Admin
Admin

Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტის მისამართი: http://www.mywebsite.ge

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 19-20 მარტს ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს მე-13 უშუს ეროვნული ჩემპიონატი.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 13 რეგიონის 142 სპორტსმენმა.

ჩემპიონატი ჩატარდა ორი მიმართულებით, საჩვენებელი ტაოლუები (21 სტილი) და კონტაქტური სანდა (26 წონითი კატეგროია)  ჩამოყალიბდა ნაკრები, რომლებიც გაემგზავრებიან 10-20 მაისს ევროპის ჩემპიონატზე ქალაქ მოსკოვში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველად უშუს ისტორიაში, 4 სპორტსმენზე  მოხდა არასაშეჯიბრო დოპინგ ტესტის აღება.

იხილეთ ტექნიკური ანგარიში. 

   საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები იმყოფებოდა მოსკოვში მე-2 საერთაშორისო ტურნირზე სადაც 14 ქვეყნის 20 გუნდი და 730 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საქართველოში შესანიშნავი შედეგით ბრუნდაბა: 1 ოქრო და 1 ბრინჯაო დავით გულისაშვილი, 1 ვერცხლი ნინო ჩიხლაძე, 1 ვერცხლი გიორგი სიდამონიძე და 1 ბრინჯაო გურამ ფირცხალავა. ნაკრების მწვრთნელები: ტაოლუ - გიორგი ვერულიძე, სანდა - ლაშა სუმბულაშვილი, დავით კუჭავა. ქართველმა უშუისტებმა შეძლეს, რომ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერებულიყო.

   აღსანიშნავია, რომ მაისში მოსკოვში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი უშუში, რომლსაც წინ უძღვის 19-20 მარტს საქართველოს ჩემპიონატი თბილისში, სადაც დაკომპლექტდება ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

Davit Gulisashvili

Giorgi Sidamonidze

აღმოაჩინე ჩინეთი - გიორგი ვერულიძე

გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე

(გადაცემის მოსასმენად დააწკაპეთ ქვემოთ სურათზე)

radio jako

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ გამოავლინა 2015 წლის 10 საუკეთესო მებრძოლი. მათ რიცხვში მოხვდნენ უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრები დავით გულისაშვილი (ევროპის პრიზიორი) და ნინო ჩიხლაძე (ევროპის პრიზიორი). დასახულია მომავალი მიზნები და წინ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გველოდება სადაც ჩვენი ნაკრების წევრებს მწვრთნელებთან ერთად მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. წარმატებები მათ.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 8-9-10 იანვარს ჩატარდა უშუს კალენდარული სამწვრთნელო და სამსაჯო სემინარი სანდაში, საჩვენებელ ტაოლუში და ვინჩუნში. ინსტრუქპტორებმა შეისწავლეს პირველი სავალდებულო დუანი. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონებს, რომლებმაც გაიარეს ახალი კურსები და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი. მადლობა მინდა აგრეთვე გადავუხადო ლაშა სუმბულაშვილს, დავით კუჭავას და დიმიტრი ფურცელაძეს, რომელბმაც უმაღლეს დონეზე ჩაატარეს სემინარი.

ფედერაციის პრეზიდენტი: გიორგი ვერულიძე


Georgian Wushu Federation organized instructional seminars in sanda, taolu and wing chun on January 8-9-10 /2016. Coaches and referees learned 1st compulsory duan. We are grateful to all the representatives of regions, who successfully passed the couses and received appropriate certificates. Also, special thanks to Lasha Sumbulashvili, David Kuchava and Dimitri Furceladze, who conducted the seminars at the highest level.

President of Federation: Giorgi Verulidze

seminari 1

seminari 3

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია გილოცავთ ჩვენი ვებგვერდის ყველა სტუმარს ახალ 2016 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას!

  13 ნოემბერს ინდონეზიაში, დედაქალაქ ჯაკარტაში უშუს მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატის გახსნა საზეიმოდ ცნობილმა უშუს ოსტატმა და კინომსახიობმა ჯეტ ლიმ გამოაცხადა. ცერემონიალს თან ამშვენებდა ჩინეთის უშუს ნაკრების გამოსვლა. ტრადიციულად ჩემპიონატის გახსნის წინ ჩატარდა უშუს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი. სადაც პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ბატონი იუ ზაიჩინგი, რომელიც ამავე დროს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი. კონგრესს ესწრებოდა საქართველოს მხრიდან უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ვერულიძე, ასევე კონგრესს სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯაკარტაში ბატონი ლაშა ჯაფარიძე.

   ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ევროპის უშუს ფედერაციის (EWUF) კონგრესზე უშუს საერთაშორისო ფედერაციის (IWUF) ვიცეპრეზიტენტად ერთხმად იქნა არჩეული რუსეთის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გლებ მუზრუკოვი. ამ დრომდე ტრადიციულად IWUF -ის ვიცეპრეზიდენტად ყოველთვის (25 წლის განმავლობაში) წარმოდგენილი იყო EWUF-ის პრეზიდენტი, რომელსაც ამჟამად წარმოადგენს ბატონი რაიმონდ სმიტი. ასევე კონგრესზე ერთხმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროპის უშუს ფედერაცია გადაკეთდეს ევროპის უშუ კუნფუს ფედერაციად. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო მავანთა მრავალი მცდელობებით, რომ კუნფუ წარმოდგენილი იყოს სპორტის ცალკე სახეობად. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სპორტის ასეთი სახეობა — კუნფუ (კუნგფუ, გონფუ) არ არსებობს, და ეს ტერმინი ისტორიულად ნიშნავს "ოსტატობას". 

ვინ არის თემურ მამისაშვილი, რომელიც ჯეკი ჩანთან, ჟან-კლოდ ვან დამთან და ედრიან ბროუდთან ერთად თამაშობს ფილმებში და რატომ ეძახდნენ მას და მის მეგობრებს ჰონკონგში „ქურდების ოჯახს“ 

  პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც ბრუს ლის, ჯეკი ჩანისა და ჟან-კლოდ ვან დამის ფილმებს უყურებდა და თან ჩინურ ორთაბრძოლაში დახელოვნებას ცდილობდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ოცნება აუსრულდებოდა – ჯეკი ჩანთან და ვან დამთან ერთად ფილმებში ითამაშებდა, მათთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებდა და, რაც მთავარია, ცნობილი ფილმების საბრძოლო სცენების დადგმაში მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ, როცა მიზანი არსებობს და ამ მიზნისკენ ადამიანი დაუღალავად მიისწრაფის ოდესმე ასეთი ოცნებებიც ასრულდება. ასე მოხდა თემურ მამისაშვილის ცხოვრებაში, რომელიც დღეს თავისი ახდენილი ოცნებების შესახებ „თბილისელებს“ ესაუბრება. 

   თემურ მამისაშვილი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვსწავლობდი სკოლაში, შემდეგ – კერძო ინსტიტუტში. 11 წლიდან დიდუბეში მანეჟში ვვარჯიშობდი ვალერი გალდავასთან, რომელიც ჩინურ ორთაბრძოლას – „უშუს“ ასწავლიდა. პარალელურად ვმღეროდი როკ-ჯგუფში – ამ საქმითაც სერიოზულად ვიყავი გატაცებული, თუმცა, იმ დროს არანაირი პერსპექტივა არ იყო. ვარჯიშისთვის არ დამინებებია თავი, დღედაღამ ვვარჯიშობდი. მაშინდელი ახალგაზრდები ბრუს ლისა და ჯეკი ჩანის ფილმებზე ვიყავით გაზრდილები და, ვოცნებობდი, ფილმებში მეთამაშა. ოთხმოცდაათიან წლებში საქართველოში ისეთი სიტუაცია იყო, ახალგაზრდებს აქედან გაქცევა უნდოდათ – არანაირი პერსპექტივა არ იგრძნობოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გამოვნახეთ გზა და წავედით ამერიკაში. მაშინ 22 წლის ვიყავი. არც ენა ვიცოდი და არც არავის ვიცნობდით, ერთი ქართველი ბიჭის გარდა, რომელიც ჩვენამდე ერთი წლით ადრე წავიდა ამერიკაში. ჩემი პირველი სამუშაო იყო ქუჩაში ფლაერების დარიგება. შემდეგ რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი. ენა რომ ვისწავლე, ოფიციანტიც გავხდი. მერე გადამზიდავ კომპანიაში დავიწყე მუშაობა – ვინმეს რამის გადატანა რომ დასჭირდებოდა, დაგვირეკავდნენ, ჩემს მეგობარს დიდი მანქანა ჰყავდა და  ვეხმარებოდით გადაზიდვაში. ანტიკვარულ გალერეასთან ვთანამშრომლობდი, საკმაოდ კარგი სამუშაო იყო, სხვადასხვა კატეგორიის ხალხს ვხვდებოდით, ენაც უფრო კარგად ვისწავლე; ქალაქიც და ხალხიც გავიცანი. ერთ დღესაც გალერეის უფროსმა (რომელიც უკრაინელი ებრაელია და კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ჩემთვის მამასავით იყო), თავისთან გალერეაში სამსახური შემომთავაზა. ბევრი რამ მასწავლა ამ ბიზნესში, ფინანსურადაც გაუმჯობესდა ჩემი მდგომარეობა და ჩემი ბიზნესიც დავიწყე. პარალელურად, ორთაბრძოლებით ვიყავი დაკავებული და ბრუკლინში ერთ-ერთ აკადემიაში მიმიწვიეს მასწავლებლად – ბავშვებს ვავარჯიშებდი. ყოველთვის ძალიან მომწონდა შაოლინის სტილი. გავიგე, რომ ნიუ-იორკში იყო შაოლინის მონასტრის ბერი, რომელიც მსურველებს ავარჯიშებდა. მივედი მასთან და მალე ჩემი მასწავლებელი და მეგობარი გახდა. აღმოჩნდა, რომ მასაც უნდოდა ფილმებში გადაღება და, გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ გადაგვეღო ფილმი. გადავიღეთ 29-წუთიანი ფილმი – Love like Wind, რომელშიც ცნობილი მსახიობი Shiri Appleby თამაშობს. მე ამ ფილმზე ვმუშაობდი როგორც კასკადიორი და ჩხუბების სცენების დამდგმელი. რეჟისორმა შემომთავაზა ერთ-ერთი როლის თამაში, ჩხუბების სცენაც იყო თავისი დიალოგებით. საკმაოდ ემოციური როლი მქონდა. ფილმი ინტერნეტში დაიდო ფორუმებზე. საკმაოდ კარგი შეფასებები დაწერეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის შეფასება, რომელშიც რობერტ დე ნიროს მადარებდნენ –„ევროპელი რობერტ დე ნირო“. ამ შეფასებამ საკუთარ თავში უფრო მეტად დამარწმუნა და სტიმული მომცა. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა შემოთავაზება, როლები, თუმცა, ჰოლივუდურ ფილმებზე მეტად „ბოევიკები“ მაინტერესებდა, ისეთი ფილმები, სადაც ჩხუბების სცენები იყო. გადავწყვიტე, თვითონ მესწავლა ჩინური ენა, ეს კი დამეხმარა იმაში, რომ ჩინეთშიც (ჰონკონგში) მემუშავა. ჩინეთში პირველ როლზე უცნაურად ამირჩიეს: გაიგეს, რომ ვარ მსახიობი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ჩინურად საუბრობს. სცენარი გამომიზავნეს, დიალოგები ვისწავლე და რეჟისორს წავუკითხე ტელეფონში. მოეწონათ და ჩინეთში ჩამიყვანეს გადაღებაზე. 

– რატომ გადაწყვიტეთ ამერიკიდან ჩინეთში გადასვლა? 

– ამერიკაში პირველი ფილმის შემდეგ ბევრი სტუდენტური ფილმი გადავიღე, რაც სამსახიობო ნიჭის დამუშავებაში დამეხმარა. შემდეგ გადამიღეს ძალიან ცნობილ ტელესერიაში Unforgettable,  რომელიც „სიბიესზე“ გადიოდა, ძალიან ცნობილ არხზე. ამ სერიალში ბევრი ცნობილი მსახიობი თამაშობდა. მანამდე ჩემს როლზე ბევრი მსახიობი ცდიდა ბედს, მათ შორის ბევრი ცნობილიც და, საბოლოოდ, მე ამირჩიეს. საკმაოდ ემოციური როლი მქონდა. სანამ Unforgettable გამოვიდოდა ტელევიზიით, რეკლამას ატრიალებდნენ და იქ ჩემი ეპიზოდი იყო ჩართული. ამის მერე, სახლთან ახლოს მდებარე ბანკში, მარკეტში ან რესტორანში რომ შევიდოდი, მცნობდნენ – ტელევიზორში გნახეთო. ცოტათი მომიტანა პოპულარობა, დიდად არა. მეორე ტელესერიალი იყო Covert Affairs – ესეც საკმაოდ ცნობილი სერიალია, ცნობილი მსახიობებით. 2013 წელს გადავწყვიტე, დამეტოვებინა მთელი ჩემი ბიზნესი, კარიერა და ჰონკონგში გადავსულიყავი. შემეძლო, ჰოლივუდში წავსულიყავი, მაგრამ, დღესაც სულითა და გულით მინდა ვაკეთო ისეთი ფილმები, სადაც ჩხუბები და ორთაბრძოლებია. ასე რომ, წავედი ჰონკონგში, არ ვიცნობდი არავის და, სხვათა შორის, პროდიუსერმა მომატყუა კიდეც – რამდენიმე თვე მამუშავა როგორც ფილმში მსახიობად, ასევე, ჩხუბის სცენების დამდგმელად, თან, მსახიობებსაც ვავარჯიშებდი, მაგრამ, ტყუილად. დრო კი დავკარგე, მაგრამ იმ პერიოდში სამსახიობო ინდუსტრიაში ბევრი ხალხი გავიცანი. შევხვდი ერთ-ერთ პროდიუსერსა და ქასთინგ-დირექტორს, მაიკ ლიდერს, რომელსაც ჰოლივუდის ბევრ ფილმში აქვს ნამუშევარი. მან დამიძახა ფილმზე Pound of Flesh, რომელშიც ჟან-კლოდ ვანდამი თამაშობდა და ჩინეთში იღებდნენ. პატარა როლი მქონდა, ორი დღის სამუშაო. ამ ფილმის ჩხუბების დამდგმელი რეჟისორი იყო ჯონ სალვიტი, რომელიც დონი იენის ფილმების ჩხუბების სცენებს დგამს. გავიცანი, ნახა ჩემი შესაძლებლობები, მოვეწონე და მთხოვა, დავრჩენილიყავი. ორი დღის მაგივრად თვე-ნახევარი დავრჩი. ჩემი საქმე რომ შევასრულე, შემდეგ უკვე მისი ასისტენტი გავხდი, ბრძოლის სცენების დადგმაში ვეხმარეობდი და რამდენჯერმე მოვკვდი კიდეც ფილმში. ვინც მთავარ როლს ასრულებდა, ანუ ცუდ როლს, მისი შემცვლელი გავხდი, ტრიუკებს ვაკეთებდი. ვან დამი უნიკალური ადამიანია. პირველად რომ დავინახე, გული ამიფანცქალდა, მისი პოსტერები მქონდა თბილისში გაკრული და ახლა ჩემ წინ იდგა. პროდიუსერმა იცოდა ყველაფერი, მიმიყვანა ვან დამთან და გააცნო ჩემი თავი: ეს ჩემი კარგი მეგობარია, თიმო. ხელი გავუწოდე, ვან დამმა შემომხედა და თქვა: I’m star, ნუ მაწუხებთო, მერე უცებ წამოხტა, ჩამეხუტა, ამწია და გაიცინა – გეხუმრეო. სხვათა შორის, ვან დამი საქართველოში ნამყოფია და ბევრი რამ იცის ჩვენს  ქვეყანაზე, მათ შორის – ხაჭაპურიც და ხინკალიც. როდესაც გადაღება არ გვქონდა, რესტორანში მივყავდი, ვსაუბრობდით. უყვარს ბევრი ლაპარაკი, ოღონდ, საინტერესო თემებზე. ბევრი რამ აინტერესებს შენს ცხოვრებაზე, თან, არ ავიწყდება. შეუძლია, რამდენიმე დღე გავიდეს და გკითხოს, დედაშენი როგორ არისო.

– საერთო სცენები გაქვთ ამ ფილმში? 

– ერთი სცენაა – რინგზე ვცემდი ხალხს; ამ დროს შემოვარდება, სხვა კაცს შემოათრევს და ჩხუბობს; მე ხელს მკრავს, ხელს მიშლის და თვითონ აგრძელებს. თან, ვისაც ეჩხუბებოდა ამ ფილმში, ანუ, ცუდი როლი ვისაც ჰქონდა, მე მისი შემცვლელი ვიყავი და, როდესაც ძლიერი დარტყმა იყო, ჩემს თავზე ვიღებდი. ვან დამი ძალიან ძლიერია, ფეხი აქვს ძალიან ძლიერი. ჯეკი ჩანს ნაკლებად უყვარს სახეში დარტყმა, თუმცა, ერთი-ორჯერ მოურტყამს. ფილმის გადაღებისას ასეთი რაღაცეები ხდება, მაგრამ ისე განერვიულდა, ბოდიშები მომიხადა. ჯეკი ჩანი მხოლოდ ვარსკვლავი არ არის, ლეგენდაა. 61 წლის არის და ფიზიკურადაც მუშაობს; ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რაც არ არის მისი საქმე. ზოგჯერ დამიძახებდა ხოლმე – დამეხმარე, თიმო. ნაგავს ვაგროვებდით ერთად, ვასუფთავებდით. უამრავ ვარსკვლავთან მიმუშავია, მაგრამ, ჯეკი ჩანისნაირი თავმდაბალი და კარგი ადამიანი მე არ მინახავს. 

ერთხელ, ჩემთვის ვიჯექი, ვესაუბრებოდი სხვას. უცებ მოვიდა ვიღაც და კისერზე მასაჟის კეთება დამიწყო. ჯეკი ჩანის კასკადიორები ახალგაზრდა ბიჭები არიან, ვმეგობრობ და რაღაცეებს მიჩალიჩებენ ხოლმე – ბავშვები არიან. ერთ-ერთი მათგანი მეგონა. ავხედე და – ჯეკი ჩანი არ არის?! ახლოს კი ვიყავი მასთან, მაგრამ, მაინც შემრცხვა და ჩინურად ვუთხარი – „დიდო ძმაო, ბოდიში“. გაიღიმა, მხარზე ხელი წამომარტყა: Very Good! საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ძალიან ყურადღებიანია. ვან დამივით, მასაც მივყავდით რესტორანში, ჩვენთან ერთად სვამდა, მხიარულობდა და სასაცილო ამბებს გვიყვებოდა.

– ახლახან გამოვიდა ფილმი „დრაკონის ხმალი“, რომელშიც თამაშობენ: ჯეკი ჩანი, ედრიან ბროუდი, ჯონ კიუსაკი, კიდევ ბევრი სხვა ცნობილი მსახიობი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – შენ. 

 – როდესაც ამ ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მე ვმუშაობდი ფილმზე Vice Admiral, კონტრაქტი მქონდა და ვერ დავარღვევდი. ამიტომ, ცოტა მოგვიანებით ჩავედი, ბოლოსკენ. ამის გამო, მხოლოდ ბრძოლებში ვმონაწილეობ, ერთი ხუთჯერ მომკლეს სხვადასხვა როლში. ადრე რომ ჩავსულიყავი, უფრო დიდი როლი მექნებოდა. ამის შემდეგ გადავიღეთ ჯეკი ჩანის კიდევ ერთი ფილმი, რომლის რეჟისორია რენი ჰარლი – „აგვისტოს 5 დღის“ რეჟისორი. ძალიან უყვარს საქართველო, სულ საქართველოზე, ხაჭაპურსა და ხინკალზე მელაპარაკებოდა. ამ ფილმში ბევრი როლი მაქვს, ჯეკი ჩანთან ერთად ვთამაშობ, მთავარ კასტში ვარ. 

– ახლა სად ხართ და რა გეგმები გაქვთ? 

– ამჟამად პეკინში ვარ, ჯეკი ჩანის კასკადიორებთან ერთად მქონდა სამუშაო. ფილმი გადავიღეთ, რომელშიც ასევე ცნობილი მსახიობები თამაშობენ. მე ზომბის როლი მქონდა. დავრჩი პეკინში და ერთ-ერთ ტელესერიალში გადამიღეს, სადაც ვთამაშობ გენერლის როლს – ჯარისკაცებს ვავავრჯიშებ და საინტერესო დიალოგები მაქვს. შემდეგ პეკინში ვმუშაობდი „ტოიოტას“ რეკლამაზე – ჩემი გმირი იყო რაინდი, რომელიც დაფრინავს და ჩხუბობს. ერთ-ერთ სცენაზე ერთი სახლიდან მეორეზე უნდა გადავფრენილიყავი, ამ დროს თოკებით ვიყავი დაბმული. ორი დუბლი გამოვიდა, მაგრამ მესამეზე კარგად არ გამწიეს და სახლს დავეჯახე. სახე კი დავიფარე, მაგრამ, ნეკნები დამემტვრა და ფეხიც გამებზარა. ამის გამო თვე-ნახევარი სახლში ვიყავი და რამდენიმე სამუშაოზე ვთქვი უარი. ახლა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი. არის საინტერესო შემოთავაზებები: სამომავლოდ იგეგმება ფილმის გადაღება. რეჟისორს უკვე შევხვდი და მოვეწონე. კარგი როლია, თან, მაიკლ ტაისონი და სტივენ სიგალი ითამაშებენ. ამის მერე ლოს-ანჯელესში უნდა გავფრინდე – „ფოქსისთვის“ ტელესერიალს იღებენ, რომლის ჩხუბების რეჟისორსაც უნდა, რომ მისი თანაშემწე ვიყო და როლიც მაქვს. ამის გარდა, კიდევ იგეგმება სხვა ფილმები. 

   ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ფილმზე „Vor“, რომელიც საბჭოთა კავშირის ქურდზეა, რომელსაც ჰონკონგში აქვს ბიზნესები, ჩამოდის და იწყება გარჩევები. მე ვითამაშე ერთ-ერთ მთავარი როლი და დავდგი ჩხუბის სცენები. სცენარი ჩემმა მეგობარმა, ფილიპ ჯოლიმ დაწერა. მთელი ჰონკონგი ჩავრთეთ, ბევრი ცნობილი მსახიობი თამაშობს, თან, ჰონორარის გარეშე, იმდენად მოეწონათ სცენარი. ყველა ამ ფილმზე ლაპარაკობდა. ახლა მონტაჟის სტადიაშია და მალე გამოვა. ჰონკონგში ჩვენ Vor family-ს გვეძახიან, რადგან ერთი ოჯახივით ვიყავით. ეს ფილმი ჰოლივუდის ბევრ ფილმს მირჩევნია. სიმართლე გითხრათ ის კი არ მინდა, რომ ვარსკვლავი გავხდე, ყველაზე მეტად მინდა, გავხდე ჩხუბების დამდგმელი რეჟისორი – ეს არის ჩემი სურვილი. მიყვარს ეს საქმე, ოთხი  ფილმი უკვე დავდგი და, ვფიქრობ, კარგად გამომდის.

1424352665420990 1424352677841486

ავტორი: ნათია უტიაშვილი

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები