ციგუნი

ციგუნი


cigun    ციგუნი - ორგანიზმის თვითრეგულაციის უძველესი ჩინური ხელოვნებაა, ტრადიციული გამაჯანსაღებელი სისტემა, საბრძოლო ხელოვნებათა შინაგანი სტილების საფუძველი. შედგენილია კუნთური აქტივობის, სუნთქვის და ცნობიერების მდგომარეობის შეთანხმების გამოყენების ტექნოლოგიებზე და ფილოსოფიური კონცეფციების კომპლექსზე. პოსტულირებას უკეთებს გაგებას ცი - სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც განიხილება როგორც საფუძველი ადამიანის ორგანიზმის არსებობისა და ასწავლის ამ ენერგიის კონტროლს. გამოიყენება ფსიქიკური და სხეულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, ასევე ადამიანის, როგორც ინდივიდუუმის, პიროვნების განვითარებისთვის და ხელს უწყობს სულიერ გამოღვიძებას, ცნობიერების განთავისუფლებას და ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების გაგებას.

    ციგუნი შეიცავს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა, მედიტატიურ და ტანვარჯიშის ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია სხეულის ბოჭვებისა და ენერგეტიკული ბლოკების განთავისუფლებაზე ცნობიერების, სხეულისა და ემოციების დამშვიდების მეშვეობით. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც რელაქსაცია და ალტერნატიული სამკურნალო საშუალება სტრესული მდგომარეობისა და ავადმყოფობების დროს, ასევე ორგანიზმის საერთო ჰარმონიზაციისთვის, იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, ორგანოებისა და მათი სისტემების მუშაობის მოსაწესრიგებლად.

    არსებობს ციგუნის მრავალი ფორმა, რომლებიც წარმოიშობოდა სხვადასხვა ურთიერთობებისგან ჩინურ საზოგადოებაში. ტრადიციულ ჩინურ ყოფით საზოგადოებაში სამედიცინო ციგუნი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებისთვის. ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა საზოგადოებაში ციგუნი ითვლება მომზადების მთავარ კომპონენტად, საბრძოლო შესაძლებლობების გამაძლიერებლად. რელიგიური საზოგადოებანი, მათ შორის დაოსური და ბუდისტური ტრადიციები, გამოიყენებენ ციგუნს, როგორც მედიტატიური ვარჯიშების ნაწილს. კონფუციანობის მიმდევრები გამოიყენებენ ციგუნს მორალური თვისებების გაუმჯობესებისთვის.

   ციგუნის ვარჯიშები შეიცავენ სწავლების ოთხ სახეობას: დინამიკური, სტატიკური, მედიტატიური და ქმედებათა ნაირსახეობები, რომლებიც მოითხოვენ გარე საშუალებებს. დინამიკური მომზადება შეიცავს სპეციალურ მოძრაობებს და ვრცელდება ვარჯიშებზე, ისეთზე, მაგალითად, როგორიცაა ტაიციცუანი. სტატიკური შესაწავლა მოითხოვს პრაქტიკოსისგან სხეილის სიმშვიდეს და მის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას. მედიტატიური მომზადება შეიცავს ვიზუალიზაციას ანუ ყურადღების მოკრებას კონკრეტულ იდეებზე, ხმებზე, განსახიერებაზე, გაგებაზე ან სუნთქვის მოდელებზე. არსებობს ასევე სწავლების მეთოდები, რომლებიც გულისხმობს გარე საშუალებებს, ისეთებს როგორიცაა ბალახების მიღება, მასაჟი, ფიზიკური მანიპულაციები ან ურთიერთქმედება სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. ციგუნის სისტემა შეიძლება შედგებოდეს პროფესიული მომზადების ერთი ან რამდენიმე სახეობისგან.

   უძველესი დროიდან ციგუნი გახდა ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი. არსებობდა ციგუნის მრავალი სხვადასხვა სკოლა: კლანური, ოჯახური, მონასტრული. ციგუნის სკოლების ურთიერთშეღწევა მიმდინარეობდა ძალიან ნელა და უკვე მე-20 სკ. შუა წლებისთვის მკვლევარები განიხილავდნენ მსხვილად ციგუნის მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებას და სკოლას, მათი მიზნებიდან და ვარჯიშების მეთოდებიდან გამომდინარე.

   საბრძოლო ციგუნი

ციგუნის პრაქტიკა არის ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა განუყოფელი ნაწილი. ითვლება საბრძოლო ხელოვნებათა შინაგანი სტილების შესწავლის ძალის წყაროდ, ასევე თეორიულ ბაზად და პრაქტიკულ მეთოდად. ციგუნის საბრძოლო გამოყენება, რომელსაც შეიცავს ისეთი დისციპლინები, როგორიცაა ტაიციცუანი, ბაგუაჩანი, სინიცუანი, ლიუჰებაფა, შაოლინცუანი, წარმოადგენს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა იმ კატეგორიას, რომლებიც ეყრდნობიან ცის კონცეფციას, როგორც საფუძველს.ციგუნის ეს მიმართულება ისახავს ამოცანას აიყვანოს ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის ენერგია იმ დონეზე, რომ გაზარდოს მებრძოლის საბრძოლო უნარები (დარტყმის ძალის გაზრდა, სხეულის დაცვა სხვადასხვა დარტყმებისგან, მჩხვლეტავი და მჭრელი იარაღებისგანაც კი).ამ სკოლების ვარჯიშების უმრავლესოფა იქმნებოდა ციგუნის იმ ოსტატების მიერ, რომლებიც ამავე დროს იყვნენ საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატები. საბრძოლო ციგუნი მოწოდებულია ჯანმრთელობის გაძლიერებისა და საბრძოლო ოსტატობის დონის ამაღლებისთვის.მეტნაკლებად ცნობილია საბრძოლო ციგუნის მიმართულება "რკინის პერანგი". სუნთქვითი და სტატიკური ვარჯიშების ერთობლივი გამოყენება მრავალწლიანი ვარჯიშების შემდეგ საშუალებას იძლევა კუნთური კორსეტის შექმნისა და მისი "სიმაგრის" მიღწევისა, რასაც იძენს კუნთები სტატიკური ამოსუნთქვისას. გამჭოლ დარტყმას დანით არ შეუძლია შეაღწიოს კარგად მომზადებული მებრძოლის კუნთებში. აქედან სახელწოდება "რკინის პერანგი".

სამედიცინო ციგუნი

ციგუნის ეს სახეობა შექმნილია ძირითადად მკურნალთა მიერ. შემუშავებული იყო სპეციალური ვარჯიშები ცის (ენერგიის) ცირკულირების გასაუმჯობესებლად კონკრეტულ არხებში (მერიდიანებში) დაავადების განსაკურნად. სამედიცინო ციგუნი ისახავს მიზნად გაჯანსაღებას, ავადმყოფობის პროფილაქტიკას და დაავადების მკურნალობას. სამედიცინო ციგუნს ეკუთნის მრავალი პრაქტიკა, ერთერთი მათგანია სინ შენ ჩჟუანი. სინ შენ ჩჟუანი - ეს ვარჯიშების სისტემაა, ანუ, როგორც მას უძახიან, ციგუნის დაწყებითი დონის ფორმა. ის წარმოადგენს გამაჯანსაღებელ ვარჯიშს, რომელიც ზემოქმედებს სახსრებზე სწორად მოდუნების მეშვეობით. ამ ვარჯიშის მიზანია სხეულის სტრუქტურის სწორი ფორმირება - ფიზიკურის და ენერგეტიკულის, ანუ შექმნას ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი ტანის ჯანსაღი ხერხემალი. სწორდება ხერხემალი, ჩნდება მოქნილობა სახსრებში, იხსნება ღრმა ნაბოჭები სხეულში. დაოსურ პრაქტიკოსებში ფიზიკური ჯანმრთელობა ითვლება პირველ ნაბიჯად სულიერ გზაზე. პირველ ეტაპზე პრაქტიკოსი ამზადებს სხეულს როგორც ჭურჭელს სულისთვის, წმინდავს მას, წმინდავს არხებს, რომლებშიც მიედინება სასიცოცხლო ენერგია ცი. სინ შენ ჩჟუანის ვარჯიშების სისტემა ეკუთვნის სამკურნალო ციგუნს, რომელმაც დაიმკვიდრა თავი და გაითქვა სახელი როგორც ეფექტური და უსაფრთხო გამაჯანსაღებელი მეთოდი. ჩინეთის ჰოსპიტალებში მასიური მასშტაბებით ის ენიშნება ხალხს საყრდენი - სამოძრაო აპარატის დაავადებებით (სქოლიოზი, ხეხემლის თიაქარი და მრავალი სხვა). სინ შენ ჩჟუანის ერთერთი უპირატესობა არის ის, რომ არ მოითხოვს წინასწარ ფიზიკურ მომზადებას. ამ კომპლექსის ვარჯიშები სრულდება ნელა და რბილად, რაიმე მკვეთრი მოძრაობების გარეშე, განსაკუთრებულად კორექტულად და უსაფრთხოდ მუშაობს სხეულთან. ფორმა შედგენილია ვარჯიშების თავისებური თანმიმდევრობით, შეერთებული ისე, რომ მათი გამოყენება არა მხოლოდ ცვლის სხეულის სტრუქტურას და ადუნებს, არამედ მოყავს აზრები და ემოციები მშვიდ დაბალანსებულ მდგომარეობაში, ახდენს ემოციონალურ სტაბილურობას. სინ შენ ჩჟუანის ფორმა შედგება ათი ვარჯიშისაგან. ყოველი მათგანი მუშაობს ხერხემლის გარკვეულ ზონასთან და ენერგეტიკულ წერტილთან ამ ზონაში. ვარჯიშები დალაგებულია ზუსტი თანმიმდევრობით, რაც  შეადგენს ამ ვარჯიშის საიდუმლოს.

კონფუციანური ციგუნი

კონფუციანური ციგუნის ძირითად მიზანს წარმოადგენს "სხეულის რესტავრაცია და ცის ენერგიის გამოღვიძება". ციგუნის კონფუციანური სკოლები ეყრდნობოდნენ სოციალურ - მეცნიერულ სრულყოფილებას. ისინი ციგუნის მიზნად თვლიდნენ ადამიანის ორგანიზმის ფუნქციების განვითარებას, "გულის შენარჩუნებას და ადამიანის ბუნების აღზრდას დიდი ცის კვებით". ძირითად მეთოდებად ითვლებოდა "გულის დამშვიდება" და "ღამის ცის შენარჩუნება". კონფუციანური სისტემის არსი მდგომარეობდა შემდეგში: "თუ გული არ ივიწყებს, მაშინ არ იზრდება გულის ჟანგვა". კონფუციანური ციგუნი აკეთებს აქცენტს მაღალმორალური, სრულყოფილი ადამიანის აღზრდაზე. ის უნდა გამოირჩეოდეს ორი ძირითადი თავისებურებით - ჰუმანურობით და პასუხისმგებლობის გრძნობით. ეს ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი და გულახდილი, ალალი და მშვიდი. ის უნდა ხედავდეს და გებულობდეს ყველაფერს, იყოს დაკვირვებული საუბარში, ფრთხილი საქმეებში. ეჭვებში - გამოერკვეს, მრისხანებაში - გაიაზროს საქციელი, სარგებლიან საქმეში იფიქროს პატიოსნებაზე. საკუთარ თავს სრულად უძღვნის მაღალ იდეებს, ხალხზე მსახურებას, საკუთარი გზის ძებნას. ეზიარება რა ჭეშმარიტებას დილით, შეუძლია მშვიდად მოკვდეს საღამოს.

ციგუნის სკოლები

ამ სკოლებში შემუშავებული იყო სპეციალური სავარჯიშო კომპლექსები სოცოცხლის გასახანგრძლივებლად. მრავალი ადამიანი  ვერ ასწრებდა განათლებული მდგომარეობის მიღწევას ბედის მიერ მათთვის განკუთვნილი დედამიწაზე სიცოცხლის დროის შეზღუდულობის გამო და ისინი კვდებოდნენ ისე, რომ ვერ აღწევდნენ მას. ამიტომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად შეიმუშავეს სპეციალური ვარჯიშები, ახლა ადამიანი თვითონ წყვეტდა როდის წასულიყო მისი სულ იმ ქვეყნად. ახლანდელ დროში ისინი არ მიეკუთვნებიან არცერთ რელიგიას.

ფილოსოფიური ციგუნი ან ციგუნი ბრძენთათვის

აქ შედის კონფუციანური და დაოსური ციგუნი. ციგუნის ამ სახეობის მიმართულებები მუშავდებოდა მეცნიერ - ფილოსოფოსების მიერ, ხოლო მათი მთავარი ამოცანა - არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხარდაჭერა იყო. ისინი საყრდენს იკეთებენ კონფუციანურ ციგუნზე, განათლებაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე და საკუთარი ინტელექტუალური უნარების შენარჩუნებაზე ღრმა მოხუცებულობამდე. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ის ეხმარება სიტუაციის ან პრობლემის უფრო ღრმად გაგებაში, მათ განხილვაში სხვადასხვა მხრიდან, ღრმად ძებნაში. სხვადასხვა სიტუაციებისა და მათი განვითარების ვარიანტების გაანალიზებისას, მიღებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებების მოსაძებნად, და ახალი ორიგინალური ქმნილებების შესაქმნელად. ადგენს ალგორითმს ამ იდეების რეალიზაციისა და გადაჭრისთვის. ციგუნის ეს სახეობა ეხმარება ოცნებას იქცეს რეალობად. ეს ცოდნა ფართოდ გამოყენებადია (განათლება, ბიზნესი, პოლიტიკა, ნოვატორობა, ხელოვნება, შემოქმედება).

საერთოდ, ეს დაყოფა სკოლებზე და მიმართულებებზე მეტად პირობითია. ასე, მაგალითად, საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატები სწავლობენ სამედიცინო ციგუნს სხვადასხვა ტრავმათა სამკურნალოდ, ხოლო როდესაც აღწევენ ოსტატობას საბრძოლო მიმართულებით, იწყებენ ციგუნის აღქმას. განსხვავება ბუდისტურ ციგუნსა და დაოსურ პრაქტიკას შორის ის არის, რომ დაოსური პრაქტიკა მიზნად ისახავს "სულისა და სხეულის განწმენდას", "სიცოცხლეზე გავლენის მოხდენას", ასევე აღადგინოს "უმანკოება და უქმნელობა". ბუდისტური მიმართულება უფრო ზრუნავს "სულის წრთობაზე და მის განთავისუფლებაზე". 

დავით თათარაშვილი ციგუნი

 

საქართველოში ციგუნის ექსპერტი: დავით თათარაშვილი

მისამართი: თბილისი, კანდელაკის 65

ტ: 598 45 80 80

 

 

 

 

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე