ტანლანცუანი

ტანლანცუანი

Tanlanquan   ტანლანცუანი - ჩოქელას სტილი - ეს ჩინური უშუს ერთერთი უდიდესი სტილია. ამჟამად ის მიეკუთვნება უშუს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტილების ჯგუფს. სტილის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მსვლელობისას შეიქმნა მრავალი ქვესტილი, რომლებიც გავრცელდნენ როგორც ჩინეთის ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. და ეს ჩოქელას რეალური სტილი მკვეთრად განსხვავდება დღეისთვის შექმნილი სპორტული ტანლანცუანის კომპლექსებისგან.

ისტორია

   ლეგენდის თანახმად, ვან ლანმა შექმნა ძალიან უბრალო და ეფექტური ტექნიკა, რომელიც დაფუძნებული იყო საკუთარ დაკვირვებებზე, თუ როგორ უტევს ჩოქელა თავის მსხვერპლს ან ებრძვის სხვა ჩოქელას. არსებობს ბევრი ისტორია, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ შეხვდა ვან ლანი ჩოქელას და როგორ გაეხსნა ჭეშმარიტება. მაგალითად, ხელნაწერში "მეიჰუა შუაიშოუტანლანცუან ციუანფა იაოლუნ", რომელიც თარიღდება ცინის დინასტიის შუაწლებით (1664-1911), არის ჩანაწერი:tanlantsyuan

 "ამ სტილის დამფუძნებელი იყო ვან ლანი, რომელიც დაიბადა გლეხის ოჯახში და იყო გაუნათლებელი. მან შექმნა უწყვეტი დარტყმების ტექნიკა, რომელიც ბრწყინვალე აღმოჩნდა თავის პრაქტიკაში გამოყენებისას".

   "ჩოქელას მუშტის ტექნიკის მოძღვრებაში" (ტანლან ცუანპუ), რომელიც შედგენილია 1794 წლის გაზაფხულის მესამე თვის მე-16 დღეს, უცნობ ავტორს მოჰყავს საბრძოლო ხელოვნებათა სტილებისა და ოსტატების სია, რომლებიც მოძღვარმა ფუნცუიმ მიიწვია შაოლინის მონასტერში:

  1. დასაწყისში იყო იმპერატორ ტაი-ცზუს "გრძელ დისტანციაზე ბრძოლის სტილი - გრძელი მუშტი" (ჩან ცუანი).
  2. ოსტატ ჰან ტუნის "ზურგიდან" (ტუნბეი) ბრძოლის სტილი აღიარებულია, როგორც მშობელი.
  3. ოსტატ ჩჟან ენის ხელების ტექნიკა "დაქსელვისა და ჩაბეჭდვის" (ჩან ფენი) განსაკუთრებით საფუძვლიანია.
  4. ოსტატ მა ცზის ბრძოლის სტილი "დარტყმები ახლო მანძილზე" (დუანდა) ყველაზე წარმოსაჩენია.
  5. შეუძლებელია ოსტატ ჰუან ესთან ახლოს მისვლა, რომელმაც იცის "მოკლე დისტანციის ხელების ტექნიკა" (კაო შოუ).
  6. ოსტატ ინ სიანის "მბლოკავი ხელებისა და მუშტზე მიყოლის" ტექნიკა.
  7. ოსტატ ლიუ ცინის ხელების ტექნიკა "კაუჭები, მწყვიტავი და მნიჩბავი ხელები" (გოუ ლოუ ცაი შოუ).
  8. ოსტატ იან ცინის "მიკვრის, მონიჩბვისა და დაცემის ხერხები" (ჩჟანა დიეფა).
  9. ოსტატ ვენ იუანის "ბრძოლა ახლო დისტანციაზე" (დუან ცუანი) ყველაზე არაჩვეულებრივია.
  10. ოსტატ ცუნ ჰენის სტილი "მაიმუნის მუშტი" (ჰოუ ცუანი) ასევე ყვავდება.
  11. ოსტატ მიან შენის სტილის ტექნიკა "ბამბის მუშტი" (მიან ცუანი) სწრაფია როგორც ელვა.
  12. ოსტატ ჰუაი დეს "გდება-დაჭერისა და ძლიერი თავზარდაცემის" (შუაილუე ინბენი) ტექნიკა.
  13. ოსტატ ტან ფანის "ყვინთვების, გაძრომებისა და ყურებში გასვლის" (გუნლოუ გუანარი) ტექნიკა.
  14. ოსტატ ლინ ჩუნის ფეხებით უძლიერესი დარტყმის ტექნიკა "იხვი მანდარინი" (იუანიან ძიაო).
  15. ოსტატ მენ სუს "მუდმივი მუშტის დარტყმების შვიდი პოზიციის" (ციში ლიანცუანი) ტექნიკა.
  16. ოსტატ იან გუნის "ხელების დაბორკვისა და მონიჩბვის" (კუნლუ ჩჟენჟუ) ტექნიკა უტევს დაუყოვნებლივ.
  17. ოსტატ ცუი ლიანის "სხეულის ცარიელ ორგანოებში ფეთქებადი დარტყმების" (ვოლი პაოჩუი) ტექნიკა.
  18. ოსტატ ვან ლანის "ჩოქელას მუშტმა" (ტანლან ცუანი) შეითვისა და გაათანაბრა ყველა წინამდებარე ტექნიკა.

mantis   თავიდან სტილს ერქვა უბრალოდ ტანლანცუანი. ლიან სიუესიანი გახდა პირველი კლასიკური სტილის - "ნაღების ყვავილის ჩოქელას" ("მეიჰუა ტანლანცუანი") დამფუძნებელი. ვან იუნჩუნი, მეორე კლასიკური სტილის - "შვიდვარსკვლავა ჩოქელა" (ცისინ ტანლანცუანი). ვეი დელინი (ვეი სანი), მესამე კლასიკური სტილის "ექვსი კოორდინაციის ჩოქელა" ("ლიუჰე ტანლანცუანი"). პირველი ორი სტილი - მეიჰუა და ცისინი ერთიანდება სახელწოდებით "იან ტანლან" - "მყარი ჩოქელა", ლიუჰე - "რბილი ჩოქელა".

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე