დონი იენი

დონი იენი

Donnie Yeenდონი იენი

ნამდვილი სახელი: ძენ ძიდანი

დაბადების თარიღი: 27 ივლისი, 1963 წ.

დაბადების ადგილი გუანჯოუ, ჩინეთი

სიმაღლე - 1.75 მ

მინიბიოგრაფია

 

   კანტონში დონიმ იცხოვრა ორი წელი, რის შემდეგაც იენის მშობლები გაემგზავრნენ ჰონკონგში. დონის დედა ვარჯიშობდა უშუში (ის ფლობდა სტილს "ტაიციცუანი") მშვილდიდან სროლაში, ხოლო მამა მუშაობდა გაზეთის რედაქტორად. ჰონკონგში იენის დედა - მაი ბაოჩანი (მაკ ბოუ სიმი) - ცდილობდა გაეხსნა საკუთარი უშუს სკოლა, თუმცა მან ეს ვერანაირად ვერ მოახერხა (როგორც ამბობდნენ, მის გეგმებს ძლიერ ეწინააღმდეგებოდა ჰონკონგის მაფია). ვერ დაინახეს რა ვერავითარი პერსპექტივა ბრიტანულ პროვინციაში, იენის ოჯახი მიემგზავრება ატლანტიკის მეორე მხარეს და იდებს ბინას ბოსტონში. სწორედ იქ ხორციელდება მაი ბაოჩანის ოცნებები - ის ხსნის საკუთარ დარბაზს Chinese Wushu Research Institute, რომელიც სულ მალე ხდება ერთერთი ყველაზე პოპულარული არა მარტო ბოსტონში, არამედ მთელს ამერიკაში.

ip man   დონი იენმა დაიწყო უშუში ვარჯიში დედამისის სკოლაში. იმ დროს პატარა დონი აღმერთებდა ფილმებს კუნგ-ფუს (ასე უწოდებდნენ უშუს ამერიკელები) შესახებ და მუდმივად ეძებდა მათში ახალ ილეთებს, რომელთაც შემდეგ ხვეწავდა ვარჯიშებზე. მისი საყვარელი მსახიობები იყვნენ ბრიუს ლი და მაშინ ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ჯეკი ჩანი, ხოლო ჩაკ ნორისი დონის სულაც არ მოსწონდა.

   80-იანების დასაწყისში დონი იენი ხდება ეგრედწოდებული "საბრძოლო ზონის" მუდმივი სტუმარი - ადგილი ბოსტონის გარეუბანში, სადაც ეწყობოდა არალეგალური ბრძოლები წესების გარეშე. იქვე იენი ეცნობა ტრიადის წარმომადგენლებს, რომლებიც იღებენ შეფობას ნიჭიერ მებრძოლზე. დონი იწყებს სრულიად სხვა ცხოვრებას: ღამის კლუბები, გოგოები და ბანდიტური საქმის გარჩევები. უცნობია რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს, რომ არა ბოუ სიმ მაკი, რომელიც "ხიფათისგან შორს" აგზავნის შვილს პეკინში.

   პეკინში დონი იენი ხვდება უშუს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მწვრთნელი იყო გამოჩენილი ჩინელი ოსტატი ლი იუმენი, ცნობილი, როგორც ჯეტ ლის მასწავლებელი. დონი ვარჯიშობს მასთან 2 წელი, შემდეგ კი მაინც ბრუნდება შტატებში. თუმცა გზა ამერიკისკენ იდო ჰონკონგის გავლით, და იქ იენი სრულიად შემთხვევით ხვდება ახალი ფილმის კასტინგზე უშუს შესახებ "მთვრალი შაოლინის ოსტატი". ჰონკონგის ნახევრად სარდაფის ვიდეოსალონების მომავალი ჰიტის რეჟისორი იუან ჰეპინი აღმოჩნდება დონის დედის ძველი ნაცნობი, რომელიც აძლევს უფლებას მიიღოს მონაწილეობა კასტინგში. მთელი გადამღები ჯგუფი ორი წუთის განმავლებული პირდაღებული მისჩერებოდა ყმაწვილის იმპროვიზირებულ სპარინგს. როდესაც აზრს ეგება, ჰეპინი მაშინვე სთავაზობს დონის  მთავარ როლს. იენი თანხმდება წინადადებას, ალბათ უფრო "გასართობად" - ის აზრადაც არ უშვებდა, რომ მსახიობი გამხდარიყო. იუან ჰეპინთან მუშაობა თავიდან სულაც არ მოეწონა დონის. "ის არასდროს არაფერს არ გვიხსნიდა არც მე და არც სხვა მსახიობებს - იხსენებს იენი. - ჩვენ უბრალოდ მივდიოდით კამერასთან და იუანი ამბობდა - დაარტყი მას ისე რომ ჩაიკეცოს, შემდეგ კიდევ. და მორჩა. სამაგიეროდ, თუ მას რაიმე არ მოეწონებოდა, ის ხტებოდა თავისი რეჟისორის სავარძლიდან და იწყებდა უღმერთოდ ყვირილს. ასეთ მომენტებში მე მინდებოდა მისი მოკვლა."

Donnie Y   მაგრამ არავის არავინ არ მოუკლავს, მეტიც - მათი პირველი ნაშრომი იქცა მათი ხუთწლიანი შემოქმედებითი დუეტის საწყისად. ამ ხნის განმავლობაში ჰეპინმა და იენმა გადაიღეს ფილმები, რომლებიც იქცნენ ნამდვილ "ჟანრის შედევრებად" - "ვეფხვის გალია", "დაოსელი ლოთი", "მთვრალი ტაიცი". 80-იანების ბოლოსთვის დონი იენი იწყებს თანდათან დაშორებას უპინისგან: თავიდან ის მუშაობს მასთან მხოლოდ როგორც ბრძოლების დამდგმელი, შემდეგ კი სულაც წყვიტავს თანამშრომლობას რეჟისორთან. იენის პირველივე როლი ჰეპინთან შემოქმედებითი ტანდემის გარეთ ხდება ნისანდობლივი: ჯეტ ლისთან ერთად ის იღება ცუი ჰარკის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში "ერთხელ ჩინეთში 2". სურათში მონაწილეობა აქცევს დონის ნამდვილ ვარსკვლავად ჰონკონგის მასშტაბით, და ის ღებულობს პრიზს "მეორე პლანის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის".

   ამის შემდეგ, ბევრისგან მოულოდნელად, დონი იენი მიდის ტელევიზიაში. ის ხელს აწერს კონტრაქტს ორ სერიალში მონაწილეობაზე, რომლებიც ხდებიან ჰიტები. წარმატების ტალღაზე იენი ცდის საკუთარ თავს რეჟისურაში, იღებს ფილმს "ლეგენდა მგელზე". მეორე რეჟისორული ნამუშევარი - "ტყვიის კოცნა" - საშუალებას აძლევს მას გაემგზავროს კინოფესტივალზე ტოკიოში, სადაც ის ნომინირებულია წოდებაზე "საუკეთესო რეჟისორი-დებიუტანტი". ამის შემდეგ დონი იენი ეცნობა სტივენ სიგალს, და ეს უკანასკნელი იმდენად არის მოხიბლული იენით, რომ სთავაზობს თავისი ახალი ფილმის რეჟისორობას. ციდან მიწაზე სიგალი ჩამოიყვანეს პროდიუსერებმა, რომლებმაც პოპულარულად აუხსნეს მსახიობს, რომ არასდროს ცხოვრებაში არ ანდობენ ახალბედა რეჟისორს 48 მილიონ დოლარიან პროექტს.

    მისი ასევე ცნობილი ფილმებია:

  • ბლეიდ 2 (2002)
  • გმირი (2002)
  • შანხაის რაინდები (2003)
  • ორმაგი ეფექტი 2 (2004)
  • შვიდი მახვილი (2005)
  • იპ მანი (2008)
  • ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება 2009 (2009)
  • რესპუბლიკის დაფუძნება (2009)
  • მცველები და მკვლელები (2009)
  • 14 ხმალი (2010)
  • იპ მანი 2. ლეგენდა დიდოსტატზე (2010)
  • მუშტის ლეგენდა - ჩენ ჟენის დაბრუნება (2010)
  • დრაკონი (2011)

D Yen Family   დონი იენი - პიროვნება საკმაოდ არაორდინარულია, შეიძლება ითქვას, სკანდალურია. ის საკმაოდ ურცხვი აზრის არის მრავალ ადამიანზე, რომლებიც მის ირგვლივ იყვნენ და არიან. მაგალითად, იუან ჰეპინს ის უძახის "უნიჭო რეჟისორს", ხოლო ცუი ჰარკს "ქალის გოშიას", რომელიც ყველაფერში უსმენს თავის ცოლს. სამაგიეროდ ის აღმერთებს მაიკლ ბეის და თვლის რომ "კლდე" და "არმაგედონი" - კინემატოგრაფის ნამდვილი შედევრებია. ასევე დონის ძალიან მოსწონს ფილმი "ბლეიდი".

მეუღლე: სესილია სისი ვონგი (2003 წლიდან დღემდე), ჰყავთ 2 შვილი.

                  ლიუნგ სინგ სი (1994-1995), განქორწილებულები, 1 შვილი

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « კანგ ლე
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე