ბაგუაჩანი

ბაგუაჩანი

baguaMartialArtsHertfordshire2   ბაგუაჩანი - ჩინური საბრძოლო სისტემა უშუს ერთერთი შინაგანი სტილი. ჩინურად თუ გადავთარგმნით ნიშნავს "რვა ტრიგრამის ხელს".

  აღსანიშნავია, რომ ბაგუაჩანი უშუს ერთერთი ულამაზესი სტილია, რაც შეიძლება შევამჩნიოთ, მაგალითად, ტრადიციული უშუ-ტაოლუს შეჯიბრებებზე. ბაგუაჩანისთვის დამახასიათებელია მუდმივი წრიული გადაადგილებები, შეტევაში ხელის გულის გამოყენება - თანაც, როგორც დარტყმისას, ასევე დაჭერისას.

  ბაგუაჩანის განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მებრძოლის ყველა მოძრაობა დაკავშირებულია ერთმანეთთან და ინარჩუნებს რა მთლიანობას, ჰარმონიულად გადადის ერთი მეორეში. ნაბიჯი ბაგუაჩანში ძალიან განსხვავებულია - ის მოკლეა, გასრიალებული, ვითომ ადამიანი ტალახზე მიაბიჯებს. ეს სრიალი აძლევს საშუალებას მებრძოლს ეფექტურად აკონტოლოს დისტანცია ბრძოლაში და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად შეუტიოს. თუ განვიხილავთ შინაგან ფორმას, ითვლება, რომ უშუს ეს სტილი გამოირჩევა სხვებს შორის იმით, რომ ის მეტწილად ეყრდნობა შინაგან ენერგიაზე (ცი) მუშაობას. ამიტომაც ბაგუაჩანს მიაკუთვნებენ უშუს ეგრეთწოდებულ შინაგან სტილებს, თუმცა შეჯიბრებებზე, მისთვის დამახასიათებელი დინამიურობის გამო, ჩვეულებრივ აერთიანებენ ერთ ჯგუფში გარეგან სტილებთან.

სტილის ისტორია

   როგორც უშუს სხვა სტილების უმრავლესობას, ბაგუაჩანის შესახებაც არ არის აბსოლუტურად დამაჯერებელი ინფორმაცია მის წარმოშობაზე - რეალური ფაქტები, ლეგენდები, სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის შედარებით გვიან შექმნილი, ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთში გადახლართული. ერთერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად სტილის დამფუძნებელი არის დუნ ჰაიჩუანი, რომელიც დაიბადა მე-19 საუკუნის 20-ან წლებში.როდესაც ის გაეშურა სამოგზაუროდ საბრძოლო ხელოვნებათა საიდუმლო ცოდნების საძებნელად, ანჰოის პროვინციის ტყეებში შეხვდა დაოსელ ბერს ბი ჩენსიას, რომელიც დათანხმდა აეყვანა მოსწავლედ დუნ ჰაიჩუანი. სწავლების დასრულების შემდეგ ოსტატი გადავიდა პეკინში დიდ თავად სუს მსახურებაში, სადაც რამდენიმე ხანში გახსნა ბაგუაჩანის სკოლა.

ვარჯიშების მეთოდიკა

Bagua   ვარჯიშების მეთოდიკა შესაძლებელია არსებითად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სხვადასხვა სკოლებში, მაგრამ არის საერთო მომენტები. დამწყები მოსწავლე რამდენიმე წლის განმავლობაში ავარჯიშებს "წრეზე სიარულს", რაც აძლევს მას უნარს მუდმივად გავიდეს შეტევის პირდაპირი ხაზიდან და აკონტროლოს თავისი სიმძიმის ცენტრი. მომავალში ეს გამოადგება ორთაბრძოლაში, ბაგუაჩანის ოსტატები ხომ ცნობილი არიან თავიანთი შესაძლებლობებით შეუტიონ გვერდიდან ან ზურგიდან. შემდეგ მოსწავლე იწყებს სხვადასხვა კომპლექსების ათვისებას, პარტნიორთან ან საგნებთან მუშაობას, ბაგუაჩანში მომზადების შეუცვლელი ასპექტია დამრტყმელი ზედაპირის გამაგრება და სხეულის დარტყმის ამტანი წრთობა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილში მუშაობას - "ტუიშოუ წრიული ნაბიჯით", რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მიაღწიოს სწრაფ რეფლექტორულ მოძრაობებს, აზროვნების უწყვეტობას, ჩაიძიროს შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. ჩვეულებრივ ვარჯიშები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს.

  1. მოთელვა;
  2. მედიტაცია;
  3. გაწელვები, დგომები, ფეხის აქნევები, ბრუნვები;
  4. გადაადგილების ტექნიკა (ჯერ სწორხაზოვანი ნაბიჯები, შემდეგ მხოლოდ წრიული);
  5. საბაზო ფორმები ხელისთვის (ცალკე და წყვილში);
  6. რვა სტიქიის ფორმები და მათი გამოყენება;
  7. დაჭერა-გდებითი ტექნიკა (მ. შ. წერტილოვანი ზემოქმედება), დარტყმებისა და დაცვის  ტექნიკა;
  8. თავისუფალი სპარინგი მინიმალური თავდაცვის საშუალებებით (თანდათანობით კონტაქტის "დამძიმება");
  9. ციგუნი, მათ შორის "მაგარი" ტექნიკები.


Baguachang   ბაგუაჩანი არის ძალიან გავრცელებული და პოპულარული სტილი არა მარტო ჩინეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. პრაქტიკოსების აზრით, ეს სტილი შესანიშნავი საშუალებაა მუდმივი სტრესებისგან და ნეგატიური აზრებისგან თავდასაღწვად. არის ცნობები ბაგუაჩანის გამაჯანსაღებელ ეფექტზე, ეს ეხება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. ამ სტილის მიმდევრები თვლიან ბაგუაჩანს ყველაზე მეტად შესაფერისად შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ არასტანდარტულ, კრეატიულ აზროვნებას, შესაბამისს ინტელექტის მაღალ დონესთან, რადგან ვარჯიშები ამ სისტემაში მოითხოვენ ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას. სხვა მხრივ, ბაგუაჩანი შეიძლება ურჩიოთ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი კრეატიულობის განვითარებაში.

იარაღის გამოყენება

bagua-chzhan   ბაგუაჩანისთვის დამახასიათებელია არატიპიური სახის იარაღის გამოყენება, ხოლო სტანდარტულ იარაღს აქ გააჩნია სპეციფიკური გამოყენება. ეს განპირობებულია იმით, რომ მოცემული სტილი ყოველთვის იყო ორიენტირებული ინდივიდუალურ ბრძოლაზე და არა მასიურ გამოყენებაზე ჯარის პირობებში. მაგალითად ხმლები ბაგუაჩანში გაცილებით გრძელია ჩვეულებრივზე, უშუს სხვა სტილებისთვის დამახასიათებლებზე; შუბის გარდა გამოიყენება "ორთავიანი გველის შუბი", ორივე ბოლოში გაკეთებული თავებით.

საინტერესო ფაქტები და ლეგენდები ბაგუაჩანზე

  • როგორ იყო დუნ ჰაიჩუანი შემჩნეული თავად სუს კარზე. თავადი უშუს დიდი მოყვარული იყო და მას მუდამ ჰყავდა სხვადასხვა ოსტატები. ერთხელ, როდესაც თავადმა მოიწვია მორიგი ოსტატი, რათა ეჩვენებინა თავისი ხელოვნება, შეიკრიბა მაყურებელთა დიდი მასა. იყო ძალიან სიცხე, მაგრამ მსახურს არ შეეძლო მიეღწია თავადამდე, რომ ჩაი მიეტანა. რათა ეხსნა ადამიანი, დუნ ჰაიჩუანმა აიღო პოდნოსი ჩაისთან ერთად და მიიტანა თავადამდე კედლებზე გარბენით თავებს ზემოთ. თავადს გამოცდილი თვალი ჰქონდა და მაშინვე ჰკითხა ვარჯიშობდა თუ არა ის რომელიმე საბრძოლო ხელოვნებაში. შემდგომი დამალვა უკვე შეუძლებელი იყო და დუნ ჰაიჩუანს მოუწია ყველაფრის მოყოლა.
  • ერთერთი ვერსიით ბაგუაჩანის სტილს ჯერ კიდევ ძველად იყენებდნენ დაოსელი ბერები ყაჩაღებისგან თავდასაცავად. ამასთან ერთად ისინი სრულყოფილად ფლობდნენ შინაგან (მენტალურ) პრაქტიკას, რაც საშუალებას აძლევდა მათ მანძილიდან დაემარცხებინათ მეტოქე, მიეღწიათ უხილაობისა და ლევიტაციის ეფექტისთვის. თანამედროვე ბაგუაჩანი გახდა მეტად ხელმისაწვდომი დაუფლებისთვის, მაგრამ ამასთან მისი უნიკალური შესაძლებლობების უმრავლესობა დაკარგულია.
  • ბაგუაჩანის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს სტილი ყველაზე უკეთ ერგება ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად, რადგან სწრაფი წრიული მოძრაობები საშუალებას იძლევა ცეცხლის ხაზიდან გასვლის და მოწინააღმდეგესთან მიახლოებას იმ მანძილზე, რაც საკმარისი იქნება ელვისებრი შეტევისთვის.

შემსწავლელი ვიდეომასალა:

ბაგუაჩანის ალქიმია (დაოსთა ალქიმია)

ბაგუაჩანის საფუძვლები

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე