შინაგან, ისე გარეგან ჰაეროვნებას, სინატიფეს და ელეგანტურობას. ტაიციცუანი - ეს მედიტაციაც არის მოძრაობაში და სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ვარჯიშიც, ასევე მაღალეფექტური რბილი თავდაცვის სისტემა. ტაიციცუანში ორთაბრძოლის მიმდინარეობის პრინციპები მნიშვნელოვნად განსხვავდება უშუს უმეტესობა სხვა სტილების პრინციპებისგან, რომლებიც დამყარებულია მხოლოდ კუნთურ ძალაზე - ლი. ტაიციცუანის მებრძოლი უხეშ და სასტიკ ძალას ხვდება თავის რბილი და დრეკადი ენერგიით. ის ემსგავსება "ბამბით შემოხვეულ რკინის ძელს". ტაიციცუანის ოსტატები განსაზღვრავენ ამ სტილის ცოდნას პირველ რიგში, როგორც "სულის ვარჯიშს".

ისტორია

   ტაიციცუანის წარმოშობის ისტორია სადავო თემაა, რადგანაც დროის სხვადასხვა მომენტებში არსებობდა სხვადასხვა ოფიციალური თვალსაზრისი, რაც ხელს უწყობდა ზოგიერთი არც ისე მართალი და ხანდახან სრულიად მცდარი ინტერპრეტაციის გავრცელებას.

   არსებობს ტაიციცუანის უძველესი ისტორიის ორი კონკურირებადი ისტორია. ერთი მათგანი, რომელიც დღეს წარმოადგენს ჩინეთის სახელმწიფოს ოფიციალურ ვერსიას, თვლის. რომ ეს საბრძოლო ხელოვნება ვითარდებოდა ჩენის ოჯახის შიგნით, რომელიც მე 14 საუკუნიდან ცხოვრობდა სოფელ ჩენძიაგოუში, ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია ხენანში, და რომ მე-17 საუკუნეში დააარსა ის ჩენ ვანტინმა, რომლისგანაც უკვე შეიძლება ვადევნოთ თვალი ტრადიციების გადაცემის უწყვეტ კვალს.

Chen Sanfen   მეორე, უფრო ძველი ვერსია, რომელსაც ემხრობიან იანის, უს, ჰაოს და სუნის სტილების წარმომადგენლები, ამბობს, რომ ტაიციცუანის პატრიარქი იყო ლეგენდარული დაოსისტი განდეგილი ჩან სანფენი, რაც მტკიცდება დამოუკიდებელი, თანამედროვე მეცნიერული კვლევების უმრავლესობით ამ სფეროში.

ტექნიკის განსაკუთრებული ნიშნები

   ჩენის სტილის ტაიციცუანის განსაკუთრებული ნიშნები: რბილი, მგორავი ნაბიჯი მცურავი და უწყვეტი მოძრაობებით და "მბიძგებელი ხელები" (ტუი - შოუ). რბილი, მგორავი ნაბიჯები საჭიროა წონასწორობის შესანარჩუნებლად ყველა გადაადგილებისას, ნახტომების გარდა, ხოლო "მბიძგებელი ხელები" (ტუი - შოუ), ცნობილი ასევე როგორც "წებოვანი ხელები" ვინჩუნში (იუნჩუნი), ხელს უწყობს ხელს უწყობს უნარის გამომუშავებას იგრძნოს და წინასწარ მიხვდეს შეხებისას და მყისიერად გადავიდეს თავდაცვიდან შეტევაში, იმავდროულად შებოჭოს მოწინააღმდეგის მოძრაობები. ეს ქმნის უხერხულობას მეტოქისთვის, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ დარტყმებს და არაა მიჩვეული , როდესაც დარტყმები ეფლობა მოწინააღმდეგის დაცვაში. მცურავი და უწტვეტი მოძრაობა, რაც ჩვეულებისამებრ მუშავდება კომპლექსების ნელი შესრულებით, იძლევა საშუალებას მოძრაობის ტექნიკის დაწვრილებით დამუშავების და ბრძოლაში დიდი სისწრაფის მიღწევისა, ტექნიკის სისწორისა და მოძრაობის რაციონალობის ხარჯზე.

   იანის სტილის ტაიციცუანის განსაკუთრებული ნიშნები: ძირითადი განსხვავება ტაიციცუანისა (და სხვა შინაგანი სტილების) სხვა მომართულების საბრძოლო ხელოვნებათა უმეტესობათაგან - ეს ფიზიკურად უფრო ძლიერ და სწრაფ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებაა საკუთარი უხეში ფიზიკური ძალის (ლი) გამოყენების გარეშე. იან ჩენფუს ტრაქტატში "ტაიციცუანის ათი პრინციპი" ნათქვამია: "არ გამოიყენო ლი, მაგრამ გამოიყენე ი და ცი". ი-ს და ცი-ს გაგების ყველაზე გავრცელებული თარგმანი - ეს განზრახვა და ენერგიაა. არსობრივად კი ორივე ეს გაგება არის რთული კატეგორია - თვისება, რომელიც მუშავდება განსაკუთრებული ფსიქოფიზიკური ვარჯიშის შედეგად, რასაც წარმოადგენს ტაიციცუანის ვარჯიშები. ამ პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების ილუსტრაციისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლი ციმინისა და მასუტაცუ ოიამას (კარატისტი, კიოკუსინკაის სტილის დამაარსებელი) ცნობილი ორთაბრძოლის მაგალითი. ეს იყო ერთერთი იმ ძალიან მცირე რაოდენობის ბრძოლებიდან, რომელიც წაუგია ოიამას. ბრძოლის დასრულებისას ოიამა დაეცა მუხლებზე და ატირდა, რადგანაც ქანცგაცლილი იყო და ერთხელაც ვერ შესძლო შეხებოდა მოხუც ლის. ამის შემდეგ ადგა, ქედი მოუხარა და უდიდესი მადლობა გადაუხადა ოსტატს იმისათვის, რომ მან აჩვენა, თუ რა არის ნამდვილი ხელოვნება. მოხუცმაც პასუხად მადლობა უთხრა იმისათვის, რომ მიეცა საშუალება გაევარჯიშებინა ბებერი ძვლები.

    ტაიციცუანში თავიდანვე არსებობდა ერთადერთი უნივერსალური ფორმა (კომპლექსი), რომელიც შედგებოდა 37 ორიგინალური ილეთისაგან (დამკვიდრებულია მოსაზრება რომ ამაზე მეტი ილეთი არცერთ საბრძოლო ხელოვნებას არ გააჩნია). ამასთან, ფორმაში ზოგიერთი ილეთები მეორდებოდნენ რამდენჯერმე, რის ხარჯზეც მოძრაობათა რაოდენობა და მათი შესრულების დრო იზრდებოდა. ეს იძლეოდა ტაიციცუანის იმ უნიკალური პრინციპების დამუშავების საშუალებას, რომელთა გამოც ეს ხელოვნება მოცული არს ლეგენდებით.

    ტაიციცუანში ვარჯიში მრავალი პრობლემებისგან ათავისუფლებდა, მოვარჯიშე იწმინდავდა საკუთარ ენერგიას და ცნობიერებას, აძლიერებდა და აბალანსებდა თავის ემოციონალურ - მგრძნობელობით სფეროს, იხვეჭდა ძლიერ ჯანმრთელობას. ტაიცის პრინციპებით მოქმედება თანდათანობით იქცეოდა მისი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად და თვისებად და მხოლოდ ამის შემდეგ უწოდებდნენ მას ოსტატს.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები