Admin
Admin

Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტის მისამართი: http://www.mywebsite.ge

Confucius   კონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – “მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).

   ლეგენდის თანახმად,მისი დაბადება იწინასწარმეტყველა მარტორქამ.

მართალია,ის ღარობ ოჯახში დაიბადა,მაგრამ მან შეძლო მიეღო შესანშნავი განათლება.19 წლის ასაკში დაქორწინდა.ეყოლა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი.

Bruce Leeბრიუს ლი
ნამდვილი სახელი: ლი ჯუნ ფენი

დაბადების თარიღი: 27 ნოემბერი, 1940 წ.

დაბადების ადგილი: სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ

სიმაღლე: 1.71 მ.

მინიბიოგრაფია

უშუს სტილების ისტორია

    ჩინეთისთვის დამახასიათებელი  ტენდენცია, გამოყოს ყველა საგანში და მოვლენაში ორი მხარე - იანი (აქტიური, ხილული) და ინი (პასიური, ფარული) - აისახა სტილების ტრადიციულ დაყოფაში  "გარე" და "შიდა" სტილებად.Shaolin M

   "გარე" სტილები (ვაიცია) ასოცირდება მამაკაცის ნათელ საწყისთან,  იან-თან, და "შიდა" სტილები (ნეიცია) - ქალის ბნელ საწყისთან ინი. ამავე თეორიის თანახმად, ყოველი თვისება უკიდურეს მდგომარეობამდე მიღწევისას ბადებს საპირისპიროს. ამდენად, "შიდა" სტილების სირბილის მეშვეობით მიიღწევა უდიდესი ძალა და დინამიკა, ხოლო "გარე" სტილების "მძიმე" მეთოდების " მეშვეობით მიიღწევა "სირბილე". გარდა ამისა, თითოეული უშუს სკოლა აგებულია გარკვეულ ბალანსზე მძიმესა და რბილს შორის, ხილულსა და ფარულს შორის, აქტიურსა და პასიურს შორის.

   ტრადიციულად ჩინეთში, კონცეფცია "გარე" არ შეიცავს რაიმე უარყოფით შეფასებას.  "გარეში"  იგულისხმება ხაზგასმული საბრძოლო ხასიათი და დინამიური ტექნიკა. ასევე, ტერმინი "გარე" გულისხმობს შედარებით უფრო ხისტი სახით ცინის შიდა ძალისხმევას, ისევე როგორც  ფიზიკური ძალის, სიჩქარის, გამძლეობის და ა.შ. მეთოდების განვითარებისა.  ვაიციას სტილების ჯგუფი არის გაცილებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ვიდრე ნეიციას სტილების ჯგუფი. ზოგჯერ ვაიციას სტილებს  ასევე მოიხსენიებენ, როგორც შაოლინის სტილებს ლეგენდარული ჩან - ბუდისტური მონასტერის შაოლინის საპატივცემულოდ, რომელიც ერთნახევარ ათასწლეულზე მეტია განთქმულია ჩინეთში თავისი ბერებით- მებრძოლებით.

   "შიდა" სკოლების თაყვანისმცემლები ხშირად აკრიტიკებდნენ "შაოლინელებს" იმაში, რომ მათი ძალა უხეში და ზედაპირულია, ტექნიკა "სწორხაზოვანია", ხოლო მთელი ხელოვნება დაყვანილია სხვადასხვა ილეთების შესწავლამდე. მართლაც, ზოგიერთი "გარე" უშუს სკოლების ხალხურ და სამხედრო გარემოში იყო მხოლოდ მარტივი სისტემა საბრძოლო ხელოვნებისა და სხვადასხვა ტრადიციული იარაღით ბრძოლისა. მთავარი მიზანი ამ სკოლებში იყო, რაც შეიძლება მალე  ესწავლებინათ ხალხისთვის ძირითადი სამხედრო ტექნიკა და საკმაოდ მარტივი გზით გაეზარდათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები. თუმცა, ტრადიციული სკოლები, რომლებიც განვითარდნენ და გადარჩნენ საკმაოდ მკაცრი კონკურენციისას, სამონასტრო  და ოჯახურ (კლანის) სკოლებს არ შეიძლება ბრალი დაედოს "ზედაპირულობაში". მრავალწლიანი სასწავლო პროგრამები ამ სკოლებში ითვალისწინებდნენ უამრავ ურთულეს მეთოდებს შიდა სამუშაოებისა - ნეიგუნს, ციგუნის როგორც რბილ ასევე ხისტ სისტემებს. რომ აღარაფერი ვთქვათ  ბუდისტი და კერძოდ, ჩანის ბერების ძირითად პრაქტიკაზე - მედიტაციაზე, რომლის გამოცდილებასაც შეეძლო გადამწყვეტი როლი ეთამაშა დახელოვნებული მებრძოლის მომზადებაში.

  shifu 05  ასევე ორაზროვნად არის მიდგომა კარგად ცნობილ"სხვისი ძალის სესხების" პრინციპთან, ანუ შემტევის ძალის გამოყენებისა მისავე წინააღმდეგ საკუთარი ძალის მინიმალური გამოყენებით. ეს პრინციპი, რომელიც გახდა მთავარი უშუს  "შიდა" სტილებში, სულაც  არ არის უცხო ტრადიციული "გარე" სტილებისთვის. სწორედ  ეს ხელოვნება სხვისი ძალის გამოყენებისა ითვლებოდა  ნამდვილი ოსტატობის (გუნფუ) ნიშნად უშუს ყველა სტილებში.

    ოსტატობის დაუფლების მეთოდები "შიდა" სტილებში არის უფრო რბილი და ბუნებრივი, თუმცა მათი ფარული ხასიათის გათვალისწინებით, ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან რთული და ბუნდოვანი დამწყებთათვის. ძირითადი, რეალური შედეგები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღწევა მუდმივი პრაქტიკა პირობებში, ხოლო სრული ოსტატობის მიღწევა მოითხოვს ათწლეულებს. შაოლინის მკაცრი მეთოდები, რომლებიც მოითხოვენ სერიოზულ ნებისყოფას და ფიზიკურ ძალისხმევას, უფრო გასაგები და ნათელი განსაცდელია და იძლევა შედარებით სწრაფ ეფექტს საბრძოლო ოსტატობისა. ცნობილია რომ დიდმა უმრავლესობამ სახელგანთქმული უშუს "შიდა" სტილის ოსტატებისა ახალგაზრდობაში გაიარეს სერიოზული მომზადება ტრადიციულ "გარე" სტილებში.

    უშუს "გარე" სკოლების ოჯახი შედგება უამრავი სხვადასხვა სტილებისაგან, რომელთა შორის მიღებულია  ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა - ბეი პაი (ჩრდილოეთ სკოლები) და ნან პაი (სამხრეთ სკოლები). სხვაობა ჩრდილოეთ და სამხრეთ სტილებს შორის, გარკვეულწილად, ასახავს სხვადასხვა ფიზიკურ მახასიათებლებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთის ეთნიკური ჯგუფებისა. ჩრდილოელთათვის, ჩვეულებრივ უფრო მაღლებისა და ხშირად ძლიერი ფიზიკური მონაცემების ხალხისთვის, უფრო მომგებიანი იყო დაეკავებინათ ბრძოლის დროს საშუალო და შორი დისტანციები, აქტიურად გამოეყენებინათ ფეხით დარტყმები და გრძელი გადაადგილებები. სამხრეთლები კი, როგორც წესი მცირე სიმაღლის ხალხი, უპირატესობას ანიჭებდნენ ბრძოლის დროს ახლო ან საშუალო დისტანციებს, ძალიან მყარ პოზიციებს, კომპაქტური გადაადგილებებს და ხელით დარტყმების ტექნიკას. გარდა ამისა, სამხრეთელებისთვის საჭიროა კუნთური მასის ნაკლებობისთვის  კომპენსირება  გაეკეთებინათ განსაკუთრებით ძლიერი "ძალების გამოსროლით" დარტყმების დროს. სამხრეთ სტილების კომპაქტურობაც განპირობებულია სამხრეთელების ცხოვრების პირობებით: მცირე საოჯახო ეზოები, ვიწრო ქუჩები, სანაპირო რაიონებში - "ცხოვრება წყალზე" - ნავებში და სახლებში  ბოძებზე.

    ტიპიურ მაგალითებად უშუს ჩრდილოეთ მიმართულებისა  შეიძლება გახდეს სუნშანის მონასტერის შემადგენელი უშუს სხვადასხვა სტილები: ჰუ ცუანი - "წითელი მუშტი", პაო ცუანი - "ქვემეხისებრი მუშტი" ტანტუი - "ზამბარისებრი ფეხი", ასევე ჩინელ მუსულმანთა სტილები: ჩა ცუანი, შა ცუანი, და სხვ. ტიპიური სამხრეთის სტილები შეჯგუფდნენ ფუციანის  შაოლინის გარშემო: ჰუნცია ცუანი - "შვიდი ჰუნის სტილი", ცაილოფო ცუანი, იუნჩუნ ცუანი (ევროპული გამოთქმით "ვინ ჩუნი"), ლანშან ცუანი (ლამსონ კუენი) - ლურჯი მთის მუშტი და სხვ.

    უშუს ჩრდილოეთ და სამხრეთ სკოლებს შორის არის სტილების კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული, როგორც ცალკე ჯგუფი. ეს "მიბაძვითი" სტილებია. უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა სტილში არის მოძრაობები, რომლებიც გარკვეულწილად აკეთებენ ცხოველების იმიტირებას. თუმცა, ჩვეულებრივ სკოლებში რომელიმე გარკვეული ცხოველისთვის დამახასიათებელი მოძრაობის მხოლოდ პრინციპის იმიტირებას ახდენენ (მაგალითად, ჩრდილოეთის და სამხრეთის შაოლინის სკოლებში გავრცელებულია ხუთი ცხოველის ტექნიკა - დრაკონი, გველი, ვეფხვი, ლეოპარდი და წერო), იმ დროს, როდესაც მიბაძვით სტილებში იმიტირებენ პრინციპის გარდა ცხოველის განსახიერებასაც. ამიტომაც, ხანდახან ამ სტილებს უწოდებენ განსახიერებით სტილებს. ამ ჯგუფს ეკუთვნის ტანლან ცუანი - "კალიას სტილი", ჰოუ ცუანი - "მაიმუნის სტილი", ბაიჰე ცუანი - "თეთრი წეროს სტილი" და სხვ.Ip Man

    თავის მრავალფეროვნებას უშუს სტილები უნდა უმადლოდნენ იმ ფაქტსაც, რომ შუა საუკუნეების ჩინეთში საბრძოლო ხელოვნების შესწავლით დაკავებული იყვნენ   ძალიან განსხვავებული სოციალური ფენის მოსახლეობა. ეს არის, პირველ რიგში, ბუდისტი და დაოისტი ბერები, ასევე კონფუციანები, მეორეც, "მაწანწალები" - ბანდიტები, მესამე, მეცნიერები, მთავრობის წარმომადგენლები, გლეხები, იმპერატორის არმიის ოფიცრები, საიდუმლო საზოგადოებების წევრები. ბევრ სკოლები გადაეცემოდა "ოჯახში"  - მამისგან  შვილზე. მათ "ოჯახურ" სკოლებს უწოდებდნენ.

 დასასრულს, აღსანიშნავია, რომ ჩინური უშუს უამრავ სტილს შორის შეუძლებელია გამოარჩიო საუკეთესო, უძლიერესი. თითოეული მათგანი იძლევა შესაძლებლობას, ხოლო ყველაფერ დანარჩენს აკეთებს ადამიანი. ცნობილი ანდაზა ამბობს: "ძალას ამარცხებს ტექნიკა, ტექნიკას კი სული". ამიტომაც, ნებისმიერი უშუს სტილის ვარჯიში - ეს, უწინარესად, სულის ვარჯიშია.

   კუნგ ფუ, ანუ გონგფუ (ჩინ. გონგფუ-მუშაობა, ძალისხმევა ან მძიმე შრომის შედეგად შეძენილი ოსტატობა). ჩინური საბრძოლო ხელოვნება. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ეს ტერმინი დასავლეთის პრესამ გაავრცელა, როგორც ჩინური საბძოლო ხელოვნების სახელწოდება. თვით ჩინეთში II მსოფლიო ომამდე იხმარებოდა “კიო შუ” (“გიოშუ”) – ეროვნული საბრძოლო ხელოვნება. ომის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გააცოცხლეს ძველი სახელწოდება _ “უშუ”, სამხედრო ხელოვნება (იხ. უშუ),

  • Giorgi Ciskarauli
  • პრეზიდენტი: გიორგი ცისკარაული
  • დაბადების თარიღი: 29.11.1990 წ.
  • ტელ: 577 30 78 12
  • ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • სპეციალიზაცია: უშუ-სანდა (სანშოუ)
  • კლუბის ადგილმდებარეობა: დედოფლისწყარო
  • ვარჯიშების განრიგი: ყოველდღე (კვირის გარდა) 17:00 სთ

 

 

   აჭარის უშუს ფედერაცია დაარსებულია 2009 წელს და წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანიზაციას სპორტის ამ სახეობაში აჭარის ტერიტორიაზე, რაც შესაბამისად აღიარებულია საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის მიერ პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.


Badriბადრი ნოზაძე - პრეზიდენტი

დ. თ. 16. 09. 1972 წ
ტელ: 598 14 16 01
ფლობს სტილებს: ჩანცუანი, დაოშუ, გუნშუ, ნანცუანი, ნანგუნი, ნანდაო, ციენშუ, ციანშუ.
იარაღებს: ხმალი, ჯოხი, შუბი, ნუნჩაკო.

აღმოსავლურ ორთაბრძოლებში დაიწყო ვარჯიში 1981 წლიდან ქ.ქუთაისში. 1991 წ. გახდა უშუს ეროვნული ფედერაციის წევრი და ინსტრუქტორი და ავარჯიშებდა უშუს ჯგუფებს ქუთაისში. აჭარაში მოღვაწეობს 2007 წლიდან. აქვს უშუს სექციები ბათუმსა და ქობულეთში. ამ ხნის მანძილზე გაზრდილი ყავს მრავალი ათეული საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატებისა და ტურნირების ჩემპიონები და პრიზიორები.

 
01ნონა გაბაიძე - გენერალური მდივანი

დ. თ. 12. 03. 1982 წ

ტელ: 555 90 55 90
 

 

 

 

 

 tamilaთამილა ჟორჟოლიანი - ვიცეპრეზიდენტი

 დ. თ. 08. 12. 1974

ტელ: 558218080

 

 

 

 

Jemaliჯემალ ირემაძე - ვიცეპრეზიდენტი

დ. თ. 29. 12. 1967

ტელ: 571330092

 

 

 

 

 

 Adjarian Federation Results Last

პრეზიდენტი: ლაშა სუმბულაშვილი

დაბადების თარიღი: 09.02.1976

ტელ: 551 99 83 33

ვებ გვერდი: https://www.facebook.com/lasha.sumbulashvili?fref=ts

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ფლობს სტილებს: სანდა, ჩანცუანი, დაოშუ, გუნშუ, ძიანშუ, ციანშუ, ნანცუანი, ნანდაო, ნანგუნი, ტაიციძიანი, ტაიციცუანი

იარაღები: ხმალი - დაო, ძიანი, ნანდაო. ჯოხი, შუბი, ნუნჩაკუ, პეპელა ხმლები

სამუშაო გამოცდილება: 1999 წლიდან საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ინსტრუქტორი, 2003 წლიდან საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დღემდე. 2004 წლის სეტემბრიდან ქ.თბილისის ვ.ჭაბუკიანის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში გაწელვისა და სუნთქვის პედაგოგი დღემდე. ქ.თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში აქვს გახსნილი უშუს ჯგუფი. 2011 წელს დაფუძნდა “თბილისის უშუს კლუბი” და არის ამ კლუბის პრეზიდენტი.

 A კატეგორიის მსაჯი სანდაში.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები