Displaying items by tag: ისტორია
უშუს სტილების ისტორია

    ჩინეთისთვის დამახასიათებელი  ტენდენცია, გამოყოს ყველა საგანში და მოვლენაში ორი მხარე - იანი (აქტიური, ხილული) და ინი (პასიური, ფარული) - აისახა სტილების ტრადიციულ დაყოფაში  "გარე" და "შიდა" სტილებად.Shaolin M

   "გარე" სტილები (ვაიცია) ასოცირდება მამაკაცის ნათელ საწყისთან,  იან-თან, და "შიდა" სტილები (ნეიცია) - ქალის ბნელ საწყისთან ინი. ამავე თეორიის თანახმად, ყოველი თვისება უკიდურეს მდგომარეობამდე მიღწევისას ბადებს საპირისპიროს. ამდენად, "შიდა" სტილების სირბილის მეშვეობით მიიღწევა უდიდესი ძალა და დინამიკა, ხოლო "გარე" სტილების "მძიმე" მეთოდების " მეშვეობით მიიღწევა "სირბილე". გარდა ამისა, თითოეული უშუს სკოლა აგებულია გარკვეულ ბალანსზე მძიმესა და რბილს შორის, ხილულსა და ფარულს შორის, აქტიურსა და პასიურს შორის.

   ტრადიციულად ჩინეთში, კონცეფცია "გარე" არ შეიცავს რაიმე უარყოფით შეფასებას.  "გარეში"  იგულისხმება ხაზგასმული საბრძოლო ხასიათი და დინამიური ტექნიკა. ასევე, ტერმინი "გარე" გულისხმობს შედარებით უფრო ხისტი სახით ცინის შიდა ძალისხმევას, ისევე როგორც  ფიზიკური ძალის, სიჩქარის, გამძლეობის და ა.შ. მეთოდების განვითარებისა.  ვაიციას სტილების ჯგუფი არის გაცილებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ვიდრე ნეიციას სტილების ჯგუფი. ზოგჯერ ვაიციას სტილებს  ასევე მოიხსენიებენ, როგორც შაოლინის სტილებს ლეგენდარული ჩან - ბუდისტური მონასტერის შაოლინის საპატივცემულოდ, რომელიც ერთნახევარ ათასწლეულზე მეტია განთქმულია ჩინეთში თავისი ბერებით- მებრძოლებით.

   "შიდა" სკოლების თაყვანისმცემლები ხშირად აკრიტიკებდნენ "შაოლინელებს" იმაში, რომ მათი ძალა უხეში და ზედაპირულია, ტექნიკა "სწორხაზოვანია", ხოლო მთელი ხელოვნება დაყვანილია სხვადასხვა ილეთების შესწავლამდე. მართლაც, ზოგიერთი "გარე" უშუს სკოლების ხალხურ და სამხედრო გარემოში იყო მხოლოდ მარტივი სისტემა საბრძოლო ხელოვნებისა და სხვადასხვა ტრადიციული იარაღით ბრძოლისა. მთავარი მიზანი ამ სკოლებში იყო, რაც შეიძლება მალე  ესწავლებინათ ხალხისთვის ძირითადი სამხედრო ტექნიკა და საკმაოდ მარტივი გზით გაეზარდათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები. თუმცა, ტრადიციული სკოლები, რომლებიც განვითარდნენ და გადარჩნენ საკმაოდ მკაცრი კონკურენციისას, სამონასტრო  და ოჯახურ (კლანის) სკოლებს არ შეიძლება ბრალი დაედოს "ზედაპირულობაში". მრავალწლიანი სასწავლო პროგრამები ამ სკოლებში ითვალისწინებდნენ უამრავ ურთულეს მეთოდებს შიდა სამუშაოებისა - ნეიგუნს, ციგუნის როგორც რბილ ასევე ხისტ სისტემებს. რომ აღარაფერი ვთქვათ  ბუდისტი და კერძოდ, ჩანის ბერების ძირითად პრაქტიკაზე - მედიტაციაზე, რომლის გამოცდილებასაც შეეძლო გადამწყვეტი როლი ეთამაშა დახელოვნებული მებრძოლის მომზადებაში.

  shifu 05  ასევე ორაზროვნად არის მიდგომა კარგად ცნობილ"სხვისი ძალის სესხების" პრინციპთან, ანუ შემტევის ძალის გამოყენებისა მისავე წინააღმდეგ საკუთარი ძალის მინიმალური გამოყენებით. ეს პრინციპი, რომელიც გახდა მთავარი უშუს  "შიდა" სტილებში, სულაც  არ არის უცხო ტრადიციული "გარე" სტილებისთვის. სწორედ  ეს ხელოვნება სხვისი ძალის გამოყენებისა ითვლებოდა  ნამდვილი ოსტატობის (გუნფუ) ნიშნად უშუს ყველა სტილებში.

    ოსტატობის დაუფლების მეთოდები "შიდა" სტილებში არის უფრო რბილი და ბუნებრივი, თუმცა მათი ფარული ხასიათის გათვალისწინებით, ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან რთული და ბუნდოვანი დამწყებთათვის. ძირითადი, რეალური შედეგები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღწევა მუდმივი პრაქტიკა პირობებში, ხოლო სრული ოსტატობის მიღწევა მოითხოვს ათწლეულებს. შაოლინის მკაცრი მეთოდები, რომლებიც მოითხოვენ სერიოზულ ნებისყოფას და ფიზიკურ ძალისხმევას, უფრო გასაგები და ნათელი განსაცდელია და იძლევა შედარებით სწრაფ ეფექტს საბრძოლო ოსტატობისა. ცნობილია რომ დიდმა უმრავლესობამ სახელგანთქმული უშუს "შიდა" სტილის ოსტატებისა ახალგაზრდობაში გაიარეს სერიოზული მომზადება ტრადიციულ "გარე" სტილებში.

    უშუს "გარე" სკოლების ოჯახი შედგება უამრავი სხვადასხვა სტილებისაგან, რომელთა შორის მიღებულია  ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა - ბეი პაი (ჩრდილოეთ სკოლები) და ნან პაი (სამხრეთ სკოლები). სხვაობა ჩრდილოეთ და სამხრეთ სტილებს შორის, გარკვეულწილად, ასახავს სხვადასხვა ფიზიკურ მახასიათებლებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთის ეთნიკური ჯგუფებისა. ჩრდილოელთათვის, ჩვეულებრივ უფრო მაღლებისა და ხშირად ძლიერი ფიზიკური მონაცემების ხალხისთვის, უფრო მომგებიანი იყო დაეკავებინათ ბრძოლის დროს საშუალო და შორი დისტანციები, აქტიურად გამოეყენებინათ ფეხით დარტყმები და გრძელი გადაადგილებები. სამხრეთლები კი, როგორც წესი მცირე სიმაღლის ხალხი, უპირატესობას ანიჭებდნენ ბრძოლის დროს ახლო ან საშუალო დისტანციებს, ძალიან მყარ პოზიციებს, კომპაქტური გადაადგილებებს და ხელით დარტყმების ტექნიკას. გარდა ამისა, სამხრეთელებისთვის საჭიროა კუნთური მასის ნაკლებობისთვის  კომპენსირება  გაეკეთებინათ განსაკუთრებით ძლიერი "ძალების გამოსროლით" დარტყმების დროს. სამხრეთ სტილების კომპაქტურობაც განპირობებულია სამხრეთელების ცხოვრების პირობებით: მცირე საოჯახო ეზოები, ვიწრო ქუჩები, სანაპირო რაიონებში - "ცხოვრება წყალზე" - ნავებში და სახლებში  ბოძებზე.

    ტიპიურ მაგალითებად უშუს ჩრდილოეთ მიმართულებისა  შეიძლება გახდეს სუნშანის მონასტერის შემადგენელი უშუს სხვადასხვა სტილები: ჰუ ცუანი - "წითელი მუშტი", პაო ცუანი - "ქვემეხისებრი მუშტი" ტანტუი - "ზამბარისებრი ფეხი", ასევე ჩინელ მუსულმანთა სტილები: ჩა ცუანი, შა ცუანი, და სხვ. ტიპიური სამხრეთის სტილები შეჯგუფდნენ ფუციანის  შაოლინის გარშემო: ჰუნცია ცუანი - "შვიდი ჰუნის სტილი", ცაილოფო ცუანი, იუნჩუნ ცუანი (ევროპული გამოთქმით "ვინ ჩუნი"), ლანშან ცუანი (ლამსონ კუენი) - ლურჯი მთის მუშტი და სხვ.

    უშუს ჩრდილოეთ და სამხრეთ სკოლებს შორის არის სტილების კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული, როგორც ცალკე ჯგუფი. ეს "მიბაძვითი" სტილებია. უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა სტილში არის მოძრაობები, რომლებიც გარკვეულწილად აკეთებენ ცხოველების იმიტირებას. თუმცა, ჩვეულებრივ სკოლებში რომელიმე გარკვეული ცხოველისთვის დამახასიათებელი მოძრაობის მხოლოდ პრინციპის იმიტირებას ახდენენ (მაგალითად, ჩრდილოეთის და სამხრეთის შაოლინის სკოლებში გავრცელებულია ხუთი ცხოველის ტექნიკა - დრაკონი, გველი, ვეფხვი, ლეოპარდი და წერო), იმ დროს, როდესაც მიბაძვით სტილებში იმიტირებენ პრინციპის გარდა ცხოველის განსახიერებასაც. ამიტომაც, ხანდახან ამ სტილებს უწოდებენ განსახიერებით სტილებს. ამ ჯგუფს ეკუთვნის ტანლან ცუანი - "კალიას სტილი", ჰოუ ცუანი - "მაიმუნის სტილი", ბაიჰე ცუანი - "თეთრი წეროს სტილი" და სხვ.Ip Man

    თავის მრავალფეროვნებას უშუს სტილები უნდა უმადლოდნენ იმ ფაქტსაც, რომ შუა საუკუნეების ჩინეთში საბრძოლო ხელოვნების შესწავლით დაკავებული იყვნენ   ძალიან განსხვავებული სოციალური ფენის მოსახლეობა. ეს არის, პირველ რიგში, ბუდისტი და დაოისტი ბერები, ასევე კონფუციანები, მეორეც, "მაწანწალები" - ბანდიტები, მესამე, მეცნიერები, მთავრობის წარმომადგენლები, გლეხები, იმპერატორის არმიის ოფიცრები, საიდუმლო საზოგადოებების წევრები. ბევრ სკოლები გადაეცემოდა "ოჯახში"  - მამისგან  შვილზე. მათ "ოჯახურ" სკოლებს უწოდებდნენ.

 დასასრულს, აღსანიშნავია, რომ ჩინური უშუს უამრავ სტილს შორის შეუძლებელია გამოარჩიო საუკეთესო, უძლიერესი. თითოეული მათგანი იძლევა შესაძლებლობას, ხოლო ყველაფერ დანარჩენს აკეთებს ადამიანი. ცნობილი ანდაზა ამბობს: "ძალას ამარცხებს ტექნიკა, ტექნიკას კი სული". ამიტომაც, ნებისმიერი უშუს სტილის ვარჯიში - ეს, უწინარესად, სულის ვარჯიშია.

Suen Zhao_Shan

უშუს ისტორია საქართველოში

   1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა დააფუძნა ცნობილმა ჩინელმა ოსტატმა სიუენ ჯაო შანმა სახელწოდებით "თბილისი შაოლინ-სი ცუან ფა", სადაც ასწავლიდა არწივის სტილს "სინ ინგ ჩუანს". ბატონი შანი ბრძოლის ხელოვნებას ეუფლებოდა ჩინელი დიდოსტატების "ხუ ვან ვანისა" და "თი ლიუ სინის" ხელმძღვანელობით. სკოლაში 300-მდე მოწაფე ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ რჩეულები შემორჩნენ. შანი მაქსიმალურად გადაცემდა საკრალურ ცოდნას რჩეულ მოწაფეებს. ბატონი შანი გვევლინება არა მარტო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, არამედ, როგორც მიღებულია უშუს ოსტატებში, როგორც მკურნალი ექიმი. შესაბამისად იგი მკურნალობდა პაციენტებს აკუპუნკტურის (ნემსოთერაპია) და ციგუნის თერაპიის გამოყენებით. 1989 წელს სიუენ ჯაო შანის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ უშუს ენთუზიასტებს

 

  უშუ (武   术  ) არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო  

 სახელი. შედგება ორი იეროგლიფისგან :  武-  wu (უ) – საომარი, საბრძოლო და (术  ) shu (შუ) – ხელოვნება, ტექნიკა.  
  სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელობებისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ტერმინები, ამიტომ აღნიშნულის წერაში რაიმე ღრმა ფილოსოფიური აზრის ძებნა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. უშუს იცნობენ  აგრეთვე სხვადასხვა სახელებითაც:
 
   კუნ-ფუ (კანტონურ დიალექტზე), გუნ-ფუ (ოფიციალურ ჩინურზე) – “საკუთარ თავთან მუშაობა/ვარჯიში”, ასევე ნიშნავს თავგადადებული ვარჯიშების შედეგს, ჰონკონგში იხმარება უშუ, ასევე გამოიყენება ვარიანტი კუნგ-ფუ.
 გო-შუ – “ქვეყნის ხელოვნება/ეროვნული ხელოვნება”; ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა აღსანიშნავად ჩინეთის რესპუბლიკის დროს, ამჟამად გამოიყენება ტაივანში.

  უ-ი – “საბრძოლო ხელოვნება”, იმპერატორული ჩინეთის დროინდელი ძველი ტერმინი.

      ცუან-ფა (“მუშტის მეთოდი”) ან ცუან-შუ (“მუშტის ხელოვნება”) – უ-შუს ერთერთი განაყოფი, ხანდახან ეს სიტყვა გამოიყენება როგორც მთელი უ-შუს სინონიმი.
  შინაარსით კუნგ-ფუ და უშუ ერთი და იგივეა. უშუ  (武   术  ) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “საბრძოლო ხელოვნება”, ხოლო გუნ-ფუ (功  夫  ), ასევე არასწორად ტრანსკრიბირებული როგორც “კუნგ-ფუ” ან “კუნ-ფუ” ნიშნავს “ოსტატობას” და ჩინეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე ნიჭიერ მუსიკოსთან, მხატვართან, მზარეულთან და სხვასთან მიმართებაში. “კუნგ-ფუს” გამოთქმის ტრადიცია მოვიდა ძველი ჰონკონგური საბრძოლო ფილმების ამერიკული თარგმანებიდან, რომლებშიც წარმოთქვამენ “კუნგფუს” (კანტონურ დიალექტზე მიღებული წარმოთქმა, გავრცელებული ჩინეთის სამხრეთში).
  

არსებობს უშუს ასობით სტილი. ისტორიულად არსებობდა მათი კლასიფიკაციის შემდეგი მცდელობები:

 
●    კლასიფიკაცია “ჩრდილოეთ - სამხრეთის” პრინციპით. დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩრდილოეთის სტილებისთვის დამახასიათებელია ფართო მაღალი პოზიციები, ფეხით დარტყმების დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვანი გადაადგილებები, იმ დროს როცა სამხრეთის სტილები ხასიათდება დაბალი პოზიციებით, მცირე მოძრაობით, ეყრდნობა ძირითადად ხელებით მოქმედებებს. თუმცა არსებობს მრავალი სტილი როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება ამ სქემაში.
● კლასიფიკაცია წარმოშობის სამი ცენტრის (“შაოლინი, უდანი, ემეი”) მიხედვით. ლეგენდები ამბობენ, რომ არსებობს უშუს სტილების წარმოშობის სამი ცენტრი: ბუდისტური მონასტერი სუნშან შაოლინი ხებეის პროვინციაში, დაოსური ტაძრების კომპლექსი უდანის მთებში  ხებეის პროვინციაში და ბუდისტური და დაოსური მონასტრები ემეის მთებში სიჩუანის პროვინციაში. თუმცა ამ სქემაში არ ჯდება მრავალრიცხოვანი სტილი, რომლებიც არ წარმოშობილან არცერთში ამ სამ ცენტრთაგან.
 
● კლასიფიკაცია სამი მდინარის (“ხუანხე, იანცზი, ჩჟუნცზიანი”) ხეობის მიხედვით. ეს კლასიფიკაცია შეიქმნა 1909 წელს შანხაიში დაფუძნებული ასოციაცია “ცზინუ”-ს მიერ, რომელმაც პირველმა მიმართა უშუს სისტემატური მეცნიერული შესწავლის მცდელობას. თუმცა მოცემულ სქემაში არ ჯდება სტილები გავრცელებული იმ რეგიონებში, სადაც არც ერთი ამ მდინარეთაგან არ მიედინება.
 
● სტილებად დაყოფა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ შორ დისტანციაზე ბრძოლას – “ჩანცუანი”  (长  拳  ), და სტილები რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ახლო დისტანციაზე ბრძოლას – “დუანდა”  (短   打  ). ამ სქემაში არ ჯდება სტილები, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები