Admin
Admin

Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტის მისამართი: http://www.mywebsite.ge

   1 სექტემბერს საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე და აჭარის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ნოზაძე საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ სულხან ევგენიძეს და საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ სულხან ოქროპირიძეს. ვიზიტის თემას წარმოადგენდა უშუს განვითარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მოლაპარაკებები ნაყოფიერი გამოდგა და მუნიციპალიტეტის მთავრობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუმრებს ქობულეთში უშუს განვითარების საკითხში, კერძოდ კი 2016 წლიდან ქობულეთის უშუს გუნდს გამოეყოფა გარკვეული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შედეგად სპორტსმენები ივარჯიშებენ უფასოდ, ხოლო შეჯიბრებებზე მივლინების ხარჯები გათვალისწინებული იქნება ამ ბიუჯეტში.

   მოგეხსენებათ, რომ საქართველო 2017-2018 წლებში მასპინძლობს უშუს ევროპის ჩემპიონატს ტრადიციულ და სპორტულ სტილებში და ამ მოვლენის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობას სპორტსმენების მომზადების პერიოდში. იმის გათვალისწინებით, რომ ქობულეთში უშუს ჯგუფი ფუნქციონირებს უკვე 8 წელია და დაკომპლექტებულია ძალიან გამოცდილი და პერსპექტიული სპორტსმენებით, საკმაოდ იმედისმომცემი წინაპირობა იქმნება ქობულეთელი უშუისტებისთვის ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში.

3-6 ივლისს ქ.თბილისში, სპორტ დარბაზ "არენაში" ჩატარდა უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის უშუს ნაკრებმა გუნდებმა 160 რჩეული სპორტსმენის შემადგენლობით.

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და თბილისის უშუს ფედერაცია. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ფედერაციამ მოიწვია ევროპის მთავარი მსაჯები ალექსანდრე რადუნცევი და ანასტასია პუც პრეობრაჟენსკაია. სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული სტუმარ-მასპინძლობით და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს.

ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა 5 ივლისს 15 საათზე. სხვადასხვა მოწვეულ ოფიციალურ სტუმართა შორის საპატიო ადგილი ეჭირათ პარლამენტარ გოგი თოფაძეს, უშუს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს გიორგი მუსხელიშვილს და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გეგა ზურაბაშვილს. აგრეთვე საპატიო სტუმრებში იმყოფებოდა უშუს ფედერაციის ძველი თაობა: ნოდარ მაისურაძე, გოჩა ჩიტაძე, ლევან ჯიბლაძე, ჯონი სანებლიძე, მერაბი გოგშელიძე და თემურ შერვაშიძე.

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩა სპორტსმენების მიერ წარმოდგენილი არაჩვეულებრივი საჩვენებელი გამოსვლით. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ სიტყვით მიმართა აუდიტორიას და მოზარდებს საბრძოლო სულისკვეთება გაუღვივა.

saministroshi

 

   დღეს უშუს ეროვნული ფედერაციის მაილზე, საერთაშორისო უშუს ფედერაციის შეტყობინება მოვიდა, რაც მდგომარეობს შემდგომში.
   საერთაშორისო უშუს ფედერაცია არის წარდგენილი 8 სპორტს შორის ოლიმპიურ პროგრამაში, რათა მონაწილეობა მიიღოს 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში
   26 განმცხდებელს შორის უშუსთან ერთად შეირჩა ( baseball and softball, squash, karate, bowling, climbing, roller sports and surfing) რომ გადავიდეს განაცხადის მე-2 ეტაპზე.
IWUF (საერთაშორისო უშუს ფედერაცია) წარადგენს უშუს შესახებ მეტ იმფორმაციას 22 ივლისს. IWUF-ის ლიდერები დაესწრებიან ინტრვიულოს ტოკიო 2020წ. 7და8 აგვისტოს , საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს IOC 2016 წლის აგვისტოში რიო დე ჟანეიროში.
11206048 10206244831335107 2348064623493696275 n    IWUF ის პრეზიდენტმა იუ ზაიქინგმა განცხადების მოსმენის შემდეგ აღნიშნა: “ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რადგან ჩაგვსვეს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სიაში, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რათა უშუ შევიდეს ოლიმპიურ პროგრამაში. კარგი ნიშანია, რომ უშუს მიმდინარეობა მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სწრაფად მზარდი სპორტი და პოპულარულია განსაკუთრებით ახალგაზრდებში. უშუ (ტაიცი) ასევე ძალიან პოპულარულია იაპონიაში, მე მჯერა, რომ 2020 წელს თამაშებში მონაწილეობის მიღებით ჩვენ მოვიზიდავთ იაპონიის მოსახლეობას“.
    IWUF ის ვიცე პრეზიდენტმა ენტონი გომ ასევე აღნიშნა : „უშუ ვითარდებოდა, როგორც საბრძოლო ხელოვნება ჩინეთში ათასწლეულების განმავლობაში და პოპულარული გახდა ბრიუს ლის და ჯეტ ლის საშუალებით ამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ახლა, 25 წლის შემდეგ, ფედერაცია დაარსებიდან (1990 წელი), IWUF ხელს უწყობს თანამედროვე უშუს სახეობას მილიონზე მეტი ტაიცის პრაქტიკოსი, მზარდი რაოდენობის ელიტური საერთაშორისო სპორტსმენები. უშუ მხარს უჭერს ჯანმრთელობას, მეგობრობას და პატივისცემას. უშუს სწრაფი მოძრაობები მოეწონა ჩინეთის მილიონობით მაყურებელს; ეს გაწონასწორებულია, როგორც სამაუწყებლო მზადი სპორტი, ასევე სარგებლობს დიდი პოპულარობით Youtube-ში ახალგაზრდა, ერთგული tech-savvy მაყურებლებში. IWUF დარწმუნებულია, რომ უშუ არის იდეალური სპორტი ტოკიო 2020-თვის, რომელშიც ჩაერთვება იაპონელი გულშემატკივრები, რომლებიც მიმართავენ მაყურებელს მთელს მსოფლიოში და შექმნიან ენერგიას, რომელიც შექმნის გლობალურ მჭიდრო კავშირს ახალგაზრდებში ".
    მეტი ყურადღებით ადევნეთ თვალ-ყური ამ მოვლენებს და IWUF ის გაზეთს.

 

chinese martial arts competition1

3-6 ივლისს გაიმართება მე-8 უშუს საერთაშორისო ტურნირი თბილისში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი. ასევე ჩამოვა ევროკომისია 2017 და 2018 წელს ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება პირდაპირი ეთერით გადაიცემა, რომლის ნახვის საშუალებაც თქვენ გექნებათ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.wushu.ge

   27 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერცია გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და "პრაიმ-სპორტს მენეჯმენტის" პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი. პრესკონფერენციის თემა იყო ქართველ უშუისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე და ასევე საქართველოში უშუს ევროპის ჩემპიონატების ორგანიზება 2017 და 2018 წლებში.

   გუშინ, 23 მაისს დასრულდა ევროპის მე-3 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში. შეჯიბრება ერთი კვირა მომდინარეობდა და მასში 27 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.

   საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების დელეგაცია წარდგენილი იყო 6 კაციანი შემადგენლობით, აქედან 5 სპორტსმენი იყო. საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ჩემპიონატი:

  • დავით გულისაშვილი - ფანცზი ცუიანი მე-2 ადგილი, შაოლინის ძიანი მე-3 ადგილი და პუდაო (გრძელი იარაღი) მე-3 ადგილი.
  • ნინო ჩიხლაძე - ჩენ ტაიციცუიანი მე-3 ადგილი და ჩენ ტაიციძიანი (მახვილი) მე-3 ადგილი.
  • ლაშა სუმბულაშვილი - ტაიცი ფან (მარაო) მე-2 ადგილი.
  • კონსტანტინე ქობულაძე - სანდა (ლაითი) მე-2 ადგილი.
  • ვლადიმერ ბურჭულაძე - ვინჩუნი მე-4 ადგილი.

   ყველაზე დიდი შედეგი, ჩვეულებისამებრ, რუსეთის ნაკრებმა აჩვენა. დარია ტარასოვამ ყველა სტილში, რომელშიც მონაწილეობდა, ოქროს მედლები მოიპოვა. მათი წარმატება არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან რუსეთში უშუს კოლოსალური მხარდაჭერა გააჩნია მთავრობის მხრიდან, განსაკუთრებით კი ვ.პუტინისგან. სხვათაშორის რუსეთის უშუს ფედერაციის პრეზიდენტმა გლებ მუზრუკოვმა დიდი წვლილი შეიტანა 18 მაისს გამართულ ევროპის ფედერაციის კონგრესსზე იმაში, რომ მომავალი უშუს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარებულიყო. საქართველოს მეტოქე ამ კენჭისყრაში უნგრეთის ნაკრები იყო. ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის ვიდეო პრეზენტაციამ საქართველოს შესახებ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესის წევრებზე, რამაც გაუადვილა მათ გადაწყვეტილების მიღება. შედეგად საქართველო და თბილისი უმასპინძლებს 2017 წელს ტრადიციული უშუს და ვინჩუნის ევროპის ჩემპიონატებს, ხოლო 2018 წელს უშუს ევროპის ჩემპიონატს.

   აღსანიშნავია, რომ კონგრესი ეძღვნებოდა ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების საუბილეო 30 წლისთავს, რომელსაც სტუმრობდა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და უშუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იუ ზაიჩინგი, რომელმაც თბილისში ჩამოსვლის პირობა დადო ევროპის ჩემპიონატისთვის. სულ მალე კი 3-6 ივლისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩამოვა ევროკომისია, რომლის მოვალეობაც იქნება წინასწარი შეფასება ჩვენი ქვეყნის მზადყოფნისა ევროშეჯიბრისთვის.

   ვულოცავთ ქართველ უშუისტებს და სრულიად საქართველოს ამ ჯერ არნახულ წარმატებას.

 

ტრადიციული უშუს ევროპის ჩემპიონატი ქ. სტარაზაგორაში (ბულგარეთი) საქართველოს ნაკრებისთვის ასეთი შედეგებით მიმდინარეობს:

16 მაისი (ვინჩუნი) - ვლადიმერ ბურჭულაძე - 4 ადგილი

19 მაისი (უიარაღო) - დავით გულისაშვილი -2 ადგილი

                                 ნინო ჩიხლაძე - (ტაიციცუანი) 3 ადგილი

                                 ლაშა სუმბულაშვილი - 4 ადგილი

20 მაისი -                კოტე ქობულაძე (სანდა) - 2 ადგილი

                                 ნინო ჩიხლაძე (ტაიციძიანი) - 3 ადგილი

21 მაისი -                ლაშა სუმბულაშვილი (ტაიციფან -  ტაიცი მარაოთი, ვეტერანებში) - 2 ადგილი                                

                              ველოდებით სხვა შედეგებს...

  ვულოცავთ საქართველოს ამ გამარჯვებას. დღეს ბულგარეთში გამართულ ევროპის უშუს ფედერაციის კონგრესზე გადაწყდა, რომ 2017 და 2018 წლებში ევროპის ჩემპიონატებს ტრადიციულ და სპორტულ უშუში საქართველო უმასპინძლებს. ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების 30 წლისთავი ქალაქ სტარა ზაგორაში (ბულგარეთი) გრანდიოზულად აღინიშნა. გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და IWUF-ის პრეზიდენტი იუ ზაიჩინგი, EWUF-ის პრეზიდენტი რაიმონდ სმიტი და EWUF-ის ვიცე-პრეზიდენტი გლებ მუზრუკოვი.

Vladimer burchuladze   ვლადიმერ ბურჭულაძემ ვინჩუნის პირველ ევროპის ჩემპიონატზე 9 კაცში 8,76 ქულით მე-4 ადილი დაიკავა. ის მესამე ადგილს 0,11 ქულით ჩამორჩა. წარმატება ვუსურვოთ ვლადიმერს უშუს სამყაროში. შეჯიბრების შემდეგ ვლადიმერმა გაიარა მასტერკალასები ჩინელი ვინჩუნის ოსტატის ჩან კვოკ კეის (Chan Kwok Kei) ზედამხედველობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ზემოდხსენებული ოსტატის ბაბუა იყო სახელგანთქმული ოსტატის იპ მანის მასწავლებელი.

  დღეს საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების დანარჩენი წევრები გაემგზავრნენ ქ. სტარაზაგორაში, ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შეუერთდებიან იქ ბ-ნ გიორგი ვერულიძეს და ვლადიმერ ბურჭულაძეს (სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ):

  • დავით გულისაშვილი (ბაგუაცუანი)
  • კოტე ქობულაძე (სანდა ლაითი)
  • გიორგი ვერულიძე (სუეფ-ის პრეზიდენტი)
  • ლაშა სუმბულაშვილი (ტაიციცუანი)
  • ნინო ჩიხლაძე (ტაიციცუანი)
  • ვლადიმერ ბურჭულაძე (ვინჩუნი)

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია უსურვებს წარმატებებს ქართველ სპორტსმენებს.

   საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება!

   ევროპის მე-3 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში გაიმართება 13-23 მაისს სტარაზაგორაში (ბულგარეთი). სადაც მიწვეულია საქართველუს უშუს ფედერაციის ნაკრები გუნდი, რომელიც წარსდგება 6 კაცის შემადგენლობით:

  1. კონსტანტინე ქობულაძე--ლაით სანდა
  2. ნინო ჩიხლაძე-საჩვენებელი ტაოლუ
  3. დავით გულისაშვილი-საჩვენებელი ტაოლუ
  4. ლაშა სუმბულაშვილი-საჩვენებელი ტაოლუ
  5. ვლადიმერ ბურჭულაძე-საჩვენებელი ტაოლუ
  6. გიორგი ვერულიძე გუნდის ხელმძღვანელი და საერთაშროისო მსაჯი.

   გუშინ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე გაემგზავრა ბულგარეთში, ქალაქ სტარაზაგორაში, სადაც დაესწრება ევროპის უშუს ფედერაციის (EWUF) სემინარს. 17 მაისს ჩატარდება EWUF აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველო წარდგენილი იქნება როგორც აპლიკანტი ქვეყანა, ანუ კანდიდატი 2017 და 2018 წლის უშუს ევროპის ჩემპიონატების ჩატარებისთვის. ამ პაექრობაში საქართველოს კონკურენტი იქნება ბელგია, რომელსაც ასევე აქვს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენზია. ეს გადაწყდება 18 მაისს, ევროპის უშუს ფედერაციის კონგრესზე.

15 მაისს იწყება შეჯიბრებები ვინ ჩუნში, სადაც ერთი სპორტსმენი - ვლადიმერ ბურჭულაძე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 17 მაისს ქართულ დელეგაციას დანარჩენი 4 სპორტსმენიც შეუერთდება, რომლებიც სხვადასხვა ტრადიციულ სტილებში გამოვლენ.

   ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს შეჯიბრებაში, ხოლო საქართველოს მომავალი ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობაში.

   სამართლიანიც იქნებოდა გამარჯვება, ჩვენ ხომ სტუმართ-მასპინძლობაში ბადალი არ გვყავს.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები