ბაციცუანი

ბაციცუანი

ბაციცუანის წყაროების კვლევა


Bajiquanბაციცუანი გადმოცემული იყო მოხეტიალე დაოსი ბერის მიერ ცინის დინასტიის დროს "კანსის" დევიზით მმართველობის წლებში. სტილთა ჟამთააღმწერლების ქრონიკის თანახმად, ბერმა-პირველმასწავლებელმა გადასცა ის უ ჩჟუნის გვარს შანდუნის პროვინციის სოფელ ჰაიფენჩჟუანიდან. უ ჩჟუნი, რომელიც 10 წელი სწავლობდა ხელოვნებას მოხეტიალე ბერთან, ჩაწვდა ბაციცუანისთვის აუცილებელ არსს. ბერის წასვლიდან 2 წლის შემდეგ მოვიდა მისი ერთერთი მოსწავლე, რათა ესწავლებინა უ ჩჟუნისთვის დიდი შუბის ფლობა და გადაეცა მისთვის გრაგნილი ბაციცუანის საიდუმლოთა განმარტებებით. ამის შემდეგ უ ჩჟუნის მიერ ხელოვნების აღქმა გახდა უღრმესი. "იუნჩჟენის" დევიზით მმართველობის დროს პირადად უ ჩჟუნი სამჯერ ჩეიჭრა შაოლინის მონასტერში, რომელიც მდებარეობს ფუციანის პროვინციაში, ღამით შეაღწია არქატების დარბაზამდე და მოხერხებულად მოიპოვა თევზის ხეობის კუდი, ამასთან არ მიუღია ერთი ნაკაწრიც კი თავისი მაღალი საბრძოლო ოსტატობის წყალობით.

   ყველა სახის იარაღიდან უ ჩჟუნმა ყველაზე მეტად დახვეწა ექვსი კოორდინაციის წითელი შუბი. ექვსი კოორდინაციის წითელი შუბი - ეს შუბით მოქმედების მეთოდია, რომელიც გავრცელებული იყო წითელქურთუკიანთა ჯარებში. მოგვითხრობენ, რომ "იუნჩჟენის" დევიზით მმართველობის დროს უ ჩჟუნი ჩავიდა პეკინში და შეებრძოლა ვან იუნტის სიუნციუნიდან, შუბის ტარების ბოლოებში დამაგრებული იყო ცარცი; დარტყმების შედეგად ცარცი შემოეკრო მთელს შუბლზე იუნტის, მან კი აბსოლუტურად ვერ იგრძნო ვერაფერი. იმ ჟამიდან უ ჩჟუნს შეარქვეს "უ - ჯადოსნური შუბი". როგორც ამბობდნენ იმ დროში, "ნანკინიდან პეკინამდე უდიდესი შუბის ოსტატი - ეს უ ჩჟუნია".

   უ ჩჟუნმა თავისი საბრძოლო ხელოვნება გადასცა უფროს ქალიშვილს უ ჟუნს და ვაჟიშვილს უ იუნს. უ ჟუნისგან ბაციცუანი გადაეცა მენცუნში, რომელიც ხებეიშია. იმ დროიდან ბაციცუანი ფართოდ გავრცელდა მენცუნის შემოგარენში. დღეს მენცუნის მუსულმანური ავტონომიური უეზდი  - ეს მთელს ჩინეთში ცნობილი ბაციცუანის "მშობლიური სოფელია". უეზდში ასზე მეტი სოფელია და ყოველ მათგანში არიან ბაციცუანში მოვარჯიშეები. რადგან ბაციცუანს ძლიერ გამოკვეთილი საბრძოლო ხასიათი აქვს, საბრძოლო ხელოვნების მასწავლებლები განიხილავენ მას როგორც "საგვარეულო საბრძოლო ხელოვნებას" და ძალიან უფრთხილდებიან ამ სტილს. ბაციცუანი ძირითადად გავრცელებულია ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბაციცუანის ტექნიკის მოთხოვნათა არსი

   ტექნიკის განსაკუთრებულობათა თვალსაზრისით ბაციცუანს ახლავს გამოკვეთილი მანერა. გარდა იმისა, რომ ხშირად გვხვდება უშუსთვის ჩვეული ხელებით და ფეხებით დარტყმები, არის ძალიან ბევრი შემტევი ტექნიკა მჭიდრო დისტანციიდან კორპუსით და ხელებით. უფრო მძიმე მოწინააღმდეგესთან გამოიყენება პრინციპი "ის არ მოძრაობს - მე არ ვმოძრაობ, ის ოდნავ დაიძრა - მე დავიძარი პირველი". პირველ რიგში საჭიროა მოწინააღმდეგის პროვოცირება ილეთის გაკეთებაზე, ხოლო როდესაც ის გაიხსნება გადახვიდე შეტევაზე, ფართოდ გახსნა მოწინააღმდეგის ჭიშკარი და მაშინვე მჭიდრო დისტანციიდან გამოიყენო ილეთი. ბაციცუანში ძალიან ძლიერად ამუშავებენ იდაყვების ტექნიკას, არის გამოთქმაც: "ბაცის მუშტის მეთოდები ძლიერია იდაყვებით". ბაციცუანის ხელებით მოქმედების ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდების მაგალითებია "სასტიკი იდაყვი", "სასტიკი ხელისგული", "დარტყმა თეძოთი", "გაჩეხო მთა და დაეყრდნო". ბაციცუანის გამაცამტვერებელი ილეთები აუცილებლად უწყვეტად უნდა შესრულდეს სამ დონეზე, მხოლოდ მაშინ შეიძლება ერთი მოძრაობით მიაღწიო წარმატებას.

baji1   ბაციცუანისთვის ბრძოლაში დამახასიათებელია ვეფხვის მძლავრი მრისხანება და დათვის ჩამჯდარი სტაბილურობა. ძალაში ყველაზე მთავარია - სიხისტე, წოდებული "ძალის ფეთქებად გამოტყორცნად". ბაციცუანის ძალის ფეთქებადი გამოტყორცნა ყველა ტექნიკაში ერთნაირია. ძალის გამოტყორცნის განსაკუთრებულობა ასეთია: მოძრაობა მსგავსია მშვილდიდან სროლისა, გამოტყორცნა - აფეთქების, ფორმა მოძრაობს - სული მიყვება, სისწრაფე - როგორც ელვისა. ამიტომაც ძალის ფეთქებადი გამოტყორცნა ასეთი დიდია, ის დაკავშირებულია ბაციცუანის გადაადგილებებთან. "მცოცავი ნაბიჯი" და "დათვისებრი ნაბიჯი" - აი ძალის გამოტყორცნის წყარო. არის გამოთქმა: "ძალა იწყება ქუსლებში, გამოიტყორცნება წელით, კვეთავს და გადის თითების წვერებში". როგორიც არ უნდა იყოს ხელების ტექნიკა - ტაოლუში სავარჯიშო თუ ბრძოლაში გამოსაყენებელი - საჭიროა სწრაფვა, რომ ძალის გამოტყორცნა იყოს სრული და ეფუძნებოდეს ამ სამ პუნქტს.

   მასწავლებელმა ვან ჰუაშუნმა ზეპირად გადმოსცა რვაიეროგლიფიანი საიდუმლო: პირველი - ცუნი, მეორე - შემოხვევა, მესამე - აწევა, მეოთხე - მოხრილ იდაყვზე ასვლა, მეხუთე - შერჭობა, მეექვსე - აცოცება, მეშვიდე - სიხისტე, მერვე - გაგდება.

         კორპუსის ცხრა მოთხოვნა ბაციცუანის ტექნიკაში:

  1. აზრები მცირეა, კორპუსი სწორი.
  2. მხრების მოდუნება და ცის დაწევა.
  3. გარეგნულად კვადრატული - შეგნით მრგვალი.
  4. მკერდის შეტანა.
  5. თეძოებით გაფართხალება და წელის ჩაკეტვა.
  6. ფეხები და ხელები ერთმანეთს მიყვებიან.
  7. ცი და ძალა ატანენ მეორე მხარეს.
  8. სამი დონე უწყვეტად უტევს.
  9. აზრი იცავს დანტიანს.

baji wu__familyბაციცუანის ტექნიკის ექვსი აკრძალვა:

  1. ცი
  2. სიჩქარე
  3. შაბლონურობა
  4. წყვეტები
  5. გაფანტულობა
  6. გადაუწყვეტობა

   თუმც მოულოდნელი ძალის ფეთქებადი გამოტყორცნა და შემოხვევითი ზეწოლა მჭიდრო დისტანციაზე არის ბაციცუანის ტექნიკის ღირსებები, მათ აქვთ ნაკლი - შეტევის მოულოდნელობის გამო ძნელია სწრაფად თავდაცვაში უკან დახევა. ამიტომაც ძველი თაობის ბაციცუანის ოსტატები თავიანთი გამოცდილების საფუძველზე ნაკლის აღმოსაფხვრელად ბევრს ვარჯიშობდნენ პიგუაცუანში, მისი მრისხანე მჩეხავი დარტყმების შემდეგ შორი დისტანციიდან შედიოდნენ ახლოს ბაციცუანის ილეთებით. უშუს სამყაროში არის გამოთქმა: "ბაცის დაუმატე პიგუა - და არც ღმერთის გეშინია და არც ეშმაკის".

   რადგან ბაციცუანის ტექნიკაში უმთავრესია - მხრები, იდაყვები, თეძოები და მუხლები, ხოლო ილეთების გამოტყორცნა ხისტი და მძვინვარეა, ამიტომ ადვილად შეიძლება დააზიანო მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე ბაციცუანში მოვარჯიშე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს პარტნიორთან ვარჯიშისას. ძველი თაობის ოსტატი ჯადოსნური შუბი ლი შუვენი ძალიან კარგად იბრძოდა და ძალიან ბევრი უშუს ცნობილი ოსტატი დაიღუპა მისი ხელიდან. ჩინეთის რესპუბლიკის პირველ წელს ტიანცინში ერთმა ოსტატმა გამოიწვია ბრძოლაში ლი შუვენი. ლი შუვენმა გამოიყენა ილეთი "მრისხანე ვეფხვი ბრუნდება მთიდან" და მოკლა მოწინააღმდეგე. ახლა სხვა დროა და ბაციცუანის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის და არა ჩხუბისთვის. მოვარჯიშემ პატივი უნდა მიაგოს მასწავლებელს და აღიმაღლოს უდე.

 

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე