ჰოუცუანი

ჰოუცუანი

monkey kungfu   ჰოუცუანი - ასე ეწოდება ჩინური უშუს ერთერთ სტილს, რომელსაც სხვაგვარად კიდევ "მაიმუნის მუშტს" უძახიან. მეორე, ამ საბრძოლო ხელოვნების სახეობისთვის დამკვიდრებული სახელწოდება ჟღერს, როგორც დაიჩჟი პიგუაცუანი ანუ "დიდი ბრძენის ჩეხვისა და ჩამოკიდების მუშტი". ძველი ჩინური გადმოცემების თანახმად, სტილის დამფუძნებლად ითვლება ცინის დინასტიისას მცხოვრები დაცვის ბიუროს მეთაური გუან სი.

   გუან სი იდეალურად დაეუფლა დიტანცუანს. ამ ხელოვნებასთან ერთად მან საკმარისად გრძელი ცხოვრების გზა განვლო მანამდე, სანამ მას მოუწევდა ხელისუფლებისგან მიმალვა და თავისი თავშესაფარის ადგილად მან აირჩია ოსტატ გენ იუანგუანის პიგუაცუანის სკოლა. მართალია ამ გადაწყვეტილებამ სულაც ვერ უშველა მეომრის საცოდავ ცხოვრებას, ის მაინც მოძებნეს და დიდი ხნით გამოკეტეს ციხეში. თუმცა, სწორედ იქ, გისოსებს მიღმა, გუანმა შექმნა მუშტით ბრძოლის ახალი სახეობა - დაიჩჟიცუანი.

   როგორც ლეგენდები მოგვითხრობენ, ციხე, რომელშიც იყო მოთავსებული გუანი, მდებარეობდა ტყის მჭიდრო ალყაში. ეს მწვანე კუთხე, როგორც არცერთი სხვა, დასახლებული იყო პრიმატებით: მაიმუნები იყვნენ ყველგან და ყოველთვის და პატიმრებს ჰქონდათ ბედნიერება ყოველდღიურად თვალყური ედევნებინათ ამ გასაოცარი ცხოველებისთვის. გუანი დიდხანს უღრმავდებოდა პრიმატების გადაადგილების ტექნიკას და საბოლოოდ შეძლო ჩაედო ის საფუძვლად საბრძოლო ხელოვნების თავისი ახალი სწავლებისთვის.

   გუანმა შექმნა დაიჩჟიცუანი ("დიდი ბრძენის მუშტი") იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ მოძრაობენ მაიმუნები. ტიტული "დიდი ბრძენი" სტილის სახელწოდებაში სავარაუდოდ ნასესხებია პოპულარული ჩუნური რომანის "მოგზაურობა დასავლეთში"-ს გმირისგან. დიდ ბრძენს ამ რომანში უძახდნენ მაიმუნთა მეფეს სუნ უკუნს.

GengDehai   გუანის მოსწავლე გახდა პიგუაცუანის ოსტატი გენ დეჰაი, სწორედ მან შეაერთა პიგუაცუანი დაიჩჟიცუანთან ერთ სტილში დაიჩჟიპიგუაცუანი ანუ ჰოუცუანი. თავის მოსწავლედ გენმა აიყვანა ჩენ სიუჯუნი, რომელსაც მართლაც ასე უწოდეს - "მაიმუნთა მეფე". სწორედ ჩენის წყალობით სტილი ჰოუცუანი გახდა ფართოდ ცნობილი.

   ჩვენს დროში სწორედ სტილის პოპულარობამ შეუწყო ხელი დამახინჯებული, ცრუ ცნობების გავრცელებას მის შესახებ. ანგარების მიზნით, ამერიკელმა პოლ ზინკმა გადაწყვიტა გაესაღებინა თავი ჰოუცუანის სტილის დიდი ოსტატების ერთერთ მოსწავლედ. სწორედ ამ სტატუსით გამოდიოდა ის იმისათვის, რომ გამოეცა თავისი სახელით წიგნები და ვიდეო, რომლებშიც ვითომდა ახსნილია საბრძოლო ხელოვნება ჰოუცუანის მთელი ოსტატობა. თუმცა ჰოუცუანის ნამდვილი ოსტატები არ ცნობენ ამ გამოცემებს და ამასთან, უწოდებენ მათ არასწორს, ამტკიცებენ, რომ ამერიკელი "მაიმუნის მუშტის" სახელით აჩვენებს რაღაც სხვა სტილს.

   რაც შეეხება სტილის ტექნიკას და არა ისტორიას, შეიძლება ითქვას შემდეგი. გუანმა შეძლო აღენიშნა მთავარი განსაკუთრებული ნიშნები ამ ცხოველის ქცევაში. სწორედ ეს ნიშნები შევიდნენ ჰოუცუანის სტილში, როგორც აუცილებლები, მათ გარეშე სტილი არ არის სტილი. ამრიგად, ყველა მაიმუნისთვის დამახასიათებელია შემდეგი განსაკუთრებულობები:

  • -ნახტომები სრულდება მყისიერად,
  • -კისერი ნახტომის დროს ტრიალდება,
  • -ცხოველი სწრაფად იმალება,
  • -ადვილად უტრიალდება,
  • -მაიმუნები მოქნილები და დადარაჯებულებია,
  • -მისი სხეული ყოველთვის მოდუნებულია,
  • -ის თავდაჯერებულია მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ სირთულე და საშიშროებაა,
  • -ის "კრეფს ნაყოფს ციდან" (სამოთხის ატმები) არაჩვეულებრივი ბუნებრიობით,
  • -ის ხედავს 360 გრადუსზე და გრძნობს საშიშროებას მის გამოჩენასთან ერთდროულად,
  • -ის ადვილად იჭერს, აყენებს დარტყმებს და ეკიდება.

   საბრძოლო ხელოვნების სტილი "მაიმუნის მუშტი" გულისხმობს დიდ ფიზიკურ მსგავსებას მეომარსა და ცხოველს შორის. აქედან გამომდინარე მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მხრები მოშვებული, კისერი დაგრძელებული, ხელები მოხრილი იდაყვებში და მაჯებში, ხოლო სხეული შეკრული. რადგან აღნიშნული იყო, რომ მაიმუნის სიარული გულისხმობს ქანაობას ერთი გვერდიდან მეორეზე, მებრძოლიც უნდა გადაადგილდეს ან მსუბუქი და სწრაფი ნაბიჯებით, ან პატარა ნაბიჟებით და ცერებზე, ასევე შესაძლებელია მოძრაობა მოკლე და ზამბარისებრი ხტომების მეშვეობით. ყოველი სამუშაო ზედა კიდურებით ხორციელდება არაჩვეულებრივი სისწრაფით.

   მაიმუნის სტილი გულისხმობს "ხუთი აღთქმის" შესრულებას:

  • ფიზიკური მსგავსება
  • სულიერი მსგავსება
  • ტაქტიკის კონცენტრაცია
  • ნაბიჯების სიმსუბუქე
  • სხეულის მოხერხებულობა

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები