ბაიმეიცუანი

ბაიმეიცუანი

BaiMeiQuan   ბაიმეიცუანი - უშუს ერთერთი სტილი. ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ამ სტილის შემქმნელი იყო დაოსი ბაიმეი ("თეთრწარბა"), რომელმაც ჩაიტანა ის სიჩუანიდან გუანდუნში. სხვა წყაროები ამბობენ ლინ ჰეს შესახებ და მიაწერენ მას ამ სტილის შექმნის ავტორობას. ის ცნობილი იყო მეტსახელით ჟუიჩუ (1831-1998) გუანდუნის პროვინციის ჰოსიანის უეზდიდან. "თეთრი წარბი" ნიშნავს დიდ გამოცდილებას და სიბრძნეს, მაგრამ ასევე შეიძლება ნიშნავდეს თეთრ საშუბლე თავსაკრავს. ბაიმეიცუანი ეკუთვნის ჩინეთის სამხრეთის ერთერთ სამ ძირითად სტილს, იუნჩუნცუანისა (ვინჩუნი) და ნანტანლანის (სამხრეთ ჩოქელა) ჩათვლით. სამივე სტილს განასხვავებს "წებოვანი ხელების" განსაკუთრებული ტექნიკის არსებობა და ყველა ისინი უპირატესობას ახლო დისტანციაზე ბრძოლას ანიჭებენ.

   ბაიმეი საკმაოდ ლაკონური სტილია. მასში არის როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ტექნიკა. ციგუნის პრაქტიკა გამოიყენება ფიზიკური ძალის და ფეთქებადი ძალისხმევის გასაძლიერებლად, ხოლო ფიზიკური ძალა ამდიდრებს ციგუნს.

   მოძრაობები ბაიმეის სკოლაში გამოირჩევა მაღალი სისწრაფით და ეფექტურობით ახლო ბრძოლაში. სწრაფი, ფეთქებადი ძალისხმევები მჭიდროდ არის დაკავშირებული კუნთების მოდუნებასთან და მათი მოძრაობაში ჩართვის სისწორესთან. აქცენტი საშუალო და ახლო დისტანციებზე ბაიმეიში დაფუძნებულია ფეხების სპეციფიკურ მუსაობაზე და უნიკალურ "ნაბიჯების ძებნაზე". "ფასკუნჯის თვალის" მუშტს და ხელების შემოკვრით მოძრაობებს გააჩნიათ რაღაც მსგავსება ფუძიანის ბაიჰეცუანთან ("თეთრი წეროს მუშტი"). გადაადგილება ხდება მოკლე ნაბიჯებით და ტერფის მყარად დადგმით. გამოიყენება "ორი ხელის ერთი ხელით დამორჩილების" წესი.

   ბაიმეი დინამიური და სწრაფი სტილია, რომელშიც აგრესიულად გადადის ერთმანეთში შემოკვრები, ჩეხვები და ჩხვლეტები. ბრძოლის წარმოების ასეთი მანერა მკაფიოდ შეესაბამება ოთხ ძირითად ზეპირ ფორმულას: შეწოვა (თუნ), გადმოქცევა (თოუ), ჩამოკიდება (ფო) და ჩაძირვა (ჩუნ).

   ჩვენს დროში ეს სტილი უმეტესად გავრცელებულია სიჩუანში, გუანდუნში, სიანგანში და აომენში.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე