Admin
ვებსაიტის მისამართი: http://www.wushu.ge

Vladimer burchuladze   ვლადიმერ ბურჭულაძემ ვინჩუნის პირველ ევროპის ჩემპიონატზე 9 კაცში 8,76 ქულით მე-4 ადილი დაიკავა. ის მესამე ადგილს 0,11 ქულით ჩამორჩა. წარმატება ვუსურვოთ ვლადიმერს უშუს სამყაროში. შეჯიბრების შემდეგ ვლადიმერმა გაიარა მასტერკალასები ჩინელი ვინჩუნის ოსტატის ჩან კვოკ კეის (Chan Kwok Kei) ზედამხედველობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ზემოდხსენებული ოსტატის ბაბუა იყო სახელგანთქმული ოსტატის იპ მანის მასწავლებელი.

  დღეს საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების დანარჩენი წევრები გაემგზავრნენ ქ. სტარაზაგორაში, ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შეუერთდებიან იქ ბ-ნ გიორგი ვერულიძეს და ვლადიმერ ბურჭულაძეს (სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ):

  • დავით გულისაშვილი (ბაგუაცუანი)
  • კოტე ქობულაძე (სანდა ლაითი)
  • გიორგი ვერულიძე (სუეფ-ის პრეზიდენტი)
  • ლაშა სუმბულაშვილი (ტაიციცუანი)
  • ნინო ჩიხლაძე (ტაიციცუანი)
  • ვლადიმერ ბურჭულაძე (ვინჩუნი)

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია უსურვებს წარმატებებს ქართველ სპორტსმენებს.

   საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება!

   ევროპის მე-3 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში გაიმართება 13-23 მაისს სტარაზაგორაში (ბულგარეთი). სადაც მიწვეულია საქართველუს უშუს ფედერაციის ნაკრები გუნდი, რომელიც წარსდგება 6 კაცის შემადგენლობით:

  1. კონსტანტინე ქობულაძე--ლაით სანდა
  2. ნინო ჩიხლაძე-საჩვენებელი ტაოლუ
  3. დავით გულისაშვილი-საჩვენებელი ტაოლუ
  4. ლაშა სუმბულაშვილი-საჩვენებელი ტაოლუ
  5. ვლადიმერ ბურჭულაძე-საჩვენებელი ტაოლუ
  6. გიორგი ვერულიძე გუნდის ხელმძღვანელი და საერთაშროისო მსაჯი.

   გუშინ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე გაემგზავრა ბულგარეთში, ქალაქ სტარაზაგორაში, სადაც დაესწრება ევროპის უშუს ფედერაციის (EWUF) სემინარს. 17 მაისს ჩატარდება EWUF აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველო წარდგენილი იქნება როგორც აპლიკანტი ქვეყანა, ანუ კანდიდატი 2017 და 2018 წლის უშუს ევროპის ჩემპიონატების ჩატარებისთვის. ამ პაექრობაში საქართველოს კონკურენტი იქნება ბელგია, რომელსაც ასევე აქვს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენზია. ეს გადაწყდება 18 მაისს, ევროპის უშუს ფედერაციის კონგრესზე.

15 მაისს იწყება შეჯიბრებები ვინ ჩუნში, სადაც ერთი სპორტსმენი - ვლადიმერ ბურჭულაძე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 17 მაისს ქართულ დელეგაციას დანარჩენი 4 სპორტსმენიც შეუერთდება, რომლებიც სხვადასხვა ტრადიციულ სტილებში გამოვლენ.

   ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს შეჯიბრებაში, ხოლო საქართველოს მომავალი ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობაში.

   სამართლიანიც იქნებოდა გამარჯვება, ჩვენ ხომ სტუმართ-მასპინძლობაში ბადალი არ გვყავს.

5 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კუს ტბაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საჩვენებელი გამოსვლები გამართა უშუს ეროვნული ფედერაციის და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტებმა.

  სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017 წლის ბოლოს. ორგანიზებისას მიღწეული იქნა სრული შეთანხმება საერთაშორისო ფედერაციებთან. მსოფლიო საბრძოლო თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 16 სპორტის სახეობა. აქედან 6 ოლიმპიურ სახეობას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 10 არაოლიმპიურს. ლიმაში დაგეგმილ ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2500-ზე მეტი სპორტსმენი 33 დისციპლინაში და 135 კატეგორიაში. შეჯიბრების სატელევიზიო მაუწყებლობა იწარმოებს პირდაპირი ეთერის რეჟიმში 100-ზე მეტ ქვეყანაში და ასევე ინტერნეტის საშუალებით.

მოუსმინეთ დიალოგს უშუს შესახებ. რადიო JAKO-ს სტუმარია საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე და სპორტსმენები შალვა მამაცაშვილი, ლევან კირთაძე და დავით გულისაშვილი.

 

დასრულდა საქართველოს უშუს მე-12 ეროვნული ჩემპიონატი, სადაც 14 რეგიონის 20 გუნდი და 145 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.

საქართველოს უშუს ეროვნულმა ფედერაციამ გამოავლინა 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები. მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

სპორტსმენი - დავით გულისაშვილი. სახეობა საჩვენებელი ტაო ლუ. (ბალტიის პირველი ღია ჩემპიონატი--ოქრო და ვერცხლი)

მწვრთნელი გიორგი ვერულიძე (თბილისი)

სპორტსმენი - კონსტანტინე ქობულაძე. სახეობა სანდა. 65 კგ. (მე-7 საერთაშორისო ტურნირი უშუში---ოქრო)

მწვრთნელი დავით ნანავა (ქუთაისი)

სპორტსმენი - მანუჩარ კვაშილავა. სახეობა სანდა. 56 კგ. (მე-5 უშუს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში, IWUF-ის ვერსიით---ბრინჯაო)

მწვრთნელი დათა წულაია (მარტვილი)

გამოიკვეთა უფროს ასაკში 3 სპორტსმენი: კონსტანტინე ქობულაძე (ქუთაისი), შალვა მამაცაშვილი (რუსთავი), ლევან კირთაძე (რუსთავი), მებრძოლები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ უშუ სანდას საერთაშორისო შეჯიბრებაში და მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება ნოემბრის თვეში ჯაკარტაში (ინდონეზია).

ნაკრების წევრები ინტენსიურ ვარჯიშებს გააგრძელებენ და უახლოესი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან, რომელიც 22-26 აპრილს ერევანში (სომხეთი) გაიმართება.

ბულგარეთის ქალაქი სტარა ზაგორაში ამა წლის 16 - 23 მაისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში, სადაც პირველად მოხვდება პროგრამაში უშუს ერთერთი ყველაზე პოპულარული სტილი - იუნჩუნცუანი (მეტად ცნობილი როგორც ვინჩუნი). აღსანისნავია რომ დღემდე ვინჩუნში შეჯიბრებები სერიოზულ დონეზე არ ტარდებოდა სტილის სპეციფიკიდან გამომდინარე.

2015 წლის 16 - 23 მაისს ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორაში გაიმართება ევროპის მე-3 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უშუს მორიგი მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველ 2 წელიწადში იმართება, ამჟამად ინდონეზიის დედაქალაქში - ჯაკარტაში ამა წლის 11-18 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები რომელიც დაკომპლექტდება თბილისის მე-4 საერთაშორისო ტურნირის შედეგებით 6-7 ივნისს, მონაწილეობა მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში, თუმცა სავარაუდოდ არასრული შემადგენლობით, რაც პირველ რიგში ფინანსების ნაკლებობით არის გამოწვეული.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები