შა­ო­ლი­ნი: მო­ნას­ტე­რი და გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დი

შა­ო­ლი­ნი: მო­ნას­ტე­რი და გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დი

ში იუნსინი

მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა ისე­თი მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბით ჩი­ნურ ტა­ძარ შა­ო­ლინს შე­ედ­რე­ბა.

ეს კი 1980-იან წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი­სა და 2011 წელს გა­მო­სუ­ლი მი­სი რი­მე­ი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლებ­შიც შა­ო­ლი­ნის ბე­რე­ბის საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ოც­რე­ბე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი.

შა­ო­ლინს დი­დე­ბა მო­უ­ტა­ნა არა მარ­ტო მის­მა მდი­დარ­მა 1500-წლი­ან­მა ის­ტო­რი­ამ, არა­მედ კუნგ-ფუს

გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა სტილ­მა და ძენ-ბუ­დიზ­მის ფი­ლო­სო­ფი­ამ, რო­მელ­ზეც ეს სტი­ლი აღ­მო­ცენ­და.

თი­თო­ე­ულ ჩი­ნელს აქვს ინ­ფორ­მა­ცია შა­ო­ლი­ნის მო­ნას­ტ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პრო­ვინ­ცია ხე­ნან­ში მდე­ბა­რე­ობს. თუმ­ცა ბო­ლო დროს მო­ნას­ტე­რი მხო­ლოდ სა­ყო­ველ­თაო აღ­ტა­ცე­ბის სა­გა­ნი არ არის. უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში შა­ო­ლი­ნის მა­გა­ლით­ზე გაცხა­რე­ბუ­ლი და­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ლი­გი­ის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მო.

დღეს შა­ო­ლი­ნის ბე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნეს­პ­რო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლია - მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­შო­უს პრე­ზენ­ტა­ცია. არის უფ­რო ჩვე­უ­ლებ­რი­ვიც - მსოფ­ლიო ტურ­ნე­ე­ბი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბით ან საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლე­ბი­სა და საწ­ვ­რ­თ­ნე­ლი ცენ­ტ­რე­ბის გახ­ს­ნა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი შა­ო­ლი­ნის მო­ნას­ტ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი წი­ნამ­ძღ­ვ­რის ში იუნ­სი­ნის თა­ოს­ნო­ბით კეთ­დე­ბა. ში იუნ­სი­ნი თვი­თო­ნაც ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ის მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს და შა­ო­ლი­ნის ბრენ­დის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. გარ­და ამი­სა, ის პირ­ვე­ლი ჩი­ნე­ლი ბე­რია, რო­მელ­საც საქ­მი­ა­ნი ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რის დიპ­ლო­მი აქვს.

ზო­გი­ერ­თის აზ­რით, შა­ო­ლი­ნის ბრენ­დის პრო­პა­გან­დის მი­სე­უ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი სტი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. სხვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შა­ო­ლი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ჩი­ნეთ­ში სა­მე­წარ­მეო ბუ­მის გა­მო კო­მერ­ცი­უ­ლი გზით წა­სუ­ლი­ყო.

სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი პრო­ფე­სო­რი ჯოუ სი­ა­ო­ჯე­ნი მკვეთ­რად კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი შა­ო­ლი­ნის დღე­ვან­დე­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის მი­მართ. ის მი­იჩ­ნევს, რომ მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად შა­ო­ლინ­მა ძა­ლი­ან შორს შე­ტო­პა. "ტა­ძა­რი არ შე­იძ­ლე­ბა ისე მარ­თო, რო­გორც ფირ­მა. ტა­ძა­რი უნ­და იყოს სუ­ლი­ე­რი ცენ­ტ­რი მორ­წ­მუ­ნე­თათ­ვის. არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­დაქ­ცე­ვა სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის წყა­როდ," - აცხა­დებს ჯოუ სი­ა­ო­ჯე­ნი.

შა­ო­ლი­ნის წი­ნამ­ძღ­ვა­რი კი თა­ვის მხრივ კუნგ-ფუს შა­ო­ლი­ნის სტი­ლი­სა და ბუ­დიზ­მის პრო­პა­გან­დას სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. ში იუნ­სი­ნის აზ­რით, მხო­ლოდ სამ­ყა­რო­ში აქ­ტი­უ­რად გა­მოს­ვ­ლით და შა­ო­ლი­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა კუნგ-ფუს შა­ო­ლი­ნის სტი­ლი­სა და ბუ­დიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

მას მხარს უჭერს რე­ლი­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩი­ნუ­რი ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ხუ­ან სი­ა­ნი­ა­ნი. ის ოპო­ნენ­ტებს ახ­სე­ნებს, რომ ის­ტო­რი­უ­ლად ბუ­დიზ­მის ჩი­ნუ­რი ფორ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევ­და ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას, ეგ­რეთ­წო­დე­ბულ სა­მო­ნას­ტ­რო ეკო­ნო­მი­კას. "სა­მო­ნას­ტ­რო ეკო­ნო­მი­კა დიდ როლს თა­მა­შობს ბუ­დიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის," - ამ­ბობს ის.

მაგ­რამ პრო­ფე­სო­რი ჯოუ ფიქ­რობს, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ერ­თ­ნენ - მი­სი სიტყ­ვე­ბით, შა­ო­ლინს სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა ფუ­ლის კე­თე­ბა­ზე ფიქ­რი, ის თა­ვი­სუფ­ლად მო­ა­ხერ­ხებს შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით ცხოვ­რე­ბას. მას არ ეთან­ხ­მე­ბა ჩი­ნუ­რი ბუ­დიზ­მის ამე­რი­კე­ლი ექ­ს­პერ­ტი ჩენ პო­კო­ნი. მი­სი თქმით, ჩი­ნეთ­ში "შე­წი­რუ­ლო­ბის კულ­ტუ­რა" არას­დ­როს ყო­ფი­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. "ჩი­ნე­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი ხალ­ხია, ისი­ნი რწმე­ნა­ში ფულს არ იხ­დი­ან. ტა­ძარს გა­უ­ჭირ­დე­ბა არ­სე­ბო­ბა, თუ მარ­ტო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის იმედ­ზე იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს ექ­ს­პერ­ტი. თუმ­ცა პო­კო­ნი აღი­ა­რებს, რომ აქაც არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. ტი­ბე­ტე­ლე­ბის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი და­ლაი ლა­მა და ჯარ­მ­სალ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბა "შე­მო­წი­რუ­ლო­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან იღებს და კო­მერ­ცი­ულ და­ნა­მატს არ სა­ჭი­რო­ებს ". მაგ­რამ, მი­სი აზ­რით, შა­ო­ლინს გა­უ­ჭირ­დე­ბა ჩი­ნეთ­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ასე­თი დო­ნის მიღ­წე­ვა.

ჩენ პო­კო­ნი იმა­საც აცხა­დებს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ შა­ო­ლი­ნი ფულს კუნგ-ფუს სწავ­ლე­ბის­თ­ვის აიღებს. მი­სი აზ­რით, უმ­თავ­რე­სია, რომ შა­ო­ლი­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ სწო­რად შე­არ­ჩი­ოს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. მთა­ვარ მიზ­ნად კუნგ ფუს სწავ­ლე­ბა და ბუ­დიზ­მის გავ­რ­ცე­ლე­ბა უნ­და იქ­ცეს და არა მო­გე­ბის მი­ღე­ბა.

"ბი-ბი-სი"-ს მი­ხედ­ვით

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები