პიგუაცუანი

პიგუაცუანი

PiGuaQuan1   უშუ - ერთერთი უძველესი საბრძოლო ხელოვნებაა. ეს კი ნიშნავს, რომ ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანიც. ამ ორთაბრძოლის სხვადასხვა სტილების რაოდენობა შთაგვაგონებს პატივისცემას და იწვევს ჭეშმარიტ ინტერესს, რადგან უშუს ყოველ სტილს საკუთარი ისტორია და თავისი განსაკუთრებულობანი გააჩნია. და არ იქნებოდა ურიგო გაცნობა ყოველ მათგანთან, სანამ საქმე მიდგება უშუს გარკვეული სტილის შესასწავლად არჩევამდე. სწორედ მაშინ იქნება ეს არჩევანი სწორი და გააზრებული.

   დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სტილზე, რომელსაც ეწოდება პიგუაცუანი. ამ სტილის სრული სახელწოდება შედარებით გრძელია: "ტუნბეი პიგუა ცუანი", და თარგმანში ის ნიშნავს " შეხტომებისა და ჩამოკიდებების მუშტი", თუმცა გვხვდება ასეთი თარგმანი: "გამჭოლი მომზადების მჩეხავ-ჩამომკიდები მუშტი". პიგუაცუანი არის ერთერთი უძველესი და ე. ი. მეტად სისტემატიზირებული უშუს სტილი.

   ეს სტილი საკმაოდ ცნობილი იყო ჯერ კიდევ მინის (1368-1644) დინასტიის დროს. ცი ციგუანი (მხედართმთავარი, რომელიც ცხოვრობდა იმ დროში) ერთერთი პირველი მოიხსენიებს პიგუაცუანს თავის ნაშრომში "მიღწევების ჩანაწერების ახალი წიგნი".  იქ ის დაჟინებით ურჩევს ამ სტილის ზოგიერთ ილეთს ჯარის მეომართათვის შესასწავლად. პიგუაცუანის შემდგომი განვითარება ძალიან დააჩქარა პან ვენსიუემ (რომელიც ხელმძღვანელობდა სკოლებს იანშანის უეზდში, რომელიც ჰებეის პროვინციაშია). ამ ადამიანის წყალობით პიგუაცუანი გავრცელდა ჰებეის პროვინციის ბევრ სხვა უეზდში.

   თავდაპირველად პიგუაცუანში ბრძოლებს აწარმოებდნენ შორი დისტანციიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სტილში დაშვებული იქნა ბრძოლის წარმოება მცირე დისტანციებზეც. ყველაზე პოპულარული ილეთები პიგუაცუანში რჩება გამჭოლი დარტყმები თითებით, მხვეტავი მოძრაობები, გამანგრეველი დარტყმები და მჩეხავი დარტყმები სწორი ხელებით ქვემოდან ზემოთ ან ზემოდან ქვემოთ. ამ სტილისთვის ასევე დამახასიათებელია დიდი გახსნები და დიდი შეკვრები. ასევე ამ სტილში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოძრაობის შეთანხმებულობა. ორთაბრძოლის დროს მოქმედებს წესი: "კარკასის ნელი აშენება, მუშტების სწრაფად დარტყმა, ილეთების სწრაფად გამოყენება". პიგუაცუანისთვის დამახასიათებელია მებრძოლის გამუდმებით მოძრაობა და მოძრაობის დინამიურობა. ეს საშუალებას აძლევს ამ სტილის ოსტატებს წარმატებით აწარმოონ ბრძოლა რამდენიმე მოწინააღმდეგესთან ერთდროულად, რადგან "მქნევარა" ხელები უზრუნველყოფს კარგ თავდაცვას და დარტყმების დაბლოკვას.

    პიგუაცუანში არის მოწინააღმდეგის სხვადასხვა სახის დარტყმებზე რეაგირების ძირითადი წესებიც. მაგალითად, როდესაც დარტყმა მოდის ქვემოდან საჭიროა გაკეთდეს შემხტომი მოძრაობა, თუ დარტყმა მოდის გვერდიდან, საჭიროა მისი "გატარება", თუ წინიდან - გადატანა, თუ დარტყმა მოდის ზემოდან, დაცვა იქნება ჩამომკიდები მოძრაობა (უშუში ტერმინი "ჩამოკიდება" ნიშნავს მოძრაობას ქვემოდან ზემოთ სწორი ხელით).

   როგორც ვხედავთ, პიგუაცუანი მოიცავს მრავალ სხვადასხვა ნიშანთვისებას. ეს ნიშნავს, რომ ვარჯიშებიც ამ სტილის შესასწავლად საკმაოდ მრავალფეროვანია. მოსწავლეებმა ხომ აუცილებლად უნდა შეისწავლონ მოქნევის ტექნიკა და ჩეხვის მეთოდები, შეხტომისა და შემორტყმების მეთოდები, ასევე ტუნბეის ხელოვნება. მაგრამ, გარდა ამისა, პიგუაცუანში საჭირო ყურადღება ეთმობა იარაღების სხვადასხვა სახეობებსაც. აქ გამოიყენება წყვილი მახვილი "შუანდაო", ჩეხვისა და ჩამოკიდების ჯოხი "პიგუაგუნი", გამჭოლი მომზადების დიდი ხმალი "ტუნბეი დაციანი" და სხვა მრავალი.

pigua2g-300x206   ყველა ვარჯიშები პიგუაცუანში დაყოფილია კომპლექსებად. ისინი სულ ოთხია: საბაზო ვარჯიშები (რომლებიც შედგება "თხევადი ფეხების ფორმისგან", "12 ტანისგან" და "ტანტუის 10 ვარჯიშისგან"), ხელჩართული ბრძოლა, იარაღის ფლობის ტექნიკა და კომპლექსები მათ გარეშე. ბოლო სახეობა მოიცავს კიდევ ოთხ კომპლექსს. პირველ კომპლექსს ჰქვია "პიგუა" ანუ "მომიანცუანი" (რაც თარგმანში ნიშნავს "სახის გაწმენდის მუშტს"). მეორე კომპლექსს ჰქვია "ცინლუნი", რაც ნიშნავს "შავ დრაკონს". მესამეს ჰქვია "ფეიჰუ", ითარგმნება როგორც "მფრინავი ვეფხვი". ხოლო მეოთხეს ეწოდება "ტაიშუ" და ნიშნავს "მაღალდახვეწილს". თუმცა, ყოველივე ამის გარდა, პიგუაცუანში არის ცალკე კომპლექსი, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს. მას ეწოდება "დაციაციცუანი". ასევე მას უწოდებენ "სიმშვიდეში დამუშავებას", "დიდი კარკასის მუშტს" ან "დედისეულ მუშტს".

   მიუხედავად იმისა, რომ პიგუაცუანი არის სტილი, რომელიც სათავეს იღებს ძალიან შორი დროიდან, ინტერესი მის მიმართ არ ქრება დღესაც. ახლაც პიგუაცუანში მიმდინარეობს წვრთნები, რომლებიც ზრდიან და ღზრდიან ახალ მებრძოლებს.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები