იუენ ბიაო

იუენ ბიაო

Yuen Biaoიუენ ბიაო

ნამდვილი სახელი - სია ლინგ იუნი

სიმაღლე - 1,68 მ

მეტსახელი - პატარა ძმა

დაიბადა  1957 წლის 26 ივლისს, ჰონკონგში

მინიბიოგრაფია

 

   იუენ ბიაო იყო მეხუთე 8 შვილს შორის. მამამისი მაშინ მართავდა მცირე საქსოვ ფაბრიკას, სადაც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ. ფაბრიკა მდებარეობდა სახლთან ახლოს და იქ მუდამ იმყოფებოდა პატარა იუენის სამი და. რაც შეეხება თვით ბიაოს, მას არასოდეს აინტერესებდა სწავლა და ოჯახის სამუშაო, გაცილებით მეტი სიამოვნებით ის დარბოდა ქალაქში, ცდილობდა იმ მოძრაობების იმიტირებას, რომლებსაც უყურებდა ფილმებში უშუს შესახებ და ბაძავდა ცნობილ მსახიობებს.

   საბავშვო ბაღშიც კი იუენი ახერხებდა ეჩხუბა თითქმის ყოველ დღე, რითაც ნათლად აგებინებდა მის ოჯახს და საზოგადოებას, რომ სწავლა სულაც არ იყო მისი საქმე. იუენის მამას მუდამ უყვარდა ჩინური ოპერა. მის ამ გატაცებას ოჯახში არავინ არ იზიარებდა, მაგრამ სანამ იუენი პატარა იყო, მამა ხშირად იჯენდა მას მუხლებზე, როდესაც უსმენდა ოპერის ფირფიტებს. ბუნებრივია, შეისისხლხორცა რა პატარაობიდანვე მსგავსი ხელოვნების მიმართ სიყვარული, როდესაც წამოიზარდა, იუენმა თვითონ დაიწყო მომღერალთა რაღაც მოძრაობების იმიტაცია, რამაც მიიყვანა მამამისის გადაწყვეტილებამდე, მიებარებინა ის პეკინის ოპერის სკოლაში 10 წლიანი კონტრაქტის ხელმოწერით. თანაც ოჯახს არ უწევდა არაფრის გადახდა მისი სწავლისთვის - ასეთი იყო მიღების პირობები.

   თვით იუენი იხსენებდა იმ დროს, როგორც დაუჯერებლად რთულს მის ცხოვრებაში - ადგომა დილის 5 საათზე, ვარჯიშები მთელი დღე გადაბმით, ხოლო საღამოს თვით ჩინური ოპერის შესრულება. სწორედ იქ ბიაომ გაიცნო თავისი ორი ყველაზე დიდი მეგობარი მთელს ცხოვრებაში - ჯეკი ჩანი და სამო ჰუნგი. იუენი მისცეს სკოლაში, როდესაც ის იყო 5 წლის. ამ დროისთვის ჯეკიც და სამოც უკვე იყვნენ სკოლაში. სასტიკი ვარჯიშების მიუხედავად, როდესაც მას შეეკითხნენ, უნდა თუ არა დარჩენა (ეს იყო რიტუალი - სამი თვის გასვლის შემდეგ ყველა ახალწვეულს ეკითხებოდნენ, უნდა თუ არა ვარჯიშების გაგრძელება), მან ყოყმანის გარეშე უპასუხა "კი". პრაქტიკულდ მაშინვე ამის შემდეგ (კიდევ სამი თვის მერე) ის საშინელი გაცივებით დაავადდა და კინაღამ დაიღუპა.

Biao Chan Hung   სამო უფროსი იყო იუენზე მთელი 8 წლით, ხოლო ჯეკი 4 წლით, და საერთოდ იუენი იყო ყველაზე უმცროსი გუნდში, რისთვისაც მიიღო მეტსახელი "Little Brother" ("პატარა ძმა"), ასევე შეიცვალა თავისი ნამდვილი სახელი სია ლინგ იუნი და დაირქვა იუენ ბიაო ("ვეფხვის ბოკვერი ბიაო"). სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ბიაო მიდის სტუდიაში, სადაც სამო ჰუნგი მუშაობდა ტიუკების დამდგმელის დამხმარედ, და იქ ღებულობს თავის პირველ "დიდების წილებს" ეკრანზე დუბლიორობით და სტატისტობით.

   მას ერგო ბედნიერება ემუშავა თვით ბრიუს ლისთან ფილმებში "მრისხანების მუშტი" და "დრაკონის შემოსვლა". მაგრამ, ბოლო ფილმის პრემიერის შემდეგ, მალე ბრიუს ლი კვდება, რაც იწყებს ჰონკონგში დაცემის პერიოდს უშუს შესახებ ფილმებისთვის. შედეგად ბიაო მიემგზავრება აშშ-ში, სადაც, როგორც ყური მოჰკრა, მასწავლებელი იუ ჯიმ იუენი, რომელმაც დახურა პეკინის ოპერის სკოლა ჰონკონგში, აპირებს გადასვლას რამდენიმე შოუს დასადგმელად. რამდენიმე ხანი ისინი მოგზაურობდნენ მთელს ამერიკაში და აოცებდნენ მაყურებლებს თავიანთი დაუჯერებელი აკრობატული უნარებით, მაგრამ, სამწუხაროდ წარმატება არ შედგა და შოუც დაიხურა.

   იუენი მაშინვე არ ბრუნდება ჰონკონგში - რამდენიმე ხანი ის ცხოვრობს ლოს-ანჯელესში და მუშაობს სუპერმარკეტში "ქურდების დამჭერად". კიდევ რაღაც ხანსი მას სტუმრობს იუენ ჰონგი, გოგონა, ვინც თავის დროზე გამოიყვანა ავადმყოფობიდან პეკინის სკოლაში, რომელიც, მათი მასწავლებლის დავალებით ეძებდა სახლიდან გასულ ყველა სტუდენტს. ის სთავაზობს მას სამსახურს ნიუ-იორკში, სადაც იმ დროისთვის უკვე გადავიდნენ გოგონას მშობლები, და ის თანხმდება. კვლავ გადის მრავალი თვე შავ სამუშაოებში (მაშინ ის აკეთებდა ლენტს კასეტებისთვის, ასევე ხანდახან მჭედლად მუშაობდა), მაგრამ, სადღაც ერთ წელიწადში ნიუ-იორკში გადასვლიდან, ის ღებულობს წერილს მამისგან, სადაც ის წერს, რომ, როგორც ჰგავს, ჰონკონგში კვლავ იწყება ფილმების აყვავება უშუზე, და მაშინვე წყვეტს უკან დაბრუნებას.

    ჰონკონგში დაბრუნებისას იუენი ხვდება სამოს, ვისთანაც იწყებს მუშაობას ბრძოლების დამდგმელის დამხმარედ, და მალე ხდება წამყვან დამდგმელად. 1978 წელს სამო ჰუნგთან მიდის წინადადებით რეიმონდ ჩოუ, "Golden Harvest"-ის პრეზიდენტი, რომელსაც უნდოდა ბრიუსლის ლის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მასალებისგან შეექმნა კიდევ ერთი ფილმი, და სჭირდებოდა ადამიანი მისი დუბლიორის როლში. იუენის გარდა კანდიდატურა არ იყო. ასე შეიქმნა სურათი "Game of Death"("სიკვდილის თამაში"), რის შემდეგაც სამო სთავაზობს მას პირველ წამყვან როლს ფილმში "Knockabout", რომელმაც ის ვარსკვლავად აქცია. იმ დროისთვის ჯეკი ჩანმა უკვე მოასწრო დაექუხა თავისი ჰიტებით "გველი არწივის ჩრდილში" და "მთვრალი ოსტატი", ასე რომ უკვე შეინიშნებოდა ეგრედწოდებული "კომიკური კუნგფუს ფილმების" წარმატების ტენდენცია, რისთვისაც არ შეეძლო გვერდი აეარა ბიაოსაც, რომელმაც ითამაშა ფლმში "Magnificent Butcher" სამო ჰუნგთან ერთად, ამასთან დროდადრო ერთვებოდა სერიოზულ დადგმებში, კვლავ, მაგალითად, გამოსვლა ბრიუს ლის დუბლიორად ფილმში "Tower of Death". იმ დროისთვის ბიაო მჭიდროდ თანამშრომლობდა სამო ჰუნგთან, ჩნდებოდა, პრაქტიკულად, ყველა მის ფილმში, მაგრამ ამ დროს თვით ჯეკიც იწვევს მას ტავის ფილმში "Young Master" (1980), რის შემდეგაც სურათი გადაიქცა თავისებურ რეკორდად - ეს იყო პირველი ჰონკონგური ფილმი, რომელმაც შეკრიბა იქ 10 მილიონი დოლარი (ჰონკონგური). ეს იყო ნათელი მინიშნება, და "სამი ძმა" იწყებს ერთობლივი ფილმების შექმნას, რომელთა შორის პირველი ხდება "Winners and Sinners" (1983). ბიაოს იქ ჰქონდა მცირე როლი, მაგრამ ამასთან ერთად ის დგამდა ბრძოლებს.

   სამეული აგრძელებს ფილმების კეთებას ერთად - პრაქტიკულად ჯეკის ყველა ფილმი 1983-1986 წლებში შექმნილი იყო ამ სამეულის მიერ. 90-იანების დასაწყისში ბიაო წყვიტავს მოსინჯოს თავი რეჟისურაში, დგამს ფილმს "A Kid from Tibet", სადაც თვითონვე თამაშობს მთავარ როლს. მიუხედავად საკმაოდ მცირე მოსაკრებლის აღებისა, თვით ბიაო უწოდებს მას თავის ყველაზე საყვარელ ფილმს, თუნდაც იმიტომ რომ გადაღებები მას განუზომელ შრომად დაუჯდა. ამ სურათის შემდეგ ბიაოს ეწყება დაღმასვლა - 90-იანების შუაწლების ყველა მისი ფილმი ხდებოდა სულ უარესი და უარესი. დადგა სტივენ ჩოუსა და ჯეტ ლის ტიპის ახალი გმირების ერა, რომელტა ზურგს უკან გადადის თვით ბიაოც. ის თამაშობს მეორეხარისხოვან როლს ფილმში "ერთხელ ჩინეთში" (1992), ხოლო შედარებით ახალ ფილმში "გმირად წოდებული ადამიანი" (1998) მთავარი როლები მიცეს ეკინ ჩენგს და შუ კუის, როდესაც მას უწევდა დაკმაყოფილებულიყო მცირე მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით. ამ დროისთვის ბიაო მოღვაწეობს ჰონკონგში და კანადაში ერთდროულად.

მეუღლე: დიდი ფანგ საუ-ჰა (შეუღლდნენ 1984 წ), ჰყავთ ორი შვილი.

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « ჯეტ ლი სამო ჰუნგი »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები