ვინჩუნი

ვინ ჩუნი

vin-chun   ვინ ჩუნი ("მარადიული გაზაფხული") - უშუს ჩინური სკოლა. გამოიყენება მრავალი საბრძოლო ტექნიკა, ამ მიზეზის გამო ითვლება უშუს საბრძოლო მიმართულებად. ბრძოლა ვინ ჩუნში დაფუძნებულია პრინციპებზე, რომლებიც მიიღწევა მოწაფის მიერ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. შეტევის ხაზიდან გასვლები ივსება მყისიერი სწორხაზოვანი შეტევებით უკიდურესად მოკლე მანძილზე მიახლოვებისას. ხშირად ბრძოლა მთავრდება მუხლის ან იდაყვის დარტყმებით. მოძრაობა "წებოვანი ხელები" (ჩი საო) მებრძოლს შესანიშნავი ორიენტირების საშუალებას აძლევს ახლო დისტანციებზე. არსებობს დანის ტექნიკაც, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელის ტექნიკასთან და უიარაღო ილეთებთან. "წებოვან ხელებთან" ერთად შეისწავლება დაჭერები და გდებები.

ისტორია

   ტრადიციულად ლეგენდები უკავშირებენ სტილის წარმოშობას ფუძიანის პროვინციაში მდებარე სამხრეთ შაოლინის მონასტერს. ერთერთი ვერსიის თანახმად, სტილს ასწავლიდა სამხრეთ შაოლინის წინამძღვარი ჩჟიშანი, როგორც გამაჯანსაღებელ ვარჯიშს ახლომდებარე სოფლებში მაცხოვრებელთათვის. სხვა ლეგენდა ამტკიცებს, რომ სტილი შექმნილი იყო სამხრეთ შაოლინის ხუთი ოსტატის მიერ, რომლებმაც შეასრულეს ეს სამუშაო "გაზაფხულის განდიდების დარბაზში" (ვენჩუნტანი). მესამე ლეგენდა ამბობს, რომ სტილი შემუშავებული იყო ქალის იან იუნჩუნის მიერ, სამხრეთშაოლინის მორჩილის ქალიშვილის მიერ ან მამამისის სწავლების საფუძველზე, ან მონაზონ უმეის სწავლების საფუძველზე.

   თუმცა 1930-1940-იან წლებში უშუს ისტორიის ცნობილმა ჩინელმა მკვლევარმა ტან ჰაომ ჩაატარა საველე კვლევები და დაადგინა, რომ "სამხრეთ შაოლინის" მონასტერი არ არსებობდა საერთოდ, რომ ეს მონასტერი იყო მოგონებული შუასაუკუნეების "რაინდულ" რომანში "ვან ნიან ცინი" ("10 000 წელი სიცოცხლე ცინის დინასტიის იმპერატორს!" - სათავგადასავლო რომანი, რომელიც აღწერს, თუ როგორ მოგზაურობდა ინკოგნიტოდ და ეყრებოდა ყველანაირ ხიფათს ჩინეთის ერთერთი მომავალი იმპერატორი), ხოლო ჩჟიშანი, უმეი და სხვები - უბრალოდ ამ რომანის პერსონაჟებია. რადგანაც ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობა გაუნათლებელი იყო, ლიტერატურული ნაწარმოებებს კითხულობდნენ  მელექსეები ბაზრობებზე ფულზე, და ბევრი უბრალო ადამიანი ხშირად ვერ არჩევდა ერთმანეთისგან მხატვრულად გამოგონილს და რეალური ამბისგან; მით უმეტეს უბრალო გლეხებს არ შეეძლოთ შეემოწმებინათ, რომ, მაგალითად, სამხრეთ შაოლინის ისტორიებში ნახსენები ობიექტები დაშორებული არიან ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით, რომ იქ ნახსენები ადამიანები არასდროს არ იკავებდნენ მათთვის მიწერილ თანამდებობებს და ა. შ.

   სტილის მეტ-ნაკლებად სარწმუნო ისტორია იკვეთება მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოდან, როდესაც ეს სტილი მოხვდა გუანდუნის ოპერის ტრუპაში. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სტილი მოგზაურობდა მსახიობთა ტრუპასთან ერთად, რომელთაგანაც მას სწავლობდა ხალხი პროვინციის სხვადასხვა ნაწილიდან. სტილი გამოიყენებოდა როგორც ანტიცინელი რევოლუციონერების მიერ, ასევე სოფლების თავდაცვითი ჯგუფების მიერ. დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა წლებში, ორმა მსახიობმა - ჰუან ჰუაბაომ და ლიან ერდიმ დატოვეს ტრუპა და დასახლდნენ ფოშანში, სადაც ასწავლეს აფთიაქარს ლიან ძიანს. მე-19 საუკუნის ბოლოს ლიან ძიანმა მოიგო ბევრი ბრძოლა და გახდა ცნობილი როგორც "იუნჩუნ ვანი" ("ვინჩუნის მეფე"). მას არ ჰქონდა ოფიციალური სკოლა, მაგრამ ასწავლიდა კერძოდ თავის აფთიაქში. მას შემდეგ რაც დატოვა ბიზნესი, ლიან ძიანი დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელში - გულაო, სადაც ასწავლა თავისი სტილი თანასოფლელებს.

IP Man Bruce Lee   ფოშანი გახდა ადგილი, საიდანაც წამოვიდა ვინჩუნის დღეისათვის ყველაზე ცნობილი ვერსია. ფოშანში ამ სტილში ვარჯიშობდნენ ძირითადად მდიდარი ვაჭრების შვილები, რადგან მათ მშობლებს შეეძლოთ მაღალი ანაზღაურების გადახდა სწავლებისთვის, ხოლო თვითონ მათ კი ჰქონდათ ვარჯიშისთვის საკმარისი დრო. ყველაზე ცნობილი მათგან დღეისთვის ე ვენი (იპ მანი კანტონურ დიალექტზე) სწავლობდა სტილს ჩენ ჰუაშუნთან, უ ჩჟუნსუსთან და ლიან ბისთან (ლიან ძიანის შვილი). 1949 წლიდან ის საბოლოოდ დაფუძნდა ჰონკონგში, სადაც დაიწყო იუნ ჩუნის სწავლება რესტორნების მუშების პროფკავშირების წევრებისთვის. გარდაცვალებამდე 1973 წ. მან მოამზადა უზარმაზარი რაოდენობის დღეისათვის ცნობილი ოსტატი თუ უბრალოდ მებრძოლი. ე ვენმა (იპ მანი) მოუტანა სტილს დიდება, მაგრამ ყოველთვის არ მკვიდრდებოდა ეს დიდება ღირსეული მეთოდებით. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როდესაც ე ვენის მოსწავლეები მიდიოდნენ უშუს სხვა კლუბებში ჰონკონგში და ცემდნენ მასწავლებლებს. დღეისათვის ჰონკონგში იუნ ჩუნის მრავალი სექცია არსებობს, სადაც ასწავლიან ძირითადად იპ მანის მოსწავლეები, ასევე ვინ ჩუნის სხვა შტოს წარმომადგენლები.

   ვიეტნამური მიმართულება ვინჩუნკუენი იღებს თავის საწყისს 1939 წლიდან ჟუან ძიუნისგან (ნგუენ ტე კონგი), ლეგენდარული ჩინელი ოსტატისგან, რომელიც ჩავიდა ჰანოიში ვიეტნამში ჩინელი ემიგრანტების ასოციაციის მიწვევით და რომელმაც ხორცი შეასხა ცხოვრებაში ჩინური საბრძოლო ხელოვნებების პრინციპს: "ოთხი ლიანით გადალახო ათასი ცზინი", რაც ნიშნავს: "სუსტი ძალისხმევა ანეიტრალებს შეტევას".

სტილის ტექნიკური მახასიათებლები

ip man   არსებობს გავრცელებული შეცდომა, რომ ვინ ჩუნის განმასხვავებელი ნიშანია მოძრაობები "ჩი-საო" - "წებოვანი ხელები", რომლის მეშვეობითაც მებრძოლი ეჩვევა მუდმივად იყოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტში, იგრძნოს ყველა მისი მოძრაობა და სეუსალოს მას ხელი თავისი ილეთების გატარებაში. ანალოგიური მოძრაობები არსებობს ტრადიციული ჩინური უშუს პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში, მხოლოდ სახელწოდება აქვს სხვადასხვა. მაგალითად ტაიციცუანში ამ მოძრაობას ჰქვია ტუიშოუ. ახლანდელ დროში ჩი-საო აყვანილია თითქმის აბსოლუტში და შეჯიბრებებიც კი ტარდება ჩი-საოში. მაგრამ სინამდვილეში, ჩი-საო არის მხოლოდ ერთი ვინ ჩუნში არსებული მრავალი მოძრაობიდან. საქმეზე კი ვინ ჩუნის განმასხვავებელი ნიშანი არის დიდი აქცენტი საბრძოლო ხელოვნებათა ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა შერწყმა, თხევადურობა, კომპაქტურობა, არახელოვნურობის ხელოვნება და ა. შ.

   მეორე მხრივ, სწორედ ჩი-საოს ვარჯიშები გამოიმუშავებენ შეტევისა თუ თავდაცვისა და სეტევის გზის ვარიანტების სწრაფად მოძებნის უნარებს. საქმე იმაშია, რომ ახალბედა მოსწავლის მიერ დამუშავებული ტექნიკის დიდი რაოდენობა, პერიოდული საწვრთნელი სპარინგების ჩათვლითაც, ქმნის თავში არეულობას: შეტევის მოგერიებისას ის იბნევა იმაში, რომელი ბმა გამოიყენოს და მთავრდება ყველაფერი, როგორც წესი, "მუშტების ქნევით", რაიმე ტექნიკაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ გვიწევს. სწორედ ჩი-საოს მოძრაობები, როგორც ხანგრძლივი მოქმედება პარტნიორთან კონტაქტში, გამოიმუშავებს უნარებს ხიდების ჩახსნების, ხიდების გადების, შეტევის, კონტრშეტევის, სიმძიმის ცენტრისა და გადაადგილების კოტროლის.

    ვინ ჩუნის მებრძოლები ბრძოლას აწარმოებენ მოკლე დისტანციაზე, საიდანაც შეიძლება მიწვდე მეტოქეს ხელის მტევნით, და კიდევ უკეთესი - იდაყვით. საჭირო ახლო დისტანციაზე შეღწევის მიზნით გამოიყენება სპეციალური ტიპის გადაადგილებები. ფეხით დარტყმები გამოიყენება ხელის დარტყმებთან შეთანხმებით. ჩვეულებრივ ფეხებით ურტყამენ  მოწინააღმდეგეს მუხლებში ერთდროულად ხელით ზედა დონეზე შეტევასთან.

   იარაღებიდან, დღეისათვის ყველაზე პოპულარულ ე ვენის ვერსიაში, სწავლობენ გრძელ ჯოხს და ე. წ. "პეპელა ხმლებს". სხვა ვერსიებში გვხვდება სხვა სახის იარაღებიც, თვით ძიანის ხმალამდე და ბუდისტურ კრიალოსნამდე.

 jkd4  ე ვენის ვერსიაში სამი უიარაღო კომპლექსი - "საწყისი იდეა", "ხელების ძებნა" და "დამრტყმელი თითები". სხვა ვერსიებში არის სხვა კომპლექსებიც. ვიეტნამური ვინ ჩუნი, მაგალითისთვის, ხაზს უსვამს თავის ლეგენდარულ სამხრეთშაოლინურ წარმოშობას და იყენებს ხუთი ცხოველის კომპლექსს.

   რეალური ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩი-საოს ვარჯიშების გარდა გამოიყენება წყვილებში ვარჯიშების მრავალი სახესხვაობა, ასევე ვარჯიშები სპეციალურ მანეკენზე ("ხის ადამიანი").

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები