სამო ჰუნგი

სამო ჰუნგი

Sammo Hung Kam Boსამო ჰუნგი

ნამდვილი სახელი: სამო ჰუნგ კამ-ბო. მეტსახელი: იუენ ჩუ, დიდი ძმა

დაბადების თარიღი: 7 იანვარი, 1952 წ.

დაბადების ადგილი: ჰონკონგი

სიმაღლე: 1.68 მ.   წონა: 99 კგ

მინიბიოგრაფია

 

   ჩინურიდან სამო ითარგმნება როგორც "სამი ღერი თმა". მან მიიღო ეს სახელი დაბადებისას, რადგან თავზე მას რამდენიმე ღერი თმა აღმოაჩნდა.

   სწავლა სამომ დაიწყო იუ-ჯიმ იუენის სკოლაში, პეკინის ოპერის სკოლაში. ყველა მოსწავლეს იქ აძლევდნენ მოკლე სახელებს და ასე მიიღო მან სახელი იუენ ლუნგი. სწავლება ამ სკოლაში იყო ძალიან რთული საქმე. თუ მოსწავლეები რაიმეს არასწორად აკეთებდნენ ან არ ემორჩილებოდნენ, მასწავლებელს შეეძლო მათი დასჯა ცემით. თუმცა, ხანდახან მათ მასწავლებელი სცემდა ნებისმიერ შემთხვევაში, ისე, ტყუილად, პროფილაქტიკისთვის.

   თუმცა ამ სკოლამ გაზარდა მთელი თაობა ჩინელი მსოფლიო ვარსკვლავებისა, ისეთები, როგორიცაა ჯეკი ჩანი, იუენ ბიაო, სამო ჰუნგი, კორი იუენი და სხვა მრავალი.

   სამო იყო ყველაზე უფროსი სკოლაში, ამიტომ მას დაარქვეს "დიდი ძმა". თავისი წონის მიუხედავად, სამო იყო და არის ძალიან მოძრავი. მისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას სალტოს გაკეთება. სკოლაში მათ ასწავლიდნენ მთელ კრებულს: აკრობატიკას, უშუს, სიმღერას, პანტომიმას, ცეკვას და ა.შ.

   სკოლაში მასწავლებელმა ჩამოაყალიბა გუნდი ყველაზე ნიჭიერებისგან და დაარქვა მას "ბედნიერი შვიდეული". სწორედ ამან მისცა ბიძგი სამოს დაკავებულიყო კინემატოგრაფიით.

   სამო ჰუნგი - ერთერთი დედაბოძია ჰონკონგის კინოინდუსტრიის. 170 ნაშრომზე მეტი, სადაც სამო დაკავებულია როგორც მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, ბრძოლების დამდგმელი, კასკადიორი, დამდგმელი-მხატვარი, რეჟისორის ასისტენტი, ეპიზოდებში და სატელევიზიო სერიალებში, სხვადასხვა კატეგორიების ჟანრის ფილმებში, ავსებს მსოფლიო კინემატოგრაფის საგანძურს.

   სამომ მოიპოვა ცნობადობა ბრიუს ლისთან ერთად ფილმში "დრაკონის შემოსვლა" და გააგრძელა სამსახიობო უნარები კომედიური მსახიობისა და საბრძოლო ხელოვნებების მცოდნის ხარისხში. ერთერთი მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომი - ფილმი "მისტერ მაგარი ბიჭი" ჯეკი ჩანთან ერთად, სადაც სამო იყო ფილმის რეჟისორი და ეხმარებოდა ბრძოლების დადგმაში. ასევე სამო იყო რეჟისორი ფილმისა "ერთხელ ჩინეთში და ამერიკაში" ჯეტ ლისთან ერთად.

Sammo Hung Donnie Yen   დიდი ძმის რეპუტაცია გრძელდება სამო ჰუნგის მრავალრიცხოვანი საქველმოქმედო საქმიანობით. 1998 წელს ჟურნალი "People"-ს ფურცლებზე სამო იყო მოხსენიებული, როგორც ერთერთი "წლის 25 დამაინტრიგებელ ადამიანთა" შორის.

   სამოს ძალიან უყვარს თავისი მეუღლე ჯოის მინა გოდენზი, ოჯახი (ოთხი ვაჟი), თავისი მეგობრები და ახლობლები. ის ძალიან კეთილი და უშუალო ადამიანია.

   თავისუფალ დროს მას უყვარს თევზაობა, გოლფის თამაში და თავის მრავალრიცხოვან შინაურ ცხოველებზე ზრუნვა.

   "სამყაროს მართავს სიყვარული. და მე ამის მჯერავს!" - ასეთია სამო ჰუნგის ძირითადი დევიზი.

ბადრი ნოზაძე

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
ასევე ამ კატეგორიაში « იუენ ბიაო კანგ ლე »
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლე