დაო

დაო

Daoდაოს ხმალი საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. თანამედროვე დაოს ხმალი და მისგან წარმაშობილი სხვა ხმლები დაფუძნებულია მინის დინასტიის და მოგვიანებითი პერიოდის ხმალზე. დაოს პირი ზომიერად მოხრილია და მჭრელია ცალი მხრიდან, თუმცა წინა მხრიდან ზურგიც ალესილი აქვს რამდენიმე დიუმზე. ზომიერი მრუდი მათ საშუალებას აძლევს იყოს გონივრულად ეფექტური ქნევისას და გაჭრისას. ტარი, როგორც წესი დაფარულია ხის მერქნით. დავას აქვს დისკის ფორმა, ხშირად ფიალისმაგვარი, რაც ხელს უშლის ქარქაშში წვიმის წყლის ჩასვლას და სისხლის ხელზე ჩამოდინებას, ასევე წართმევას. ყველაზე ადრეული დაოს თარიღი შინის დინასტიის დროს ბრინჯაოს ხანის ჩინეთია. ის იყო სწორი ან ოდნავ მოხრილი ცალი მხრიდან. დაო თავიდან ბრინჯაოსგან, ხოლო მოგვიანებით მეომარ სახელმწიფოთა პერიოდში განვითარდა ლითონთა დამუშავება, რათა ეკონტროლებინათ ნახშირბადის შემადგენლობა და დაო უკვე რკინისა და ფოლადისგან მზადდებოდა. თავიდან, როგორც საომარი იარაღი, იშვიათი გამოიყენებაში ვიდრე ძიანი – სწორი ორლესული ჩინური ხმალი – დაო გახდა პოპულარული ხანის დინასტიის მხედრობის დროს თავისი სიმყარის და როგორც მჩეხავი იარაღის უპირატესობის მეშვეობით, და ასევე გამოყენების შედარებით სამარტივის გამო – დაოს ფლობის კომპეტენციის მიღწევას სჭირდებოდა ერთი კვირა, ციანის (შუბის) ერთი თვე, ხოლო ძიანის (სწორი ხმალი) ერთი წელი. მალე დაომ შეცვალა ძიანი ქვეით ჯარშიც, როგორც ტაბელური იარაღი.
 ტანის დინასტიის დროს დაო გავრცელდა იაპონიასა და კორეაში და ზეგავლენას ახდენდა ორივე ქვეყნის ხმლების წარმოებაზე (იაონური ჩოკუტო, მითიური ნინჯატო).

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები