იარაღები

Gunჩინური ჯოხი მიეკუთნება გრძელ იარაღს და გამოიყენება ჩინურ საბრძოლო ხელოვნებებში. ის ერთერთია ოთხ მთავარ იარაღთაგან და იწოდება “ყველა სახის იარაღთა პაპად”. ის ერთი მხრიდან მსხვილია, მეორედან წვრილი და გადაჭრილია დაახლოებით მისი მომხმარებლის სიმაღლის ზომაზე. სამხრეთულ სტილებში გამოიყენება უფრო მსხვილი ჯოხი ვიდრე ჩრდილოეთის სტილებში. ის კეთდება ძლიერი და ელასტიური ხეების ჯიშებისგან.

Double-hammers

Nunchakuწარმოშობილია ჩინეთში და გამოიყენებოდა თავდაპირველად ბრინჯის დასაცეხვად. მიზეზი, თუ რატომ შეიცვალა თავისი ფუნქცია იმალება იმაში, რომ გლეხებს აკრძალული ჰქონდათ იარაღის ტარება და ასევე ნუნჩაკუ ნებისმიერი ძალით დარტყმისას არ იძლევა უკუგდების ძალას ხელზე, განსხვავებით ჯოხისაგან. არსებობს ნუნჩაკუს წარმოშობის სხვადასხვა ვერსიები და ასევე მათი ნაირსახეობანი.

Double-axes

Melon-hammers

Double-lian-hook-swords


Nan-Daoნანდაო არის ხმალი, რომელიც გამოიყენება ძირითადად თანამედროვე ჩინური უშუს ვარჯიშებში და ფორმებში. ის არის სამხრეთული ვარიანტი “ჩრდილოეთის ხმალის”. მის პირს მსგავსება აქვს პეპელა ხმალთან. მისი ტარი არის გრძელი ორი ხელის მოსაჭიდებლად ხმლის დიდი წონის გამო, რაც სასარგებლოა უკუგდებისთვის თავდაცვის დროს. თუმც ის ცალი მჭრელი პირიანია, არ არის მრუდე როგორც ჩრდილოეთის ხმალი.

Judges Pens

flying-weight

jian   ძიანი არის ორლესული სწორი ხმალი რომელიც გამოიყენებოდა ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე. პირველი წყაროები, სადაც ძიანია მოხსენიებული, თარიღდება მე-7 საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ხმლის პირის სიგრძე მერყებს 45-80 სმ. საშუალო ხმლის 70 სმ სიგრძის პირით წონა შეადგენს 700-900 გრ. დავა იცავს ხელს მახვილისგან, ტარზე ძირითადად შემოხვეულია ტყავი ან ზორტი და მომაგრებულია ფუნჯი  ისტორიულად ფუნჯი გამოიყენებოდა როგორც ხელზე სამაგრი ხმლის ბრძოლაში შესანარჩუნებლად. ზოგიერთი სკოლების მტკიცებით ფუნჯი გამოიყენებოდა მოწინააღმდეგისთვის სახეზე გასმით მხედველობის გასაფუჭებლად მასში ჩამაგრებული ლითონის ან აბრეშუმის თხელი ძაფებით. ჩინურ ფოლკლორში ეს ხმალი ცნობილია “იარაღთა ჯენტლემენის” სახელით.

Nine Rings_Sword

Wolf-Fang-Spear

Qiangდამზადების სიმარტივის გამო ციანი  (შუბი) სხვადასხვა ნაირსახეობებით წარმოდგენილი იყო ყველა ომში ჩინეთის თანამედროვეობამდე. ის ცნობილია როგორც ერთერთი ოთხ  ძირითად იარაღთაგან, ჯოხთან (გუნ), ხმალთან (დაო) და მახვილთან(ძიანი) ერთად,  და ამ ჯგუფში  ის ცნობილია “იარაღთა მეფის” სახელით. შუბის წვერს აქვს ფოთლის ფორმა და ოდნავ ქვევით  დამაგრებული აქვს ცხენის ძუა, რაც ტაქტიკურ მიზნებს ემსახურება.შუბის ტარი კეთდებოდა ხის მყარი და დრეკადი ჯიშებისგან.

Wolf teeth_Lang-Ya-Bang

Chines Chain

Marao

meteor-hammer

Gou-Qiang

kwan-dao-guan-dao-horse-cutter-long-bo

3-sectional-staffs

Double hook

Sai

emei-daggers

Pudao

Daoდაოს ხმალი საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. თანამედროვე დაოს ხმალი და მისგან წარმაშობილი სხვა ხმლები დაფუძნებულია მინის დინასტიის და მოგვიანებითი პერიოდის ხმალზე. დაოს პირი ზომიერად მოხრილია და მჭრელია ცალი მხრიდან, თუმცა წინა მხრიდან ზურგიც ალესილი აქვს რამდენიმე დიუმზე. ზომიერი მრუდი მათ საშუალებას აძლევს იყოს გონივრულად ეფექტური ქნევისას და გაჭრისას. ტარი, როგორც წესი დაფარულია ხის მერქნით. დავას აქვს დისკის ფორმა, ხშირად ფიალისმაგვარი, რაც ხელს უშლის ქარქაშში წვიმის წყლის ჩასვლას და სისხლის ხელზე ჩამოდინებას, ასევე წართმევას. ყველაზე ადრეული დაოს თარიღი შინის დინასტიის დროს ბრინჯაოს ხანის ჩინეთია. ის იყო სწორი ან ოდნავ მოხრილი ცალი მხრიდან. დაო თავიდან ბრინჯაოსგან, ხოლო მოგვიანებით მეომარ სახელმწიფოთა პერიოდში განვითარდა ლითონთა დამუშავება, რათა ეკონტროლებინათ ნახშირბადის შემადგენლობა და დაო უკვე რკინისა და ფოლადისგან მზადდებოდა. თავიდან, როგორც საომარი იარაღი, იშვიათი გამოიყენებაში ვიდრე ძიანი – სწორი ორლესული ჩინური ხმალი – დაო გახდა პოპულარული ხანის დინასტიის მხედრობის დროს თავისი სიმყარის და როგორც მჩეხავი იარაღის უპირატესობის მეშვეობით, და ასევე გამოყენების შედარებით სამარტივის გამო – დაოს ფლობის კომპეტენციის მიღწევას სჭირდებოდა ერთი კვირა, ციანის (შუბის) ერთი თვე, ხოლო ძიანის (სწორი ხმალი) ერთი წელი. მალე დაომ შეცვალა ძიანი ქვეით ჯარშიც, როგორც ტაბელური იარაღი.
 ტანის დინასტიის დროს დაო გავრცელდა იაპონიასა და კორეაში და ზეგავლენას ახდენდა ორივე ქვეყნის ხმლების წარმოებაზე (იაონური ჩოკუტო, მითიური ნინჯატო).

Butterfly swords

monks-spade

Double-headed-spear

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე